მხარდამჭერი ფსიქოთერაპია

   მხარდამჭერი ფსიქოთერაპია გამოიყენება დისტრესის შესამცირებლად ან სირთულეების დაძლევაში დასახმარებლად (ეს იმ შემთხვევაში, როდესაც პრობლემის გადაჭრაზე მიმართული მიდგომა წარუმატებელია). მხარდამჭერი თერაპია გამოიყენება ქრონიკული ფსიქიკური ან სომატური დაავადების მქონე პაციენტებთან და მომაკვდავ პაციენტებთან . მხარდამჭერ თერაპიას მხოლოდ მაშინ მიმართავენ, როდესაც ჩარევის აქტიური ფორმების გამოყენება უშედეგოა ან როდესაც დაბალია მათი წარმატებული გამოყენების ალბათობა. მხარდამჭერი თერაპია ეფუძნება ფსიქოლოგიური მკურნალობისტვის საერთო ელემენტებს. მისი მთავარი ელემენტებია თერაპიული ურთიერთობა, მოსმენა, ემოციებისაგან განტვირთვისტვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, ახსნა-განმარტება, იმედის მიცემა და დარწმუნება. ეს კომპონენეტები ქვემოთ მოკლედ იქნება განხილული.

  • თერაპიული ურთიერთობა გამოიყენება პაციენტის მხარდაჭერის მიზნით. მნიშვნელოვანია, ავიცილოთ პაცენტის მიჯაჭვულობა თერაპევტზე, რადგან მკურნალობა, ხშირად, ხანგრძლივია. თუ პაციენტი ძალზე მოწყვლადია ან ნაკლებად დამოუკიდებელ პიროვნებას წარმოადგენს, ეს, შესაძლოა, ძნელი განსახორციელებელი იყოს. თუ თერაპევტზე პაციენტის მიჯაჭვულობას ვერ ავიცილებთ, უმჯობესია, თუ მას დამოკიდებულს გავხდით სპეციალისტთა ჯგუფზე, რომელსაც პაციენტზე მზრუნველობა დაეკისრება, და არა რომელიმე ერთ პიროვნებაზე. სხვაზე დამოკიდებულების რისკი მცირდება, როდესაც პაციენტთან თავიდანვე ვთანხმდებით, თუ რამდენ დროს დავუთმობთ მხარდამჭერ თერაპიას.
  • მოსმენა. ფსიქოლოგიური მკურნალობის ნებისმიერი ფორმის დროს, პაციენტი უნდა გრძნობდეს, რომ თერაპევტი მას მაქსიმალურად უთმობს ყურადღებას, რომ იგი თანაგრძნობას იჩენს მის მიმართ და სერიოზულად ეკიდება იმას, რაც პაციენტს აწუხებს.
  • რჩევა და ინფორმაციის მიწოდება ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ის, თუ რამდენი დრო უნდა დავუთმოთ ამ პროცედურებს, გულდასმით უნდა იყოს განსაზღვრული. პაციენტს ყოველთვის უნდა მივაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია, მაგრამ არ არის აუცილებელი, რომ მას ყველაფერი პირველივე სეანსზე განვუმარტოთ. პაციენტებთან, რომელთაც აქვთ სერიოზული და უკურნებელი დაავადება, შეიძლება უმჯობესი იყოს ინფორმაციის თანდათანობით მიწოდება. ასე ისინი შეძლებენ ინფორმაციასთან ნაწილ-ნაწილ გამკლავებას იქამდე, სანამ მთლიანობაში გაიაზრებენ თავიანთ პრობლემას. პაციენტების უმრავლესობა პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით მიგვანიშნებს იმაზე, თუ ინფორმაციის რა ოდენობა უნდა მივაწოდოთ მათ თითოეულ ჯერზე.
  • ემოციებისაგან განტვირთვა სასარგებლოა მხარდამჭერი მკურნალობის ადრეულ ეტაპზე. თუმცა, ემოციებისაგან ხშირი განტვირთვა, სავარაუდოდ, არ არის სასარგებლო, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც აღმოცენდება ახალი პრობლემა (მაგალითად, ფიზიკური დაავადება, რომელიც თანდათანობით პროგრესირებს).
  • იმედის მიცემა მნიშვნელოვანია, მაგრამ პაციენტის ნაადრევმა ან უსაფუძვლო დამშვიდებამ შეიძლება შეარყიოს მისი ნდობა სპეციალისტის მიმართ. პაციენტი მხოლოდ მაშინ უნდა დავამშვიდოთ, როდესაც მისი საწუხარი ბოლომდეა გაგებული. რა თქმა უნდა, პაციენტის დამშვიდება საფუძველს არ უნდა იყოს მოკლებული და ის პაციენტები, რომლებიც აღმოაჩენენ, რომ მათ ატყუებენ, კარგავენ ნდობას თერაპევტის მიმართ, ხოლო მხარდამჭერი თერაპია სწორედ ნდობაზეა დაფუძნებული. როდესაც პაციენტი სვამს კითხვებს პროგნოზის შესახებ, თერაპევტს შეუძლია მას ყველა შესაძლო შედეგი დაუსახელოს, ყველაზე ოპტიმისტური შედეგის ჩათვლით. ურთულესი პრობლემების დროსაც კი არის შესაძლებელი სიტუაციის პოზიტიური კუთხით განხილვა და პაციენტის წაქეზება, რათა მან გამოიყენოს რესურსები და შესაძლებლობები, რომლებიც ჯერ კიდევ აქვს დარჩენილი.
  • დარწმუნება. მხარდამჭერი მკურნალობისას თავად პაციენტმა უნდა გადაწყვიტოს, თუ რომელ ქმედებას განახორციელებს, სიტუაციის საკუთარი აღქმიდან გამომდინარე. მიუხედავად ამისა, ზოგჯერ მართებულია, რომ ექიმმა გამოიყენოს დარწმუნების ტექნიკა, რათა დაეხმაროს პაციენტს სწორი ნაბიჯის გადადგმაში (მაგალითად, გააგრძელოს სირთულეებთან გამკლავება ვითარების დროებითი გაუარესების მიუხედავად).

   არ არის აუცილებელი, რომ მხარდამჭერი თერაპია ყოველთვის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლის მიერ ტარდებოდეს. თვითდახმარების ჯგუფები მნიშვნელოვან დახმრებას უწევენ ზოგიერთ პაციენტს და მის ნათესავებს. ზოგჯერ ასეთი დახმარება უფრო ეფექტურია, ვიდრე ექიმის მიერ გაწეული დახმარება, რადგანაც ის ისეთი ადამიანებისაგან მომდინარეობს, რომლებიც, პაციენტის მსგავსად, ცდილობდნენ სირთულეებთან გამკლავებას.

ნახვა: 538

ბლოგ პოსტები

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

Qwelly World

free counters