ფსიქოლოგიის და, შეიძლება ითქვას, ნებისმიერი მეცნიერების ჩამოყალიბების ერთ-ერთი მიზეზი  ყოველდღიური, ცხოვრებისეული ამოცანების გადაჭრის აუცილებლობაა. მაგრამ ჭეშმარიტად მეცნიერულ გადაწყვეტას წინ უსწრებს ამ პრობლემების თუ მოვლენების ახსნის გულუბრყვილო ცდები. ჩვეულებრივ, ამ ახსნას ადამიანთა დიდი ჯგუფი იზიარებს, ვრცელდება ხალხში, იგი არსებობს კიდეც მეცნიერული აზრის პარალელურად და გარკვეულწილად უტყუარი მტკიცების ძალას იძენს. ამიტომაც უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისგან ნაივური და მეცნიერული ფსიქოლოგია. ყოფითი (ნაივური, გულუბრყვილო, იმპლიციტური) ფსიქოლოგია არის ადამიანის განცდებსა, ქცევებსა და მათ მიზეზებზე კულტურულ-ტრადიციული შეხედულებების სისტემა, გაზიარებული ერთი კულტურის წარმომადგენელთა დიდი ნაწილის მიერ.

     ხალხში გავრცელებული ნაივური შეხედულებები ყველა მეცნიერული სისტემის თანმდევი მოვლენაა. მაგალითად, შეიძლება ვილაპარაკოთ ნაივური, ყოფითი ფიზიკის შესახებაც კი: დღეს სერიოზულად არავინ მიიღებს მტკიცებას იმის შესახებ, რომ ელვის მიზეზი  ზევსი, მის მიერ გამოსროლილი ცეცხლია. თუმცა კლასიკურ საბერძნეთში ამ აზრის სისწორეში ეჭვი არ შეჰქონდათ. თანამედროვე საბერძნეთის არამეცნიერულ ანუ ყოფით ფიზიკაში ზევსი აღარ ფიგურირებს და ქუხილი აიხსნება ელექტრული განმუხტვით, თუმცა, საეჭვოა დიდმა ნაწილმა შეძლოს ამ ცნების ზუსტად განსაზღვრა. როგორც ვხედავთ, ყოფითი ფიზიკა მეცნიერული შემეცნების  გავლენას განიცდის, მაგრამ ყოველთვის რაღაც მანძილით უკან რჩება აქტუალურ მეცნიერულ აზრს. ეს იმიტომ ხდება, რომ მეცნიერული აზრის საყოველთაო

ცნებები "ნაივური," "გულუბრყვილო," "ყოფითი" და "ყოველდღიური" ფსიქოლოგია, როგორც სინონიმები განიხილება და ტექსტში ერთმანეთის მონაცვლედ შეიძლება შეგხვდეთ. არ გაგიკვირდეთ!

დამკვიდრებას სჭირდება დრო, რომელიც არა წლებით, არამედ თაობებით იზომება. ამასთან, თანამედროვე ფიზიკის ბევრი მონაპოვარი იმდებად რთულია, რომ არასპეციალისტისთვის  გასაგებად თითქმის მიუწვდომელია. იგივე ითქმის ფსიქოლოგიაზეც, თუმცა ყოფით ფიზიკასთან შედარებით იგი ემოციურად უფრო დატვირთულია. იგი შეიცავს არა მხოლოდ აზრებს, რომლებიც შეიძლება ადამიანმა ძალიან სწრაფად შეიცვალოს, არამედ ბევრ ისეთ ღრმად გამჯდარ შეხედულებასაც, რომელთა შეცვლაც  და რომელთაგან თავის დაღწევაც უკიდურესად ძნელია. ეს, უპირველეს ყოვლისა, იმით არის განპირობებული, რომ ადამიანი ფიზიკურთან შედარებით ფსიქოლოგიური პრობლემების გაგებისა და გადაწყვეტისთვის თავს უფრო კომპეტენტურად გრძნობს. ამას, თავის მხრივ, ისიც უწყობს ხელს, რომ ფსიქოლოგიაში მაცნიერული და ყოველდღიური ცნებები ერთსა და იგივე სახელს ატარებს, მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერული ცნებები თავისი შინაარსითა და სიზუსტით  განსხვავდება ყოველდღიურ მეტყველებაში გამოყენებული ცნებებისგან. ფიზიკაში კი ამგვარი აღრევა არ ხდება. კითხვაზე ‘"რა არის პროტონი" და "ელექტრონი" პასუხს ადამიანი მთლიანად ანდობს ფიზიკოსს, მაშინ როდესაც ყოფაში გამოყენებული ცნებები შიში, აგრესია, პიროვნება და სხვ. მეცნიერულ ფსიქოლოგიაშიც იგივე სახელწოდებით არსებობს.  ამიტომაც, ფსიქოლოგები დაინტერესდნენ გამოაეაშკარავებინათ ის განსხვავება, რომელიც ყოფით და მეცნიერულ ფსიქოლოგიას შორის არსებობს.  ყოველ რიგით ადამიანს, რამდენადაც ის საზოგადოებაში ცხოვრობს, შეუძლია და უხდება ხოლმე მეორე ადამიანის ქცევის აღწერა, ახსნა და წინასწარმეტყველება. სხვაგვარად ადამიანური ურთიერთობა წარმოუდგენელია. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ადამიანს ეს ამოცანა განსხვავებული წარმატებით გამოსდის, აღმოჩნდა, რომ ეს პროცესი, რომელთაც ადამიანი ურთიერთობაში იყენებს, თავის მხრივ, გარკვეულ კანონზომიერებათა სისტემას ე.წ. ნაივურ თეორიას ეყრდნობა. ეს თეორია გააზრებული, გაცნობიერებული ანუ ექსპლიციტურად, რა თქმა უნდა, არც ერთ ადამიანს არც თავისი ქცევის პროცესში და არც წინასწარ არ აქვს. ამრიგად, ნაივური პიროვნების თეორია არის ქცევისა და გარეგნობის შესახებ ინდივიდუალურ თავისებურებათა, აგრეთვე აქტუალურ სიტუაციაში მათი ფუნქციისა და განვითარების შესახებ ადამიანთა  შეხედულებათა კომპლექსური სისტემა. მაგრამ აქვე ისმის კითხვა, არის გულუბრყვილო პიროვნების თეორია მეცნიერული თვალსაზრისით თეორია? აკმაყოფილებს თუ არა იგი თანამედროვე მეცნიერული თეორიისადმი წაყენებულ მოთხოვნებს? არის თუ არის ის მეცნიერული თეორია? ამისთვის გავეცნოთ თანამედროვე ემპირიული ფსიქოლოგიური თეორიის აუცილებელ კრიტერიუმებს. თანამედროვე ფსიქოლოგია ემპირიული მეცნიერებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი მსჯელობა და გამონათქვამები დაკვირვების მონაცემებს ემყარება  და ამიტომ მხოლოდ დაკვირვებადი მონაცემების საფუძველზე შეიძლება მათი დადასტურება ან უარყოფა. ემპირიულ მეცნიერებებში თეორიები წარმოადგენენ გარკვეულ მოვლენათა შესახებ შეხედულებათა სისტემას, რომლებიც შეძლებისდაგვარად მრავალი დაკვირვების აღწერის, წინასწარმეტყველებისა და ახსნის შესაძლებლობას იძლევა. ფსიქოლოგიური თეორიები ეს არის ადამიანის განცდისა და ქცევის შესახებ შეხედულებების სისტემები. პიროვნების თეორია კი არის შეხედულებათა სისტემა ადმიანის ინდივიდუალურ თავისებურებათა შესახებ. მაგრამ შეხედულებათა ყველა სისტემა არ არის თეორია. თეორია, ემპირიული მეცნიერებების მნიშვნელობით, უნდა აკმაყოფილებდეს განსხვავებულ თვისობრივ კრიტერიუმებს. ქვევით გრაფებში წარმოდგენილია მეცნიერული თეორიის რამდენიმე  ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი. აკმაყოფილებს გულუბრყვილო პიროვნების თეორია ამ კრიტერიუმების მოთხოვნებს? ექსპლიციტურობა. ემპირიული მეცნიერების ცნებების განსაზღვრება ექსპლიციტურად უნდა შეიძლებოდეს, რათა ისინი  ერთმნიშვნელოვანნი და ერთნაირად გასაგები იყოს ყველა მკვლევარისთვის. მ.შ ექსპლიციტურობა ერთიდაიგივე ცნების ერთნაირი ხმარებისა ცენტრალური წანამძღვარია. გულუბრყვილო პიროვნების ფსიქოლოგიის ცნებები ამორფულნი არიან და იმპლიციტურად არსებობენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ერთი და იგივე ცნება სხვადასხვა ადამიანის მიერ შეიძლება მსგავსად, მაგრამ არა იდენტურად გამოიყენება. როდესაც არაფსიქოლოგს სთხოვენ რომელიმე ასეთი ცნების განსაზღვრებას, მას უჭირს, და ჩვეულებრივ, ვერც ახერხებს  მოგვცეს მისი მნიშვნელობის მეტნაკლებად ზუსტი დეფინიცია. (მაგალითად, რა არის პიროვნული ნიშანი? ღოგორ განსაზღვრავდით პიროვნებას?). ემპირიული დასაბუთება. ემპირიული მეცნიერების ძირითადი ცნებები პირდაპირ ან ირიბად ობიექტურად არსებულ მოვლენებზე დაკვირვების მონაცემებს უნდა ეყრდნობოდეს. სხეულის სიმაღლე, მაგალითად, არის ნიშანი, რომელიც უშუალოდ ექვემდებარება დაკვირვებასა და გაზომვას. მაგრამ ქცევის დისპოზიცების უშუალო აღქმა და დაკვირვება შეუძლებელია. ეს თეორიული კონსტრუქტებია, რომლებიც ქცევის მიღმა არიან და რომლებმაც ქცევა უნდა ახსნან. კონსტრუქტები ირიბად, გარკვეული წესების საფუძველზე  ობიექტურად არსებულ მონაცემებს (ე.წ.კონსტრუქტის ემპირიულ ინდიკატორებს) უკავშირდებიან. ამ კავშირს კონსტრუქტსა და დაკვირვებად მონაცემებს შორის  კონსტრუქტის ოპერაციონალიზაცია ეწოდება. იმისთვის რომ კონსტრუქტზე დასკვნის უფლება გვქინდეს, ინდიკატორების სტაბილურობაში უნდა ვიყოთ დარწმუნებულნი.  არის თუ არა ნაივური პიროვნების თეორიის ნიშნები ემპირიულად დასაბუთებული კონსტრუქტები? ერთი შეხედვით – კი, რადგან პიროვნულ ნიშნებზე დასკვნა ობიექტურად აღქმულ ქცევაზე დაკვირვებას ეყრდნობა. მაგრამ პიროვნების ნაივური თეორიის ძირითადი ნაკლი იმაშია, რომ  არ არის დაცული ის მოთხოვნები, რაც აუცილებლად უნდა იყოს შესრულებული ქცევიდან მის უკან მდგომ ნიშანზე დასკვნის გამოსატანად.. იმისათვის, რომ გამოცდის მიმართ შიში, საზოგადოდ, გამოცდის მიმართ შფოთვით, როგორც დისპოზიციით აიხსნას, (სხვა სიტყვებით შფოთვის ემპირიული კონსტრუქტის შესაქმნელად), საჭიროა, რომ ის ნიშნები(ქცევები), რომლებიც შიშის ინდიკატორებს წარმოადგენენ, სტაბილურნი იყოს და იმის წინასწარმეტყველება შეეძლოთ, რომ მომავალშიც გამოცდების პროცესში თავს იჩენენ. ეს და მისი სანდოობა  კი სპეციალური ექსპერიმენტული და მათემატიკური პროცედურით დგინდება. ჯერ ერთი, მოთხოვნები დაკვირვებადი ქცევისა და სიტუაციური კონტექსტის მიმართ არ არის ზუსტი: საკმარისია თუ ითქმება, რომ რაკი გამოცდაზე გამოსაცდელს ხელები გაუცივდა, აკანკალებული ხმით დაიწყო პასუხი და რომელიღაც კითხვაზე საერთოდ ვერაფერი თქვა, ე.ი. მას ემოციური ბლოკირება აქვს და უნდა გამოცდის მიმართ შიშზე, როგორც პიროვნულ ნიშანზე  დავასკვნათ.

     მეორეც, რამდენად სტაბილურია ეს ნიშები, რამდენად ხშირად ვლინდება ისინი გამოცდის დროს, ვლინდება  მხოლოდ გამოცდის თუ სხვა პირობებშიც? რა დრო და რამდენი დაკვირვებაა საჭირო იმისათვის, რომ მათზე დაყრდნობით ნიშანზე ვილაპარაკოთ? რამდენად ხშირად უნდა გამოავლინოს პიროვნებამ ემოციური ბლოკირების ნიშნები, რომ იგი გამოცდის მიმართ ძლიერი შფოთვის, ან საზოგადოდ მშფოთვარე პიროვნებად ჩავთვალოთ? ამრიგად, ნიშნის ცნება არასაკმარისად არის ემპირიულად დასაბუთებული. განსაკუთრებით ხშირია შეცდომები ნიშნის სტაბილურობის არაზუსტი განსაზღვრების გამო, რასაც ტაფტალოგიამდეც კი მივყევართ. ერთხელ არქმული ქცევიდან ხდება მის ამხსნელ ნიშანზე პირდაპირ მითითება. მაგალითად: რატომ სცემა X-მა YY-ს? იმიტომ რომ X აგრესიულია. რატომ არის X აგრესიული? იმიტომ რომ Y-ს სცემა. სწორი, დასაბუთებული პასუხი იქნებოდა, იმიტომ რომ X-ს ყოველთვის სხვისი ცემისკენ აქვს მიდრეკილება. ეს დასკვნა კი მრავალ შემთხვევაზე დაფუძნებული დაკვირვებებიდანაა გამოყვანილი. თეორია არ უნდა იყოს წინააღმდეგობრივი. ყოველდღიურ ფსიქოლოგიაში ინდივიდუალური თავისებურებების ასახსნელად გამოყენებული პიროვნულ ნიშანთა დიდი რაოდენობა, აგრეთვე, ექსპლიციტურობის დეფიციტი და არასაკმარისი ემპირიული დასაბუთება  ხშირად ხდება იმის მიზეზი, რომ ერთსა და იგივე ქცევას სხვადასხვა ნიშანს მიაწერენ ხოლმე. ეს კი იწვევს იმას, რომ ერთი და იგივე ქცევის ახსნა და წინასწარმეტყველება გაუგებრობას იწვევს. მაგალითად, გულუბრყვილო ფსიქოლოგიაში გამოცდაზე ცუდი პასუხი შეიძლება აიხსნას, როგორც ძლიერი შფოთვით გამოცდის მიმართ, ასევე სიზარმაცით გაპირობებული არასაკმარისი ცოდნით. რამდენადაც პერსონალის შერჩევა ისეთი სიტუაციაა, სადაც სიზარმაცე არ ჩანს და უფრო გამოცდის შიში ვლინდება, გულუბრყვილო ფსიქოლოგიის მიხედვით ინტერვიუზე ჩავარდნის მიზეზი შერჩევის სიტუაციაში შიში უფროა, ვიდრე სიზარმაცით გამოწვეული უვიცობა. გარდა ამისა, ხდება ისეც, რომ ყოველდღიური თეორიები ერთსა და იმავე დროს ნებისმიერ მოვლენასაც ხსნიან და მის საწინააღმდეგოსაც მაგალითად, თუ ორი ადამიანი კარგად ეწყობა ერთმანეთს და ერთმანეთს უგებს, ყოველდღიური ფსიქოლოგიური ახსნა იქნება, რომ ეს ორი ადამიანი პიროვნულად ერთმანეთს ჰგავს.  მაგრამ არსებობს მეორე გამონათქვამიც, რომ ორი განსხვავებული პიროვნება ერთმანეთს ავსებს და ერთმანეთს იზიდავს. თეორია თუ ამგვრი რამ ყოველდღიურ ფსიქოლოგიაში დასაშვებია, მეცნიერულში  არა. შემოწმების სესაძლებლობა. ემპირიული მეცნიერული თეორიის აუცილებელი მოთხოვნაა, ყოველი მისი გამონთქვამის შემოწმების შესაძლებლობა. შხვა სიტყვებით, რომ თეორიის დებულებების ემპირიული დასაბუთება ან უარყოფა შეიძლებოდეს. ამისთვის ეს დებულებები ნათლად უნდა იყოს ფორმულირებული. მაგრამ სწორედ ექსპლიციტურობის დეფიციტისა და არასაკმარისი დასაბუთებულობის  გამო ასეთი შემოწმება ყოველდღიურ ფსიქოლოგიაში არ ხდება.

     აქ ყოველთვის არის იმის საშიშროება, რომ მოხდება ახსნის მოდიფიკაცია, რადგან გულუბრყვილო თეორიაში ერთი და იგივე მოვლენისთვის  რამდენიმე (მათ შორის ურთიერთწინააღმდეგობრივი) ახსნა შეიძლება გამოიძებნოს. მაგალითად:

      შენ არ ამბობდი, რომ შენი მეგობარი თავისი მაღალი ინტელექტის გამო     გამოცდას ადვილად ჩააბარებდა? არა და  ჩაიჭრა. 

      აბა, აბა. მაგრამ ის ზარმაცია და საკმარისად არ მოამზადა საგანი.

      რომ ამტკიცებს, რომ კარგად იმეცადინა?!

      როგორც ჩანს, დღეს მისთვის ცუდი დღე იყო. ალბათ, ძალიან შფოთავდა.      

   როგორც ვხედავთ პირველი დისპოზიციური ახსნა მეორით შეიცვალა. როცა ეს ახსნა არ გამოდგა იგი აქტუალურ პროცესებზე იქნა დაყვანილი ყოველგვარი შემდგომი დასაბუთების გარეშე.

     მეორემაგალითი:

      X შემდეგ გამოცდას კარგად ჩააბარებს. რამდენი იზუბრა!

     რას ამბობ, ის ხომ ჩაიჭრა.

     ხომ ხედავ, დაზუბვრა არაფერს შველის, როდესაც გამოცდის ისეთი შიში გაქვს, როგორც X-ს.

     ამ შემთხვევაში მოცემულია ერთი ქცევის (გამოცდის ჩაბარების) ახსნის მცდელობა გარკვეული ნიშნით (დაზუბვრა  კარგად სწავლა), მაგრამ როდესაც ქცევა ამ ნიშნით ვეღარ განხორციელდა (ჩაიჭრა),  შემოვიდა მეორე ნიშანი - შფოთვა. რამდენად სწორი იყო ან პირველი ან მეორე არგუმენტი, ამის ემპირიულ დასაბუთებას ნაივური თეორია არ იძლევა. ეს კი თეორიის დიდი ნაკლია, რადგან გამონათქვამთა სისტემა, რომელიც ერთსა და იმავე დროს ერთ მოვლენასაც და მის საწინააღმდეგოს ხსნის, ფაქტობრივად, არაფერს ხსნის და არასწორ წინასწარმეტყველებასაც აკეთებს.

 

    სისრულე. თეორია უნდა ხსნიდეს შესაბამისი სფეროს ყველა მოვლენას. აქ გულუბრყვილო თეორია "ძლიერია". ნიშანთა იმ უზარმაზარი  რაოდენობის გამო, რომელის მის განკარგულებაშია, იგი მათ იყენებს და პიროვნების თითქმის ყველა თავისებურებას ხსნის. ეს კი იმის ხარჯზე ხდება, რომ ეს თეორიები არ ექვემდებარებიან შემოწმებას და წინააღმდეგობრიობას ყურადღებას არ აქცევენ.

     ეკონომიურობა. ყოველდღიურ ფსიქოლოგიაში ეკონომიურობა, როგორც ერთ-ერთი აუცილებელი მოთხოვნა ემპირიული მეცნიერული თეორიისა, ფაქტობრივად, უარყოფილია. ეს თეორიები არაჩვეულებრივად მდიდარია ცნებებით, რადგან ყოველი პიროვნული ნიშანი ფუნდამენტური ნიშანია. ამდენად, ამ თეორიებში იმდენი ძირითადი პიროვნული ნიშანია, რამდენი პიროვნული ნიშნის აღმნიშვნელი სიტყვაც არის ლექსიკონში. ამის გამო გარკვეულ უზუსტობებთან გვაქვს საქმე, რადგან, სხვა თუ არაფერი, სინონიმების გათვალისწინება მაინც უნდა მოხდეს, როდესაც პიროვნულ ნიშნებთან გვაქვს საქმე.

     პროდუქტულობა. გულუბრყვილო პიროვნების თეორია მეცნიერული თეორია  რომ ყოფილიყო, ე.ი იგი რომ  აკმაყოფილებდეს  მეცნიერული ემპირიული ფსიქოლოგიის მოთხოვნებს, პიროვნული ნიშნების უზარმაზარ რეზერვუარს და განუსაზღვრელ შესაძლებლობებს გამოიყენებდა გარკვეული ნიშნების ფუნქციების და ამ  ნიშანთა დაჯგუფებების ემპირიული კვლევებისათვის. ამ  შესაძლებლობებს, როგორც ენაში არსებულ საგანძურს მიმართავენ ხოლმე მეცნიერულ პიროვნების ფსიქოლოგიაში. (კეტელი, ოლპორტი და სხვ.). მაგრამ ამ საკითხს ძალიან ზუსტი მეცნიერული აპარატი სჭირდება და ამიტომ, გულუბრყვილო ფსიქოლოგია, ამ მხრივ, არაპროდუქტიულ  თეორიად ითვლება.

პრაქტიკაში გამოყენება

პიროვნების ნაივური თეორიის ყველაზე ძლიერი მხარე სწორედ ადამიანთა ურთიერთობებისა და  ქცევების ყოველდღიური პრობლემების სწრაფ და მარტივ ახსნასა და წინასწარმეტყველებაში მდგომარეობს. Yყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად საჭიროა ხოლმე ადამიანთა შორის ურთიერთობების პროცესში ქცევის მეტ-ნაკლებად სწორი შეფასება და  წინასწარმეტყველება. მაგალითად: „შემიძლია მისი მიტოვება? მე რომ მას ეს მოვთხოვო, დამთანხმდება, პასიურ წინააღმდეგობას გამიწევს თუ აქტიურად შემეწინააღმდეგება? შეძლებს ის ამის გაკეთებას?" და სხვ. ასეთ კითხვებზე პასუხის გასაცემად საჭიროა პიროვნების შესახებ არა მხოლოდ ცოდნა, არამედ მისი გამოყენებაც. რამდენადაც ეს კითხვები სოციალური ურთიერთობის დროს წარმოიშობა, მათზე სწრაფი პასუხია საჭირო. ამ მხრივ ნაივურ ფსიქოლოგიას იდეალური შესაძლებლობები გააჩნია: თითოეულ ინდივიდუალურ თავისებურებას თავისი შესაბამისი პიროვნული ნიშანი გააჩნია. არ გაგიმართლებს ერთი ახსნა  ან წინასწარმეტყველება, იქვეა მისი ალტერნატივაც.  ამით ნაივური თეორია უქმნის ადამიანს გარკვეულობის და დარწმუნებულობის  განცდას: ყველაფერს თავისი ადგილი აქვს, მე შემიძლია შევიცნო ეს წესრიგი და გამოვიყენო.  ეს კი  აადვილებს გა დაწყვეტილების სწრაფ გამოტანას გაუთვალისწინებელ სიტუაციებში. ის, რომ საბოლოოდ სიტუაციიაში ორიენტაციის და დარწმუნებულობის   განცდა მცდარია, რადგან  ახსნა ზედაპირულია და საუკეთესო შემთხვევა ში წინასწარმეტყველების გამართლებაც მხოლოდ შემთხვევითობაა, ყოფით ფსიქოლოგიაში მეორეხარისხოვან როლს თამაშობს. ხშირად რაღაც ზომიერი რეაქციის მონახვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე  საუკეთესო გადაწყვეტილების მონახვა. ამიტომაც „მუშაობს" ნაივური ფსიქოლოგია,  მიუხედავად თავისი ბევრი ნაკლისა,  ყოველდღიურ ცხოვრებაში საკმაოდ კარგად. ამრიგად, პიროვნების ნაივური ფსიქოლოგია მეცნიერული ფსიქოლოგიის უმრავლეს (თუ არა ყველა) კრიტერიუმს  ვერ აკმაყოფილებს. მაგრამ მისი გამოყენების ხარისხი ყოველდღიურ ცხოვრებაში იმდენად მაღალია, რომ მოთხოვნა მასზე ხალხში ძალიან დიდია. პიროვნების ნაივური თეორია კარგი მაგალითია იმისა, რომ შესაძლებელია პრაქტიკაში „მოთხოვნადი" თეორია მეცნიერული თვალსაზრისით ცუდი თეორია იყოს. პიროვნების ნაივური თეორია პრაქტიკულია ყოველდღიურ ცხოვრებაში ქცევის ახსნისა და წინასწარმწეტყველებისთვის, მაგრამ გამოუსადეგარია , როგორც ფსიქოლოგიური (მეცნიერული) თეორია. და მაინც, თუმცა  პიროვნების ნაივური თეორია გამოუსადეგარია, როგორც მეცნიერული ფსიქოლოგია, მას მაინც გარკვეული მნიშვნელობა აქვს  ფსიქოლოგიისთვის  სამი მიზეზის გამო:

  • პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს არის ფსიქოლოგიური ფაქტი: ჩვენ ყველას თავში გვაქვს ეს თეორია და ყოველთვის ვიყენებთ. მას. ვისაც უნდა იმის გაგება, თუ როგორ აღიქვამენ და იყენებენ ადამიანები საკუთარი თავის და ირგვლივ მყოფთა ინდივიდუალურ თავისებურებებს, ნაივურ ფსიქოლოგიაზე უარი არ უნდა  თქვან.
  • მეორეც, პიროვნების ნაივური ფსიქოლოგია მიუხედავად მისი პრობლემებისა, შეიძლება განვიხილოთ, როგორც შესაძლო ამოსავალი –დასაყრდენი პუნქტი პიროვნების ფსიქოლოგიური თეორიების ჩამოყალიბებისთვის. ყოფითი ფსიქოლოგიის ბევრი პრობლემა შეიძლება თავიდან აცილებულ იქნას, თუ პიროვნულ ნიშანთა ოპერაციონალიზირება მოხდება და მათი ფუნქცია სიტუაციის გადამუშავების აქტუალურ პროცესებში უფრო ნათლად გამოიკვეთება.
  • დაბოლოს, ფსიქოლოგები მუდმივ იმის საშიშროების წინაშე დგანან, რომ  ყოველდღიური ფსიქოლოგიის ცნებები, იმის გამო, რომ ორივეს საერთო აქვს, მეცნიერულ ცნებებში არ აირიოს. ეს საშიშროება განსაკუთრებით პიროვნების ფსიქოლოგიას ემუქრება, რადგან იგი .განსხვავებით ფსიქოლოგიის სხვა პროცესებისგან (მაგ. აღქმა) ყოველდღიური ფსიქოლოგიის წარმოდგენებიდან ბოლომდე არ არის გათავისუფლებული. ერთადერთი, რამაც ყოველდღიური ფსიქოლოგიის ფსიქოლოგიასთან აღრევას ხელი შეიძლება შეუშალოს, არის ის, რომ მოხდეს ორივეს ნათლად და მკაცრად ერთმანეთისგან კონცეპტუალური გამიჯვნა.

ნახვა: 1665

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Fresh New Stories

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 9, 2025.
საათი: 5:30am 0 კომენტარი







The 12 months 2025 has brought a wave of innovation and creativeness to Bangla natok, redefining the storytelling landscape for audiences worldwide. With refreshing narratives, groundbreaking themes, and Outstanding performances, The brand new natoks of 2025 continue to elevate the art of Bengali drama.



What to anticipate from New Natoks in 2025



Daring Narratives: The most up-to-date natoks are exploring uncharted territories, delving into social…

გაგრძელება

Qwelly World

free counters

TOP.GE