კონსულტაცია ორი კომპონენტისგან შედგება: პაციენტის გამოკვლევა და პაციენტთან და მის ექიმთან (რომელმაც იგი ფსიქიატრთან გადაამისამართა) კომუნიკაცია. ამ შემთხვევაში ისეთივე გამოკვლევა ტარდება, როგორიც ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, როდესაც საჭიროა ფსიქიატრის კონსულტაციის მიღება, თუმცა, ამ დროს აუცილებელია დამატებით გავითვალისწინოთ ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა და ჩატარებული მკურნალობა; ასევე ის, უნდა თუ არა პაციენტს ფსიქიატრთან შეხვედა.

პირველი ნაბიჯი

   მას შემდეგ, რაც ფსიქიატრს მიმართავენ კონსულტაციის გაწევის თხოვნით, იგი უნდა დარწმუნდეს იმაში, რომ ექიმმა, რომელმაც მასთან პაციენტი გამოგზავნა, განიხილა პაციენტთან რეფერალის საკითხი და რომ პაციენტი თანახმაა შეხვდეს ფსიქიატრს. პაციენტთან ინტერვიუს ჩატარებამდე, ფსიქიატრი უნდა გაეცნოს სამედიცინო ჩანაწერებს და გაესაუბროს ექთნებს პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობისა და ქცევის შესახებ. ფსიქიატრმა უნდა გაარკვიოს, თუ რა მკურნალობა უტარდება პაციენტს და, თუ ეს საჭიროა, გაეცნოს წამლების გვერდით მოვლენებს.

გამოკვლევისას ჩატარებული ინტერვიუ

   ინტერვიუს დასაწყისში ფსიქიატრმა უნდა განუმარტოს პაციენტს, თუ რა მიზანი აქვს კონსულტაციას. შეიძლება საჭირო გახდეს იმ საკითხების გარჩევა, რომლებიც პაციენტს აწუხებს ფსიქიატრიულ ვიზიტთან დაკავშირებით (მაგალითად, ფსიქიატრთან ვიზიტი არ გულისხმობს იმას, რომ ადამიანი არანორმალურია) და იმის განმარტება, თუ რა მნიშვნელობა აქვს ინტერვიუს მკურნალობის გეგმისთვის (ინტერვიუ იძლევა დამატებით ინფორმაციას). ამის შემდეგ ხდება დეტალური ანამნეზის შეგროვება და წარმოებს ფსიქიკური სტატუსის გამოკვლევა. ჩვეულებრივ, ზოგადი ჯანმრთელობის სტატუსი უკვე მოცემულია ჩანაწერებში. ზოგჯერ აუცილებელია ფიზიკური ჯანმრთელობის შესამოწმებლად ზოგიერთი გამოკვლევის ჩატარება (მაგალითად, ნერვული სისტემის გამოკვლევა). ინტერვიუს შემდეგ, შეიძლება საჭირო გახდეს პალატაში მომუშავე პერსონალისთვის ან სოციალური მუშაკებისთვის დამატებითი კითხვების დასმა, ნათესავების გამოკითხვა, ან ოჯახის ექიმთან ტელეფონით დაკავშირება, რათა მივიღოთ ინფორმაცია პაციენტის სოციალური მდგომარეობისა და წარსულში ფსიქიკური აშლილობის არსებობის შესახებ.

კლინიკური ჩანაწერები

   გამოკვლევის სრული ჩანაწერები და ინფორმატორებისგან მიღებული ინფორმაცია ფსიქიატრმა ცალკე უნდა შეინახოს. სამედიცინო ჩანაწერების პუნქტები უნდა განსხვავდებოდეს ფსიქიატრიული ჩანაწერების პუნქტებისგან. ისინი უნდა იყოს მოკლე და მათში არ უნდა იყოს გამოყენებული ფსიქიატრიული ტერმინები. უნდა შეიცავდეს მხოლოდ ისეთ ინფორმაციას, რომელიც არსებითი მნიშვნელობისაა პაციეტზე მზრუნველობის გამწევი პირებისთვის. სამედიცინო ჩანაწერები, რამდენადაც ეს შესაძლებელია, არ უნდა შეიცავდეს კონფიდენციალურ ინფორმაციას. ყურადღება უნდა იყოს გამახვილებული პრაქტიკულ საკითხებზე და გაცემული უნდა იყოს პასუხი იმ ექიმის კითხვებზე, რომელმაც პაციენტი ფსიქიატრთან გამოაგზავნა.

რეფერალზე წერილობითი პასუხის გაცემა

   ზოგჯერ, საბოლოო ფსიქიატრიული დასკვნის დაწერამდე, სწორი იქნება, თუ განვიხილავთ მართვის გეგმას კონსულტანტთან, პალატის ექიმთან ან ექთანთან ერთად. ეს საშუალებას აძლევს ფსიქიატრს დარწმუნდეს იმაში, რომ მისი რეკომენდაციები განხორციელებადი და მისაღებია და რომ ის პასუხს სცემს პაციენტთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს. სამედიცინო ჩანაწერების პუნქტები უნდა შეესაბამებოდეს ზოგადი პროფილის ექიმისადმი მიწერილი წერილის შესაბამის პუნქტებს. მნიშვნელოვანია თავიდანვე დადგინდეს, თუ ამჟამად რა ტიპის მკურნალობის ჩატარებაა რეკომენდებული; ასევე, საჭიროა მივუთითოთ, თუ ვის მიერ ჩატარდება მკურნალობა. თუ გამოკვლევის შედეგები საბოლოო არ არის იქამდე, სანამ ინტერვიუ ინფორმატორებთან ჩატარდება, ფსიქიატრმა უნდა მიუთითოს, თუ როდის გაკეთდება საბოლოო ფსიქიატრიული დასკვნა. მან გარკვევით უნდა მოაწეროს ხელი ჩანაწერს და პალატის პერსონალს დაუტოვოს საკუთარი ან თავისი ასისტენტის კოორდინატები, რათა, საჭიროების შემთხვევაში, მას ადვილად დაუკავშირდნენ.

მართვა

   ინიშნება ისეთივე მკურნალობა, როგორიც ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტის შემთხვევაში, რომელიც ფიზიკურად ჯანმრთელია. ფსიქიკური მდგომარეობის სამკურნალო მედიკამენტების დანიშვნისას, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ პაციენტის სომატური დაავადების ზეგავლენას მედიკამენტების მეტაბოლიზმზე, ორგანიზმიდან გამოდევნაზე და მედიკამენტების ურთიერთქმედებას სხვა პრეპარატებთან, რომლებსაც იმ პერიოდში იღებს პაციენტი. სამკურნალო გეგმა უნდა ითვალისწინებდეს იმას, თუ რეალურად რა ხარისხითაა შესაძლებელი მეთვალყურეობის გაწევა ქიურურგიულ ან თერაპიულ პალატაში მყოფ პაციენტებზე (მაგ., მეთვალყურეობის გაწევა სუიციდური აზრების მქონე პაციენტზე). შეიძლება ზოგადი პროფილის საავადმყოფოში გამოვლენილი ხანმოკლე ფსიქიკური აშლილობების მართვა ფსიქიატრის დახმარებით შეუძლიათ ექთნებს, თუმცა მათ შეიძლება დასჭირდეთ ფსიქიატრიაში სპეციალიზაციის მქონე ექთნის დახმარებაც (ეს უკანასკნელი შეიძლება იყოს საკონსულტაციო-კოოპერაციული გუნდის წევრი).

უწყვეტი მზრუნველობა

   ფსიქიატრს შეიძლება დასჭირდეს ჰოსპიტალიზებული პაციენტის მდგომარეობის დინამიკაზე დაკვირვება. საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ, მნიშვნელოვანია, არ შეწყდეს პაციენტზე მზრუნველობა. სწორედ ამიტომ ფსიქიატრი კონტაქტში იმყოფება ზოგადი პროფილის ექიმთან. მოცემული შემთხვევის საჭიროებებიდან გამომდინარე, მზრუნველობის შემდგომ პროცესზე პასუხისმგებელია ზოგადი პროფილის ექიმი, სამედიცინო გუნდის წევრი ფსიქიატრი ან თემში მომუშავე ფსიქიატრთა ჯგუფი.

ზოგიერთი გადაუდებელი შემთხვევა

   ზოგადი მიდგომა ნებისმიერი გადაუდებელი ფსიქიატრიული შემთხვევის მართვა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული საწყის კლინიკურ ინტერვიუზე. პაციენტის გამოსაკვლევი ნებისმერი ინტერვიუს ამოცანაა მასთან კარგი ურთიერთობის დამყარება, პაციენტისა და სხვა ინფორმატორებისგან ინფორმაციის მიღება და პაციენტის ქცევასა და ფსიქიკურ მდგომარეობაზე დაკვირვება. შინაგანად მტკიცე, მშვიდი და თანამგრძნობი თერაპევტი ხელს უწყობს დაძაბულობისგან თავისუფალი ატმოსფეროს შექმნას. ეს საშუალებას აძლევს მას, გაიგოს პაციენტის წუხილის მიზეზი და შესთავაზოს მას ისეთი გეგმა, პაციენტისთვის მისაღები იქნება. გადაუდებელ შემთხვევაში ყოველთვის არ არის შესაძლებელი ჩატარდეს პაციენტის გამოსაკვლევი სრული ინტერვიუ, მაგრამ ის გეგმაზომიერი და, შეძლებისდაგვარად, სრული უნდა იყოს.

შფოთვიანი პაციენტი

პანიკის შეტევა. პანიკის შეტევის სომატური სიმპტომები ხშირად განაპირობებს პაციენტის მდგომარეობის იმგვარ გამოვლენას, რომელიც საჭიროებს გადაუდებელ დახმარებას. გავრცელებული სიმპტომებია არაკარდიალური ტკვილი გულმკერდის არეში, ჩხვლეტის შეგრძნება კიდურებში და ჰიპერვენტილაციის ეფექტი. პაციენტების უმრავლესობასთან შესაძლებელია პანიკის ეპიზოდის საფუძვლიანი განხილვა. ჰიპერვენტილაციის დროს სასარგებლოა ქაღალდის პაკეტში ჩასუნთქვის ტექნიკის გამოყენება. ზოგჯერ შფოთვის სამართავად საჭიროა ბენზოდიაზეპინის მცირე დოზის გამოყენება. პანიკური აშლილობის მკურნალობის დასრულების შემდეგ, შეიძლება საჭირო გახდეს პაციენტზე შემდგომი დაკვირვება.

გენერალიზებული შფოთვის მძიმე ფორმა

   შეიძლება ართულებდეს ნებისმიერ სომატურ გამოვლინებას. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში მოხვედრისას პაციენტს შეიძლება გაუჩნდეს შიში, რომლით გამოწვეული შფოთვა შესაძლოა გააძლიეროს საავადმყოფოს პერსონალის რეაქციამ, რომელიც კარგად ვერ აცნობიერებს პაციენტის მდგომარეობას. ჩვეულებრივ, შფოთვა სუსტდება, როდესაც პაციენტს თანაგრძნობით განუმარტავენ არსებულ მდგომარეობას. ზოგჯერ შფოთვის სამართავად საჭიროა ბენზოდიაზეპინის მცირე დოზის გამოყენება.

ბრაზიანი პაციენტი

   კლინიცისტებისთვის და პაციენტზე მზრუნველი სხვა პირებისთვის უსიამოვნოა, როდესაც პაციენტი, რომლის დახმარებასაც ისინი ცდილობენ, მათ აგრესიით პასუხობს. ასეთ შემთხვევაში მთავარია სიმშვიდის შენარჩუნება და ისეთი საქციელის ან სიტყვებისგან თავის შეკავება, რომლებიც კიდევ უფრო მეტად გააბრაზებს პაციენტს. ამავე დროს, გასათვალისწინებელია ფიზიკური უსაფრთხოებაც. კლინიცისტმა უნდა გაარკვიოს, თუ რატომ არის პაციენტი გაბრაზებული. ზოგჯერ სასარგებლოა კომენტარის გაკეთება პაციენტის ბრაზზე და მისთვის პირდაპირი კითხვის დასმა იმის თაობაზე, თუ რა არის მისი ამგვარი მდგომარეობის მიზეზი. არასოდეს არ არის სწორი ბრაზზე ბრაზითვე რეაგირება ან პაციენტის მიმართ მორჩილების გამოხატვა. თუ, მაგალითად, პაციენტს დიდ ხანს ვალოდინეთ, ალბათ, აუცილებელია ბოდიში მოვუხადოთ ამ პრობლემისთვის, რამაც მისი სიბრაზე გამოიწვია.

აგრესიული პაციენტი

   თუ პაციენტი რეალურად ან პოტენციურად აგრესიულია, მნიშვნელოვანია, უზრუნველვყოთ საკმარისი ხარისხის დახმარება, რომელიც პაციენტის მიერ თავს მოხვეულად არ უნდა განიცდებოდეს. ფიზიკური კონტაქტი (ფიზიკური მდგომარეობის გამოკვლევა) არ არის რეკომენდებული, თუ პაციენტს არ ესმის გამოკვლევის მიზანი და თუ მასთან ვერ შევთანხმდებით ამის თაობაზე. თუ აუცილებელია პაციენტის ფიზიკური შეზღუდვა, ეს სწრაფად უნდა გაკეთდეს შესაბამისი რაოდენობის ადამიანების მიერ და ძალის მინიმალური გამოყენებით. პერსონალმა არ უნდა გამოიყენოს ერთი ხელის მოძრაობის შეზღუდვის ტექნიკა. რა თქმა უნდა, განსაკუთრებით ფრთხილად უნდა ვიყოთ იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს საშიში იარაღი აქვს.

← სარჩევი 

*გაგრძელება*

ნახვა: 1164

გამოხმაურებები!

სამწუხარო ისააა რომ  ფსიქიატრიიისა დაფსიქოლოგიის წიგნებში ასახული  ჰუმანური ეტიკა(რაც შესაბამისიია ევროპული სტანდარტებისა) არ ასახავს რეალობას  საქარტველოს სივრცეში......განსხვავებით ევროპული დამოკიდებულებისა ადამიანის შესახებ......ისევე როგორც კალიფიცირებულობის საკიტხი......გვავიწყდება რომ ამ მეცნიერებებში მატავარი ადამიანია........ამ მხრიტ ძაან დაბალ დონეზე ვარტ.......ყველა იქცევა როგორც უნდა .იმიტოოა ხოლმე რომ ეს მეცნიერეები ხშირად უსამართლოდ ექცევიან სხვადასხვა სტერეოტიპები ქვეშ.....

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Palestine In Concentration: Present-day Updates and Ongoing Struggles

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 6, 2025.
საათი: 3:00pm 0 კომენტარი

The Tale of Palestine carries on to evolve, marked by resilience, troubles, and an enduring demand justice. Recent developments during the area have brought new notice to the plight on the Palestinian folks, highlighting both the urgent want for motion plus the broader implications for world peace and steadiness.





Rising Tensions and Humanitarian Issues

During the West Bank, the expansion of Israeli settlements has escalated tensions, with Palestinian…

გაგრძელება

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Qwelly World

free counters