ტერმინი პარანოიდული შეიძლება გამოვიყენოთ სიმპტომების, სინდრომებისა და პიროვნების ტიპების მიმართ. პარანოიდული სიმპტომები წარმოადგენს ზეღირებულოვან იდეებს ან ბოდვას, რომელსაც ჩვეულებრივ (მაგრამ არა ყოველთვის) დევნის შინაარსი აქვს. პარანოიდული სინდრომის მნიშვნელოვანი ნაწილი სპეციფიკური პარანოიდული ბოდვითაა წარმოდგენილი (მაგ., პათოლოგიური ეჭვიანობა ან ეროტომანია). პარანოიდული პიროვნული აშლილობის დროს, ადამიანი გადაჭარბებულად უკავშირებს საკუთარ თავს ნებისმიერ მოვლენასა თუ ფაქტს და რეალური ან წარმოსახვითი შეურაცხყოფის ან უკმეხი უარის მიღების მიმართ შეუსაბამო მგრძნობელობას იჩენს. ყოველივე ზემოთ თქმული ხშირად გვხვდება საკუთარი თავისთვის გადაჭარბებული მნიშვნელობის მინიჭებასთან და აგრესიულობასთან ერთად. ამგვარად, ტერმინი პარანოიდული აღწერითი ხასიათისაა. პარანოიდული სინდრომის ან სიმპტომის დადგენა არ ნიშნავს დიაგნოზის დასმას, არამედ მისი წინაპირობაა (როგორც ეს ხდება სტუპორის ან დეპერსონალიზაციის დადგენის შემთხვევაში). პარანოიდული სინდრომები მნიშვნელოვან პრობლემებს ქმნის კლასიფიკაციისა და დიაგნოსტიკის თვალსაზრისით, რომელთა ნაწილობრივი დაძლევა მათი ორ განსხვავებულ ჯგუფში განთავსებითაა შესაძლებელი: 1. პარანოიდული სიმპტომები, რომლებიც წარმოადგენენ სხვა ფსიქიკური აშლილობის შემადგენელ ნაწილს (მაგ., ისეთი დაავადებების, როგორებიცაა შიზოფრენია, გუნებ-განწყობის აშლილობა ან ორგანული ფსიქიკური აშლილობა). 2. პარანოიდული სიმპტომები, რომლებიც თავს იჩენენ მაშინ, როდესაც არ აღინიშნება საფუძვლად მდებარე დარღვევა. აშლილობათა ეს ჯგუფი სხვადასხვა სახელით არის ცნობილი. ჩვეულებრივ მას პარანოიდულ მდგომარეობას ან პარანოიდულ ფსიქოზს უწოდებენ. თუმცა, დიაგნოსტიკური და სტატისტიკური სახელმძღვანელოს IV გამოცემის (DSM-IV) და დაავადებების მეათე საერთაშორისო კლასიფიკაციის (ICD-10) მიხედვით, ისინი კლასიფიცირებულია, როგორც ბოდვითი აშლილობა. ეს მეორე ჯგუფი ტერმინოლოგიური თვალსაზრისით გამუდმებულ სიძნელეებს წარმოქმნის, შიზოფრენიასთან მიმართებაში და სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას. ეს თავი იწყება გავრცელებული პარანოიდული სიმპტომების განმარტებით, რის შემდეგაც მათი გამომწვევი მიზეზებია განხილული. შემდეგ მოდის პარანოიდული პიროვნების მოკლე აღწერა, რასაც თან ახლავს იმ ძირითადი ფსიქიკური აშლილობების განხილვა, რომლებთანაც ჩვეულებრივ ასოცირდება პარანოიდული სიმპტომები და ამგვარი აშლილობების გამიჯვნა ბოდვითი აშლილობებისგან. ასევე, განხილულია ბოდვითი აშლილობების ზოგადი მახასიათებლები და მათი ძირითადი ქვეტიპები. აქვე მოცემულია პარანოიასა და პარაფრენიის ისტორიული პერსპექტივა. მოცემული თავი მთავრდება პარანოიდული სიმპტომების მქონე პაციენტების გამოკვლევასა და მკურნალობასთან დაკავშირებული საკითხების შეჯამებით. პარანოიდული სიმპტომები როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, ყველაზე უფრო გავრცელებული პარანოიდული ბოდვა დევნითი შინაარსისაა. ტერმინი პარანოიდული ასევე იხმარება უფრო ნაკლებად გავრცელებული განდიდებისა და ეჭვიანობის ბოდვასთან დაკავშირებით. ხადახან ამ ტერმინს აგრეთვე სიყვარულთან, სასამართლო დავას ან რელიგიასთან დაკავშირებულ ბოდვასთან დაკავშირებითაც იყენებენ. თუმცა, ასეთი განსხვავებული სახის ბოდვების ერთ ჯგუფში გაერთიანება შეიძლება დამაბნევლად მოგვეჩვენოს, ამას თავისი მიზეზი აქვს. ანომალია, რომელსაც ძირითადად ტერმინი პარანოიდული გულისხმობს, წარმოადგენს იმ რწმენისა და დამოკიდებულების ავადმყოფურ დეფორმაციას, რომელიც პიროვნებასა და სხვა ადამიანებს შორის ურთიერთობებს ეხება. თუ ადამიანს შეცდომით ან უსაფუძვლოდ სჯერა, რომ ის მსხვერპლია, სხვაზე აღმატებულია, მოტყუებულია ან რომელიღაც გამოჩენილ ადამიანს უყვარს, თითოეულ ამ შემთხვევაში ის სხვა ადამიანებთან ურთიერთობებს ავადმყოფური დეფორმაციის გზით აგებს. პარანოიდული სიმპტომის სახეები პირველ თავში იყო განხილული.. განმარტებები "სტატუსის გამოკვლევის" (Present State Examination) ტერმინოლოგიური ლექსიკონიდანაა აღებული (Wing et al., 1974). 

პარანოიდული სიმპტომების გამომწვევი მიზეზები

   როდესაც პარანოიდული სიმპტომები თავს იჩენს, როგორც სხვა ფსიქიატრიული აშლილობის შემადგენელი ნაწილი, მთავარი ეტიოლოგიური ფაქტორები ის ფაქტორებია, რომლებიც პირველად დაავადებას განსაზღვრავენ. მიუხედავად ამისა, კვლავაც დგას საკითხი იმის შესახებ, თუ რატომ უყალიბდება ზოგ ადამიანს პარანოიდული სიმპტომები, ზოგს კი _ არა. ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, ჩვეულებრივ, პრემორბიდული პიროვნული თვისებებისა და სოციალური იზოლაციის ცნებებს იშველიებენ.

პრემორბიდული პიროვნული თვისებები

   მრავალი ავტორი, კრეპელინის ჩათვლით, მიიჩნევს, რომ პარანოიდული სიმპტომები უფრო მეტად თავს იჩენს ისეთ პაციენტებთან, რომელთაც პარანოიდული ტიპის პრემორბიდული პიროვნული თვისებები აქვთ. კრეჩმერიც თვლიდა (Kretschmer, 1927),
  რომ ასეთ ადამიანებს უვითარდებათ დამოკიდებულების სენსიტიური ბოდვა (sensitive Beziehungswahn), როგორც გასაგები ფსიქოლოგიური რეაქცია წინმსწრებ, ბიძგის მიმცემ მოვლენაზე. ე.წ გვიან აღმოცენებული პარაფრენიის თანამედროვე კვლევები ადასტურებს ასეთ შეხედულებას. ქეიმ და როთმა (Kay, Roth, 1961) აღმოაჩინეს, რომ 99 ცდის პირიდან, რომლებთანაც პარაფრენიამ ცხოვრების გვიანდელ პერიოდში იჩინა თავი, ნახევარზე მეტი პარანოიდული ან ჰიპერსენსიტიური პიროვნება იყო.    ფროიდი (Freud, 1911)  ვარაუდობდა, რომ შესაბამისი მიდრეკილების მქონე ადამიანებში პარანოიდული სიმპტომები შეიძლება აღმოცენდეს უარყოფისა და პროექციის დაცვითი მექანიზმების მეშვეობით. ის თვლიდა, რომ პიროვნება ცნობიერად არ აღიარებს საკუთარ არასრულყოფილებასა და უნდობლობას საკუთარი თავის მიმართ და ახდენს მათ პროექციას გარე სამყაროზე. ფროიდი, ასევე, მიიჩნევდა, რომ პარანოიდული სიმპტომები შეიძლება აღმოცენდეს მაშინ, როდესაც უარყოფა და პროექცია გამოიყენება, როგორც არაცნობიერი ჰომოსექსუალური ტენდენციებისგან დაცვის მექანიზმი. ეს დასკვნა მან გამოიტანა დანიელ შრებერის, დრეზდენის სააპელაციო სასამართლოს მთავარი მოსამართლის, შემთხვევის შესწავლის საფუძველზე (Freud, 1911). ფროიდი არასოდეს შეხვედრია შრებერს, მაგრამ მას წაკითხული ჰქონდა მისი ავტობიოგრაფიული მოგონებები, რომელშიც ის თავის პარანოიდულ დაავადებას აღწერს (ამჟამად მას პარანოიდულ შიზოფრენიას უწოდებენ). გარდა ამისა, ფროიდი გაეცნო მისი ექიმის, ვებერის, ჩანაწერებს. ფროიდი ფიქრობდა, რომ შრებერი ცნობიერად არ უშვებდა თავის ჰომოსექსუალობას და ამიტომ აზრი "მე ის მიყვარს" (მამაკაცს ეხება) უარყო და ჩაანაცვლა რეაქციის ფორმირებით, რომელიც ჩამოყალიბდა, როგორც "მე ის მძულს", რაც შემდგომში პროექციის მეშვეობით შეიცვალა აზრით "მე კი არ მძულს ის, არამედ მას ვძულვარ მე", ხოლო ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, გარდაიქმნა აზრად "მე ის მდევნის". ფროიდს სჯეროდა, რომ ნებისმიერი პარანოიდული ბოდვა შეიძლება რეპრეზენტირებული იყოს, როგორც წინააღმდეგობის შემცველი იდეა "მე (მამაკაცს) მიყვარს ის (მამაკაცი)". ის იმდენად შორს წავიდა, რომ ამტკიცებდა, რომ ეჭვიანობის ბოდვა შეიძლება არაცნობიერი ჰომოსექსუალიზმით აიხსნას. ეჭვიან ქმარს არაცნობიერად იზიდავს ის მამაკაცი, რომლის სიყვარულშიც ის თავის ცოლს ადანაშაულებს. ასეთ შემთხვევაში გვაქვს შემდეგი ფორმულირება: "მე კი არ მიყვარს ის (მამაკაცი), არამედ ჩემს ცოლს". ერთ დროს ფროიდის ეს იდეები ფართოდ იყო გავრცელებული, მაგრამ დღესდღეობით ნაკლებადაა მიღებული, რადგან არ დასტურდება კლინიკური მონაცემებით.

სოციალური იზოლაცია და სიყრუე

   სოციალური იზოლაცია ასევე ხელს უწყობს პარანოიდული სიმპტომების აღმოცენებას. პატიმრები (განსაკუთრებით ისინი, რომლებიც ცალკე საკანში იმყოფებიან), ლტოლვილები და მიგრანტები, პარანოიდული სიმპტომებისა და სინდრომებისაკენ მიდრეკილ პირებად განიხილებიან, რომლებთანაც მთავარ ფაქტორს სოციალური იზოლაცია წარმოადგენს.  ფაქტია, რომ სიყრუე ზრდის პარანოიდული სიმპტომების რისკს (როგორც ეს თავდაპირველად კრეპელინმა აღნიშნა) და, ჩვეულებრივ, მიეწერება სოციალურ იზოლაციას, რომელიც სიყრუით არის გამოწვეული. ჰოუსტონმა და როისმა (Houston and Royse 1954)  დაადგინეს კავშირი სიყრუესა და პარანოიდულ შიზოფრენიას შორის. ხოლო ქეიმ და როთმა (Kay and Roth, 1961)  დააფიქსირეს სმენის დაქვეითება იმ პაციენტების 40%-თან, რომლებიც დაავადდნენ პარაფრენიით ცხოვრების გვიანდელ პერიოდში. უფრო გვიანდელი გამოკვლევები ადასტურებს, რომ სმენის დაქვეითება წარმოადგენს რისკ-ფაქტორს ისეთი აშლილობებისთვის, რომელთა დროსაც პარანოიდული სიმპტომები აღინიშნება და ეს კავშირი ხანდაზმულ ადამიანებთან უფრო თვალსაჩინოა (David et al., 1995; Prager and Jeste, 1993). მიუხედავად ამისა, უნდა გვახსოვდეს, რომ სმენადაქვეითებული ადამიანების უდიდესი ნაწილი არ არის პარანოიით დაავადებული და ბევრი მათგანი შეიძლება სოციალურ იზოლაციაში არ იმყოფებოდეს.

ზოგიერთი პარანოიდული სინდრომი

   დამოკიდებულების იდეები აქვთ ადამიანებს, რომელთაც გაზვიადებული "მე"-ს ცნობიერება ახასიათებთ. სუბიექტი ვერ თავისუფლდება იმ შეგრძნებისგან, რომ ადამიანები მას ყურადღებას აქცევენ ავტობუსში, რესტორანში ან სხვა საზოგადოებრივ ადგილებში და აკვირდებიან იმას, რაც მას არ უნდა, რომ სხვამ დაინახოს. პიროვნება აცნობიერებს, რომ ეს განცდა მისგან მომდინარეობს და რომ ის სხვებზე უფრო მეტად არ იმყოფება ყურადღების ცენტრში. მიუხედავად ამისა, ის მაინც ვერ თავისუფლდება რეალობასთან შეუსაბამო ამგვარი განცდებისაგან.

   დამოკიდებულების ბოდვა დამოკიდებულების იდეების უფრო კარგად დამუშავებულ ვარიანტს წარმოადგენს, როდესაც ეს იდეები თავიანთი ინტენსივობით ისეთ ხარისხსა და მასშტაბს აღწევს, რომ ბოდვაში გადადის. სუბიექტს ჰგონია, რომ მთელი სამეზობლო მასზე ჭორაობს ან, რომ მედიაში გაკეთებული განცხადება მას ეხება. მან შეიძლება რადიოში გაიგონოს ისეთ თემაზე საუბარი, რომელზედაც სწორედ ახლახან ფიქრობდა. მას, ასევე, შეიძლება ეგონოს, რომ უთვალთვალებენ ან მის საუბარს იწერენ. დამოკიდებულების ბოდვისა და დამოკიდებულების იდეების განსხვავება მნიშვნელოვანია, რადგან პირველი ფსიქოზის სიმპტომს წარმოადგენს. დევნის ბოდვისარსებობისას პიროვნებას სჯერა, რომ ადამიანი, ორგანიზაცია ან რაიმე ძალა ცდილობს, მოკლას იგი, ან რაიმე სხვა სახით ავნოს მას, ან მის რეპუტაციას. სიმპტომმა შეიძლება მრავალგვარი ფორმა მიიღოს: დაწყებული რწმენით, რომ გარკვეულ ადამიანთა ჯგუფს მისი ხელში ჩაგდება სურს, დამთავრებული გაურკვეველი, უცნაური ან წარმოუდგენელი შეთქმულებით, რომელსაც მის წინააღმდეგ აწყობენ.

   განდიდების ბოდვა შეიძლება ორ ჯგუფად დაიყოს: უნარებთან დაკავშირებული განდიდების ბოდვა და იდენტურობასთან დაკავშირებული განდიდების ბოდვა. პირველ შემთხვევაში სუბიექტი ფიქრობს, რომ ის თავისი არაჩვეულებრივი ნიჭიერების გამო რაღაც ძალის ან ბედის მიერ განსაკუთრებული მიზნისთვის არის არჩეული. მან შეიძლება იფიქროს, რომ სხვა ადამიანების აზრების კითხვა შეუძლია, რომ სხვებზე უფრო ჭკვიანია ან, რომ მისი გამოგონება ან მათემატიკური პრობლემის მისეული გადაწყვეტა იმდენად გენიალურია, რომ ადამიანების უმეტესობას მისი გაგება არ შეუძლია. სუბიექტი, რომელსაც იდენტურობასთან დაკავშირებული ბოდვა ახასიათებს, დარწმუნებულია, რომ სახელგანთქმულ, მდიდარ ან გამოჩენილ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება. მას შეიძლება სჯეროდეს, რომ ის ბავშვობაში იპოვეს, ხოლო სინამდვილეში კი სამეფო ოჯახის წარმომადგენელია.

ნახვა: 4008

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Palestine In Concentration: Present-day Updates and Ongoing Struggles

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 6, 2025.
საათი: 3:17pm 0 კომენტარი







The Tale of Palestine carries on to evolve, marked by resilience, troubles, and an enduring demand justice. Recent developments during the area have brought new notice to the plight on the Palestinian folks, highlighting both the urgent want for motion plus the broader implications for world peace and steadiness.







Rising Tensions and…

გაგრძელება

How Pop Tracks Dominate Our Playlists

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 10:30pm 0 კომენტარი







From the at any time-transforming environment of tunes, pop tunes continue to be a cornerstone of mainstream culture. Spotify, the world’s major tunes streaming System, has revolutionized how we take in pop tunes, bringing the genre to billions of ears across the globe. But How can Spotify shape our adore for pop music, and what would make these tracks so irresistibly catchy?



The Anatomy of a Pop Hit



Pop tunes are built to be infectious. With their…

გაგრძელება

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

Qwelly World

free counters