ყველას გვიწევს დროდადრო სხვების შეფასება. მაგრამ არც ისე ადვილია ამის სწორად გაკეთება. ეს ტესტი დაგეხმარებათ გაერკვეთ, გაქვთ თუ არა ფსიქოლოგიის დარგში ნიჭი, რამდენად სწორად აფასებთ სხვებს და ხშირად უშვებთ თუ არა შეცდომებს ადამიანებზე მსჯელობისას.

Qwelly, psychology, test, ადამიანები, ადამიანების ცნობა, ტესტები, ფსიქოლოგია, ფსიქოლოგიური ტესტები, ქველი

ბევრი ფიქრის გარეშე, აარჩიეთ ერთ-ერთი ვარიანტი, ჩაიწერეთ ქულა და ბოლოს შეაჯამეთ.

1. თქვენი აზრით, ის, ვისაც ყოველთვის ახასიათებს კარგი მანერები:

  • ზრდილობიანი და სასიამოვნოა ურთიერთობაში – 2 ქულა
  • მკაცრად აღზრდილია – 4 ქულა
  • უბრალოდ მალავს თავის ნამდვილ ხასიათს – 1 ქულა

2. თქვენი ნაცნობი ცოლ-ქმარი არასდროს ჩხუბობს. თქვენი აზრით ისინი:

  • ბედნიერები არიან – 2 ქულა
  • გულგრილნი არიან ერთმანეთის მიმართ – 1 ქულა
  • ერთმანეთს არ ენდობიან – 4 ქულა

3. პირველად ხედავთ ადამიანს და ის იწყებს თქვენთან ანეკდოტების მოყოლას და ხუმრობას. თქვენ ფიქრობთ, რომ ის:

  • ხუმარაა – 1 ქულა
  • თავს დაურწმუნებლად გრძნობს და ასეთი მეთოდებით ცდილობს გამოვიდეს ამ უსიამოვნო მდგომარეობიდან – 2 ქულა
  • სურს თქვენზე სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვოს – 4 ქულა

4. ვიღაცასთან საინტერესო თემაზე საუბრობთ, თქვენი მოსაუბრე აქტიურად ჟესტიკულირებს. ის:

  • ღელავს – 4 ქულა
  • არაა გულწრფელი – 1 ქულა

5. თქვენ გადაწყვიტეთ უკეთ გაიცნოთ ერთ-ერთი ნაცნობი. საჭიროა:

  • მისი დაპატიჟება რომელიმე თავყრილობაზე – 1 ქულა
  • საქმის კეთებისას მასზე დაკვირვება – 2 ქულა

6. რესტორანში ვიღაც იძლევა ბევრ საკომისიოს. თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ:

  • მას შთაბეჭდილების მოხდენა უნდა – 4 ქულა
  • მას ოფიციანტი-გოგონას კეთილგანწყობა სჭირდება – 2 ქულა
  • ხელგაშლილია – 1 ქულა

7. თუ ადამიანი არსდროს იწყებს საუბარს პირველი, ის:

  • რაღაცას მალავს ან არ სურს ლაპარაკი – 2 ქულა
  • ძალიან მორცხვია – 4 ქულა
  • ეშინია, რომ ვერ გაუგებენ – 1 ქულა

8. ადამიანის პატარა შუბლი მიანიშნებს:

  • მის სისულელეზე – 1 ქულა
  • სიჯიუტეზე – 2 ქულა
  • არაფერ კონკრეტულზე – 4 ქულა

9. რას ფიქრობთ ადამიანზე, რომელის თვალებში არ უყურებს სხვებს?

  • არასრულფასოვნების კომპლექსი აქვს – 1 ქულა
  • არაა გულწრფელი – 4 ქულა
  • არც ისე გაფანტულია – 2 ქულა

10. მაღალშემოსავლიანი ადამიანი ყოველთვის ყიდულობს იაფიან ნივთებს. თქვენი აზრით ის:

  • ეკონომიურია – 4 ქულა
  • თავმდაბალია – 2 ქულა
  • ძუნწია – 1 ქულა

დაგროვილი ქულები შეაჯამეთ.

35 და მეტი ქულა

      თქვენ ძალიან ადვილად იყალიბებთ შთაბეჭდილებას ადამიანებზე. საკმარისია ვინმეს შეხედოთ, და უკვე იცით რა ჩიტია. გარდა ამისა შეგიძლიათ მაშინვე უთხრათ თქვენი აზრი/დამოკიდებულება, რადგან დარწმუნებული ხართ, რომ არ ცდებით. მაგრამ ასეც რომ იყოს, დაფიქრდით, რამდენად გონივრულია ყველასთვის იმის თქმა, რასაც ფიქრობთ მასზე? ამით ალბათ არაფერს შეცვლით მასში, აი გაღიზიანებას კი გამოიწვევთ. თუ იმის ჩვენება გინდათ, რომ ვერავინ მოგატყუებთ და გამოგაპარებთ რამეს? მაგრამ მაინც, ეს არაა გამართელბული მეთოდი.

26-დან 34 ქულამდე

      თქვენ გარშემომყოფების სიტუაციის ობიექტურად შეფასების უნარი გაქვთ. ნამდვილად გაქვთ კარგი ყნოსვა და არ გიჭირთ ადამიანის ხასიათის ამოცნობა. თქვენგან კარგი ფსიქოლოგი დადგებოდა. თქვენ არ ფიქრობთ, რომ თქვენი შეფასება ერთადერთი ჭეშმარიტია. ეს ძალიან კარგი თვისებაა პედაგოგებისა და ხელმძღვანელებისთვის. და როცა ხვდებით, რომ შეცდით, არ გეშინიათ ამის აღიარება.

16-დან 25 ქულამდე

      როგორც წესი, თქვენს დამოკიდებულებაში დარწუნებული არ ხართ ხოლმე და ადვილად იღებთ სხვების შეხედულებებსაც. ამის გამო დაკვირვების უნარი გიქვეითდებათ და საბოლოო ჯამში შეიძლება სულ დაკარგოთ საკუთარი აზრის ფორმულირების უნარი. ეცადეთ ერთხელ მაინც თქვენ თვითონ შეფასოთ სხვა ადამიანი.

15 ქულა და ნაკლები

      საკმაოდ ხშირად გჯერათ ვიღაც-ვიღაცეების. მეტისმეტად მიმნდობი ხართ და სხვებზე მსჯელობთ მხოლოდ ზედაპირული და გარეგნული ნიშნებით. როდესაც აღმოჩნდება, რომ თქვენი შეფასება სრულიად მცდარია, გწყინთ და გიკვირთ. თქვენ კიდევ ბევრ შეცდომას დაუშვებთ ერთერთი მიზეზით – ადამიანებს არასწორად აფასებთ.

ტეგები: Qwelly, ტესტები, ფსიქოლოგია, ფსიქოლოგიური_ტესტები

ნახვა: 1053

გამოხმაურებები!

ტესტების და გამოკითხვების და მკითხაობების და ყავაში ჩახედვის გარეშე გეტყვი რომ საერთოდ ვერ ვერკვევი... :D

26-დან 34 ქულამდე.

თქვენ გარშემომყოფების სიტუაციის ობიექტურად შეფასების უნარი გაქვთ. ნამდვილად გაქვთ კარგი ყნოსვა და არ გიჭირთ ადამიანის ხასიათის ამოცნობა. თქვენგან კარგი ფსიქოლოგი დადგებოდა. თქვენ არ ფიქრობთ, რომ თქვენი შეფასება ერთადერთი ჭეშმარიტია. ს ძალიან კარგი თვისებაა პედაგოგებისა და ხელმძღვანელებისთვის. და როცა ხვდებით< რომ შეცდით, არ გეშინიათ ამის აღიარება. 

რა ვქნა , კაცო პედაგოგობა მინდააა , და აჰა :დ

შენ შეძლებ ნინუნა :) :D

A. ninuna ♫_მ თქვა:

26-დან 34 ქულამდე.

თქვენ გარშემომყოფების სიტუაციის ობიექტურად შეფასების უნარი გაქვთ. ნამდვილად გაქვთ კარგი ყნოსვა და არ გიჭირთ ადამიანის ხასიათის ამოცნობა. თქვენგან კარგი ფსიქოლოგი დადგებოდა. თქვენ არ ფიქრობთ, რომ თქვენი შეფასება ერთადერთი ჭეშმარიტია. ს ძალიან კარგი თვისებაა პედაგოგებისა და ხელმძღვანელებისთვის. და როცა ხვდებით< რომ შეცდით, არ გეშინიათ ამის აღიარება. 

რა ვქნა , კაცო პედაგოგობა მინდააა , და აჰა :დ

ver  xedav , rom  shezloo  ? :D ::) :) :)

LsHისა_მ თქვა:

შენ შეძლებ ნინუნა :) :D

A. ninuna ♫_მ თქვა:

26-დან 34 ქულამდე.

თქვენ გარშემომყოფების სიტუაციის ობიექტურად შეფასების უნარი გაქვთ. ნამდვილად გაქვთ კარგი ყნოსვა და არ გიჭირთ ადამიანის ხასიათის ამოცნობა. თქვენგან კარგი ფსიქოლოგი დადგებოდა. თქვენ არ ფიქრობთ, რომ თქვენი შეფასება ერთადერთი ჭეშმარიტია. ს ძალიან კარგი თვისებაა პედაგოგებისა და ხელმძღვანელებისთვის. და როცა ხვდებით< რომ შეცდით, არ გეშინიათ ამის აღიარება. 

რა ვქნა , კაცო პედაგოგობა მინდააა , და აჰა :დ

RSS

ბლოგ პოსტები

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

The Legacy of Legend of YMIR

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…

გაგრძელება

Proven Ways to Collect Uncut Soul Gems

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.

This guide covers the best…

გაგრძელება

💜

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am 0 კომენტარი

გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔

18001060169

ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…

გაგრძელება

Qwelly World

free counters