ინდიგო ბავშვების შესახებ ქართულ ინტერნეტ სივრცეში ძალიან მწირი ინფორმაციაა. თავად ინდიგოს მნიშვნელობაც კი არ იცის საზოგადოების დიდმა ნაწილმა, ესაა ინგლისური სიტყვა და ქართულად ფერს - მელნისფერს შეესაბამება. ვინ არიან ინდიგო ბავშვები?

      ის ჯერ ძალიან პატარაა, სიარული და ლაპარაკი არ იცის, პამპერსს ხმარობს და ეზოს და სამყაროს საბავშვო ეტლიდან ან მშობლის ხელებიდან აკვირდება, თუმცა... თუმცა მობილური ტელეფონის დანახვისას იღიმება, იღებს მას და ღილაკებს საქმიანი სახით აჭერს თითს...

      ან კიდევ მოზარდი მათემატიკაში დაბალ ნიშნებს იღებს, სახლში კი კომპიუტერთან ურთიერთოობისას ამჩნევთ, რომ რთულ ინტეგრარულ ფორმულას წერს. კითხვაზე რატომ აქვს დაბალი ნიშანი მარტივ ალგებრაში, როცა თურმე დიდ მათემატიკაშიც ერკვევა, გპასუხობთ

      - სკოლის ამოცანები უბრალოდ არ აინტერესებს! - ეს ჩვენ ვართ, ჩვენი მეგობრები და მშობლებო თქვენი შვილები!!!

      მოდით ყველაფერი 1980 წლიდან დავიწყოთ. უცნაური ბავშვების დაბადება ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80 იან წლებში დაიწყო. ეს პატარები ავლენდნენ თვისებებს, რომლებიც მშობლების გაოცებასა და შიშს იწვევდა და ისინი ფსიქოტერაპევტებისა თუ ფსიქიატრების კაბინეტებში მიჰყავდათ.

      1982 წელს ასეთი აუხსნელი უნარებით აღჭურვილი ბავსვების დასახასიათებლად მეცნიერებმა პირველად გამოიყენეს ტერმინი "ახალი ცნობიერების თაობა". იმავე წელს ფსიქოლოგმა და ექსტრასენსმა ნენსი ენ ტეპსმა ასეთ ბავშვებს "თაობა ინდიგო" (ინდიგო მელნისფერს ნიშნავს და ამ ფსიქოთერაპევტის მტკიცებით, უცნაურ პატარებს მელნისფერი აურა აქვთ, ჩვეულებრივი ნარინჯისფერის ნაცვლად) უწოდა. თუმცა ტერმინი 1999 წელს ლი კეროლის წიგნის "The Indigo Children: The New Kids Have Arrived" გამოსვლის შემდგომ გავრცელდა.

      და რა იყო ის რაც ასე აშინებდა და აკვირვებდა მშობლებს? ბავშვების მიერ, დაბადებიდან, სამყაროს აღქმის და შეცნობის თავისებური ხერხი და იმ დროისთვის სრულიად ახალი ციფრული ტექნოლოგიების ფლობის თანდაყოლილი უნარი, რასაც ვერანაირი ახსნა ვერ მოუძებნეს. ლაპარაკის თუ სიარულის სწავლა უფროს თაობაში გენეტიკურადაა კოდირებული. ამ ინფორმაციას ფლობს ადამიანის დეენემი და საჭირო დროს შესაბამის ბრძანებას გასცემს. ხოლო ის ინფორმაცია, რომელიც სრულიად ახალია კაცობრიობისთვის ვერასგზით ვერ დაილექება ქრომოსომაში და, შესაბამისად ყველაფერ ახალს ადამიანი ცხოვრების გზაზე შეისწავლის. ზუსტად ეს ერთი შეხედვით ურყევი ჭეშმარიტება "ააყირავეს" "მელნისფერებმა". მეცნიერებსდღემდე ვერ გაუციათ პასუხი კითხვაზე, თუ საიდან უნდა სცოდნოდა ერთი წლის ბავშვს რამდენიმე თვის წინ შექმნილი და საცალო გაყიდვაში შემოსული მობილური აპარატის სწორი ხმარება, როდესაც მისი მშობლები ინსტრუქციაში ჯეროვნად ვერ გარკვეულან?! იცით მგონი ძალიან უცნაურია.

      ფაქტი ჯიუტია: იციან. და იციან არა მხოლოდ ეს. ასეთ ბავშვებს რამდენიმე მახასიათებელი აქვთ ძლიერად განვითარებული ინტელექტი, და პასუხისმგებლობის გრძნობა; ციფრული ტექნოოლოგიების ფლობის თანდაყოლილი უნარი ;სურვილი გაუზიარონ ცოდნა სხვებს, თუმცა არ უზიარებენ მათ, ვისაც არ შეუძლია მათი გაგება. რთული სიტუაციებიდან მუდამ პოულობენ გამოსავალს, არ "ტყდებიან" და საკუთარი სურვილების რეალიზაციის გზაზე ნებასა თუ სიჯიუტეს ავლენენ. ხშირად ეს სიჯიუტე მშობლების გულისწყრომასა და ფსიქიატრების კაბინეტში ვიზიტებს იწვევს. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ასეთმა ბავშვებმა მშობლებზე უკეთ იციან რა არის მათთვის უკეთესი.

      ისინი სამყაროს მთლიანობაში აღიქვამენ და გულწრფელნი და თავისუფლებისმოყვარულნი არიან; ფლობენ ენერგიას, მაგრამ ხშირად არ იციან საით წარმართონ და სწორედ აქ სჭირდებათ მშობლების დახმარება, განვითარებული აქვთ ინტუიცია მგრძნობელობა და საკუთარ ცხოვრებისეულ სივრცეში იკეტებიან.

      თავად "მელნისფერებს" მეცნიერები რამდენიმე კატეგორიად ყოფენ:

  1. ჰუმანისტები. ისინი მომავალი იურისტები, ექიმები და პოლიტიკოსები არიან. მათ სეუძლიათ ხალხთან მუშაობა და ადამიანებზე ზემოქმედების ნიჭი აქვთ. გამოირჩევიან ჰიპერაქტიულობით. არ აინტერესებთყოფითობა, ასეთ ბავშვს ვერ აიძულებთ, დაალაგოს თავისი ოთახი. კი, ის დაიწყებს დავალების შესრულებას თუმცა მალე კომპიუტერთან თავდავიწყებულს იხილავთ
  2. კონცეპტუალისტები. ისინი თავის თავში ჩაკეტილობით გამოირჩევიან მომავალში კარგი არქიტექტორები, დიზაინერები, მშენებლები და გამომგონებლები გამოდიან სათანადო აღზრდისა და განათლების მიუღებლობის შემთხვევაში საკუტარ თავში იკეტებიან.
  3. მხატვრები. ახასიათებთ შემოქმედებითი უნარი, ძირითადათ მისდევენ ხელოვნებას აქვთ სხვანაირი აღქმის უნარი მათი ნახატები გამოირცჰევა სურეალისტური და აბსსტრაქციონიზმული სტილით დაბოლოს ე. წ. "ყველა განზომილებაში მცხოოვრებნი -ანუ ისინი ვინც უკვე 2-3 წლის ასაკში ფლობს იმ უნარებს რომელსაც ადამიანი ცხოვრების მაძილზე იძენს.

      დასავლეთში ეს მოვლენა უკვე ფაქტად აღიარეს და სასწავლო პროგრამების შეცვლა თუ კორექცია დაიწყეს. ახალი სასკოლო განათლების მოდელი ასეთი ბავშვების განსაკუთრებული ფსიქოლოგიური და ქცევითი მახასიათებლების მოთხოვნებს მთლიანად უნდა აკმაყოფილებდეს. ეს გულისხმობს რომ მასწავლებლებმა თუ მშობლებმა რომლებიც ურთიერთობენ "მელნისფერებთან "წარმატების მისაღწევად სტანდარტულ მიდგომებსა თუ მეთოდებზე თქვან უარი. ბავშვების ქცევის ახალი მოდელის უგულებელყოფას ღრმა ფსიქოლოგიური ტრამვა მოჰყვება და არაეფექტურია.

      ბავშვთა ფსიქოლოგთან მისული მშობელი შვილის დაბალი ნიშნებით იყო შეწუხებული. მდგომარეობას ისიც ართულებდა რომ, მისი7 წლის ბიჭუნა, დაბადებისდღისთვის საჩუქრად კომპიუტერულ თამაშს ითხოვდა. ეს კი ბავშვის ვირტუალურ სამყაროში დაკარგვას გამოიწვევდა. და რადგან ბიჭუნამ ზუსტად იცოდა რომ სკოლაში დაბალი მოსწრების გამო მას მშობლები თხოვნას არ აუსრულებდნენ, ბებიის დაყოლიებას ცდილობდა და მიზანსაც მიაღწია. შედეგმაც არ დააყოვნა - ისედაც დაბალი ნიშნები კრიტიკულ ზღვარამდე დადაბლდა. არ ჭრიდა არც ჩხუბი არც მოფერება. ფსიქოლოგმა დედას ერთი რჩევა მისცა : კომპიუტერთან სათამაშო დრო შვილისთვის "მიეყიდა", ანუ დავალების შესრულება უდრიდა თამაშის ერთ საათს, კარგი ნიშანი - ორს და ა. შ. სამაგიეროდ, ბიჭუნას ასცდებოდა ლექციები, დატუქსვები... ბავშვი ახალ წესებს დათანხმდა და შედეგიც მოულოდნელად კარგი აღმოჩნდა მისთვის, ჩვენი "მელნისფერი" არამარტო კარგად სწავლობდა და დავალეებებს ასრულებდა არამედ დედას სახლის საქმეშიც ეხმარებოდა მაგალითად: პურის ამოტანა თამაშის 10 წუთს უდრიდა ოთახის დალაგება 30 წუთს და ა. შ.

      ამ ექსპერიმენტის დაწყებამდე ბიჭს IQ ინტელექტისა და უნარჩვევების ტესტი ჩაუტარეს, რათა გაეგოთ დაბალი ნიშნები სიზარმაცის და უინტერესობის ბრალი იყო თუ ზოგადად უუნარობის. ბიჭუნამ 120 ქულა დააგროვა, რაც არა თუ უმაღლესი არამედ არარეალურად მაღალი იყო, რადგან ზრდასრული ადამიანისთვის მაქსიმალურად 100-110 ქულა ითვლება!!!

      "ინდიგოსათვის" კატეგორიულად მიუღებელია ის, რაც უფროსებისთვის ჩვეულია. მაგალითად, შესთავაზეთ მოზარდ მელნისფერს წაიკითხოს ის წიგნი რომელიც ადრე უფროსი თაობისთვის აუცილებელი იყო უკეთეს შემთხვევაში მიიღებთ ზრდილობიან უარს, უარესში - საეჭვო დუმილს. ისინი უარს ამბობენ ტრადიციების დაცვაზე და მხოლოდ ახსნის შემთხვევაში თანხმდებიან შეასრულონ აუცილებელი მოთხოვნები. ძალით მათ ვერაფერზე დაიყოლიებთ. ხშირად ისინი ამოცანის გადაჭრის უფრო მარტივ და რაციონალურ ხერხს პოულობენ, თუმცა უფროსები ამას "წესების "დარღვევად მიიჩნევენ. მათ ვერ შეაშინებთ შეგონებით:
- აი მოვა მამა, გაიგებს თუ რა ჩაიდინე და ნახავ. მერე ისინი ითხოვენ, დაუკონკრეტოთ, თუ "რას ნახავენ!"

      თუ თქვენი შვილი "24 საათიდან 25-ს" კომპიუტერთან ატარებს. ნუ დააძალებთ მას წაიკითხოს ჟიულ ვერნის ფანტასტიკური რომანები, ვინაიდან ის აუცილებლად მიგითითებთ იმ ფაქტზე რომ მიზანშეუწონლად მიაჩნია წაიკითხოს წყალქვეშა ნავზე რომელიც ვიღაცას ფანტაზია ეგონა და სინამდვილეში კი დიდი ხნის წინათ გამოგონილი, მისთვის აბსოლუტურად უინტერესო საგანია ხოლო მესამე თაობის მობილურის შეძენისას არაა საჭირო მოხმარების წესების წიგნაკის შესწავლით დაკავდეთ ეს მცდელობა უშედეგოდ დასრულდება. უმჯობესია, თქვენს სამი წლის შვილს მიმართოთ - ის ყველაფერში გაგარკვევთ !!!

      ასე რომ არ უნდა გაგიკვირდეთ საკუთარი შვილების უცნაური ქცევა, ისინი ხომ უცნაური თაობის უცნაურად ჭკვიანი უცნაური ბავშვები არიან...

ტეგები: Qwelly, ბავშვები, თაობა, ინდიგო, მელნისფერები, ფსიქოლოგია

ნახვა: 1133

ბლოგ პოსტები

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

The Legacy of Legend of YMIR

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…

გაგრძელება

Proven Ways to Collect Uncut Soul Gems

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.

This guide covers the best…

გაგრძელება

💜

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am 0 კომენტარი

გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔

18001060169

ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…

გაგრძელება

Qwelly World

free counters