მეხსიერების ფსიქოლოგია
ადამიანის არსებობა და ცხოვრება წარმოუდგენელია წარსული გამოცდილების გარეშე, მეხსიერების ფუნქცია არის გამოცდილების შეძენა, წარსულში აღქმულისა და განცდილის შენახვა, მომავალ ქცევაში მისი გათვალისწინება და ჩართვა, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ მეხსიერებას თავისი სირთულითა და მოცულობით, ფორმებისა და მექანიზმების სიმრავლით, ვერც სხვა ფსიქიკური ფუნქცია ვერ შეედრება, მეხსიერება მოიცავს როგორც აწმყოს, ისე წარსულსა და მომავალს, ის რისი დახსომებაც უნდა მოხდეს, ჯერ აწმყოში უნდა აღიქმებოდეს, შემდეგ უნდა მოხდეს აღქმულის შენახვა (აღქმული ინფორმაცია ჩვენს ფსიქიკაში ინახება ზოგჯერ უცვლელად, ზოგჯერ კი გარკვეულ ცვლილებებს განიცდის და ამდენად, წარსულს განეკუთვნება) და ბოლოს წარსულში მიღებული ცოდნა - გამოცდილება ხომ იმისათვის გვჭირდება, რომ მომავალში გამოგვადგეს, მაშასადამე მეხსიერება არა მხოლოდ წარსულის შენახვას არამედ მომავალში მისი გამოყენების შესაძლებლობასაც გულისხმობს. ამრიგად, მეხსიერება პირობითად შეიძება წარმოვიდგინოთ როგორც პროცესთა სამი ეტაპი ან ფაზა, რომელთაგან თითოეული განსხვავდება თავისი ფსიქოლოგიური სტრუქტურით და კონკრეტული ამოცანით, ეს ეტაპებია: ინფორამაციის აღბეჭდვა (კოდირება), შენახვა და აღდგენა.
თითოეული ამ ეტაპის არსებობა აუცილებელია მეხსიერების ნორმალური მოქმედებისათვის, ამ სამიდან რომელიმე ეტაპზე შეფერხება იწვევს მეხსიერების ფუნქციის მოშლას, შესაბამისად, მეხსიერების ფსიქოლოგია შეისწავლის:
მეხსიერების ფორმები და თანამედროვე თეორიები
ედვარდ ტიტჩენერი. მერიკულ ფსიქოლოგიაში ვუნდტის ტრადიციების დამცველთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა იყო ეგვარდ ტიტჩენერი.
მან კორნელის უნივერსიტეტში 1892 წელს ჩამოაყალიბა ფსიქოლოგიის ლაბორატორია და ვუნდტის მსგავსად (მისი მოსწავლე იყო ლაიფციდგში) თვლიდა რომ ფსიქოლოგია მხოლოდ ინტროსპექციის მეთოდს უნდა იყენებდეს, მისი აზრით, ყველა მონაცემი ნებისმიერი სფეროდან, იქნება ეს სოციალური ფსიქოლოგიის, პედაგოგიური ფსიქოლოგიის თუ ფსიქიკური დაავადების საკითხები, თუ ისინი მიღებულია არა ინტროსპექციით მეთოდით, არის „ჭუჭყიანი“ ანუ არაზუსტი, ისიც ვუნდტის მსგავსად თავის ცდის პირებს ავარჯიშებდა თვითდაკვირვებაში და მოითხოვდა მათგან საკუთარი თვითდაკვირვების საფუძველზე აღეწერათ თვით მათში მიმდინარე განცდები და არა ფიზიკური გამღიზიანებელი. ამ უკანასკნელთა აღწერას ის „ფიზიკურ შეცდომას“ უწოდებდა და სანდოდ მხოლოდ ცნობიერების შინაარსების აღწერას თვლიდა, ამ თვალსაზრისით, ტიტჩენერი ცნობიერებისსტრუქტურას შეისწავლიდა - შეგრძნებებს, წარმოდგენებს, გრძნობებს, რომლებსაც როგორც ცნობიერების სტრუქტურის უმარტივეს ელემენტებს განიხილავდა, ფსიქოლოგიის ეს მიმართულება ისტორიაში სტრუქტურალიზმის სახელით შევიდა.
ჰერმან ებინგჰაუსი
ვუნდტის თანამედროვე ფსიქოლოგთაგან ყველა არ იზიარებდა ვუნდტის პოზიციას თვითდაკვირვების შესახებ, მიუხედავად ადრეული ფსიქოლოგების უმკაცრესი მოტხოვრებისა, დაცული ყოფილიყო ინტროსპექციის სიზუსტე და სანდოობა, საბოლოო ჯამში ეს შეუძლებელი აღმოჩნდა, ამის მიზეზი, ერთის მხრივ, იყო ის, რომ არსებობს შემეცენბითი პროცესები, რომლებზეც თვითდაკვირვების წარმოება შეუძლებელია, გარდა ამისა, იმ შემთხვევაშიც, როდესაც თვითდაკვირვება შესაძლებელი იყო, მიიღებოდა ურთიერთსაწინააღმდეგო მონაცემები, რომელთა გამზოგადებაც და მათში კანონზიმიერების დანახვა შეუძლებელი იყო. ინტროსპექციის პარალელურად ასოციაციონისტების „წრეში“ ებინგჰაუსი იყო პირველი, რომელმაც მეხსიერების პროცესების ექსპერიმენტული კვლევა დაიწყო და დღეს მის მიერ დადგენილი კანონზომიერებები ფსიქოლოგიიის კლასიკად ითვლება, ამავე დროს, ეს მიმართულება მაინც ასოციაციონისტური იყო, რადგან ფსიქიკურ მოვლენები გაგებული იყო, როგორც იმ ელემენტთა კავშირი-ერთიანობა, რომელსაც მათი ხშირი განმეორება იწვევს.
ვუნდტის და ტიტჩენერის რადიკალური სტრუქტურალიზმისაგან განსხვავებით, თვით ებინგჰაუსის პოზიცია, ერთი შეხედვით, ნაკლებ პრეტენზიული იყო, მაგრამ ფაქტობრივად, დიდი გავლენა მოახდინა კოგნიტური პროცესების შესწავლაზე და საზოგადოდ ფსიქოლოგიის განვითარებაზე. ებინგჰაუსი ვუნდტის თანამედროვე იყო, გერმანიაში ცხოვრობდა, თუმცა პირადად მასთან არ უმუშავია, მისი გამოკვლევები მიეხსიერება და დავიწყების საკითხებზე დიდი მნიშვნელობის აღმოჩნდა იმიტომაც, რომ იგი იმ დროს ფსიქოლოგიაში გაბატონებულ ვუნდტის და ტიტჩენერის პოზიციას არ იზიარებდა, მან გადაწყვიტა ცნობიერების პროცესების შესწავლა ობიექტური მეთოდებით. მისი მიზანი იყო შეესწავლა ასოციაციების ჩამოყალიბების პროცესი ობიექტური მეთოდების გზით.
ებინგჰაუსი და გერმანული ფსიქოლოგიური სკოლის სხვა წარმომადგენლები (მოიმანი, მიულერი და სხვები) ექსპერიმენტულად იკვლევდნენ მეხსიერების მხოლოდ ცნობიერ ფორმებს, ძირითადად ვერბალური მასალის დასწავლის კანონზომიერებებს, საინტერესოა, რომ პირველ ხანებში ებინგჰაუსი თავის ექსპერიმენტებში თვითონ იყო ცდის პირიც და ცდის ხელმძღვანელიც თავის თავზე ატარებდა მეხსიერების ცდებს, მეხსიერების შესასწავლად იგი იყენებდა უაზრო მარცვლებს, ცალკეულ სიტყვებს, ციფრებს, სტროფებს ლექსებიდან, თუმცა თვითონ თვლიდა, რომ ყველაზე უკეთ მეხსიერების უნდარი უაზრო მასალის დამახსომებაში გამოვლინდება. უაზრო მარცვლები ისე იყო შედგენილი რომ აზრიან სიტყვასთან ასოციაცია არ გამოეწვია, ეს ფსიქოლოგიური მიმართულება თვლიდა, რომ სიტყვების დახსომების პროცესში მეხსიერების გარდა სხვა პროცესებიც მაგ. აზროვნება, არის ჩართული, რაც სუფთა სახით მეხსიერების გამოვლენას ხელს შეუშლიდა.
უაზრო მარცვალთა შედგენის ხერხი მარტივია, ყოველი ასეთი მარცვალი შედგება სამი ასოსგან - ორი თანხმოვანს შორის ერთი ხმოვანია, მთავარია, რომ ამგვარად შედგენილი მარცვალი არც ერთ სიტყვას არ უნდა გვაგონებდეს. 8-12 ასეთი მარცვლისგან დგება დასახსომებელი მწკრივი. მწკრივების შედგენისას ყურადღება უნდა მიექცეს იმას რომ ერთმანეთს გვერდით მდებარე მარცვალში არ მეორდებოდეს ერთნაირი ასოები, არ გამოდიოდეს რაიმე აზრიანი სიტყვა, მარცვლები ერთმანეთს რითმულად არ ეწყობოდნენ და სხბ. ებინგჰაუსის ვარაუდით ასე შედგენილი მარცვლები ერთგვაროვანი სიდიდეებია და ამ ერთგვაროვნებით განსხვავდებიან ნამდვილი სიტყვებისგან, რომლებიც სხვადასხვა ცდის პირებისთვის შეიძლება გასხვავებული მნემური ღირებულების აღმოჩნდნენ სხვა შინაარსებთან ასოციაციის გამო.
მეხსიერება მრავალსაცავიანი სისტემის სახით 1968 წელს ამერიკელმა ფსიქსოლოგებმა შიფრინმა და ატკინსონმა (Atkinson, Shiffrin,1968) წარმოადგინეს, ეს სისტემა მეხსიერების სამი კომპონენტისგან შედგებოდა: სენსორული მეხსიერება, სანმოკლე მეხსიერება და ხანგრძლივი მეხსიერება. სანმოკლე და ხანგრძლივ მეხსიერებაზე და მათი მიმდინარეობის განსხვავებულ კანონზომიერებებზე ევროპაში ჯერ კდიევ მოიმანი, ხოლოდ ამერიკაში ჯეიმსი მიუთითებდნენ. მოიმანი. (1913, 1914) მეხსიერების იმ ფორმას, რომელსაც ამჟამად ხანმოკლე მეხსიერებას უწოდებენ, უშუალო მეხსიერებას (Unmittelbares Gedaechtnis) უწოდებს, ხოლო ჯეიმსი - პირველად მეხსიერებას, ეს არის ორი, მიმდინარეობის სტრუქტურა. განსხვავება მეხსიერების ამ ორ ფორმას შორის დროითი და სივრცითი მახასიათებლებით ხდება: ხანმოკლე და ხანგრძლივი მეხსიერება ერთმანეთისაგან აღქმასა და აღდგენას შორის დროითი ინტერვალის ხანგრძლივობით განსხვავდება.
ხანმოკლე მეხსიერების განხორციელების აუცილებელი პირობები:
ხანგრძლივი მეხსიერებისთვის კი არსებითია ფარული (ლატენტური) პერიოდის არსებობა. ამ პერიოდის განმავლობაში აღქმული შინაარსი ინახება მეხსიერებაში. ადამიანს იგი ცნობიერებაში არ აქვს, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში შეუძლია მისი გახსენება - რეპროდუქცია. თუ ადამიანმა ერთი კვირის წინ წაიკითხა და დღეს გაახსენდა, მისი მეხსიერების ფარული პერიოდი ერთი კვირა ყოფილა.
ბიბლიოგრაფია:
ტეგები:
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: მარტი 30, 2026.
საათი: 11:25am
0 კომენტარი
0 მოწონება
Step deeper into the secrets of the Horadrim and Diablo 4 gold face your first major test in the Sins of the Horadrim storyline.
Season 12 of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
© 2026 George.
•