არსებობს თეორიები, (ფროიდის, როჯერსის, ოლპორტის და სხვ.), რომელთა მიზანია პიროვნების ბუნებასა და პიროვნებაში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვება და ახსნა, რისთვისაც ისინი ინდივიდების დეტალურ ანალიზს მიმართავენ. ამ თეორიებში ძირითადი აქცენტი პიროვნების სტრუქტურაზეა გაკეთებული. გავიხსენოთ ფროიდის პიროვნების ტოპოლოგიური სტრუქტურა და მისი თეორიული ანალიზი; ან როჯერსი, რომელიც ადამიანს, როგორც ერთიანობას-მთლიან ინდივიდუმს განიხილავს, ინდივიდს, რომელიც იზრდება, ვითარდება და საბოლოოდ თავის თავს იღებს ისეთად, როგორიც არის. და ბოლოს, პიროვნების სტრუქტურის მეცნიერული აღწერისა და ახსნის კლასიკოსია გორდონ ოლპორტი, რომელიც დღემდე პიროვნების ფსიქოლოგიის უდიდეს თეორეტიკოსად და მკვლევარად რჩება.
მაგრამ ყველა ამ ტიპის (ამ ორიენტაციის მქონე) თეორიისთვის საერთოა პიროვნების გაზომვის პრობლემა. პიროვნების ფსიქოლოგიისთვის ხომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თეორიული მსჯელობები და ჰიპოთეზები (როგორი ლოგიკურიც, და ამავე დროს, აუცილებელიც არ უნდა იყიოს ისინი}, არამედ იმის შესწავლაც, თუ როგორ გაიზომოს პიროვნების ინდივიდუალობა, რით განსხვავდებიან ადამიანები ერთმანეთისგან. რატომ არიის ერთი ადამიანი წარმატებული, მეორე კი – არა; რატომ აღიქვამს ეს ადამიანი ამ მოვლენას ასე, ხოლო მეორე- განსხვავებულად; რატომ ექვემდებარება სტრესს ერთი ადამიანი უფრო ადვილად და ხშირად, ვიდრე მეორე? პიროვნების ფსიქოლოგიას უნდა გააჩნდეს ვალიდური, სანდო მეთოდები, რომლებიც ამ განხვავებათა გამოვლენის შესაძლებლობას მოგვცემდა.
ეს კი შესაძლებელია იმ შემთსვევაში, თუ დადგინდება ის ძირითადიპარამეტრები, რომლითაც ადამიანებინ განსხვავდებიან ერთმანეთისგან. სწორედ ამ განზომილებების დადგენის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი ისეთი ტესტების შექმნა, რომელიც თითოეულ პიროვნებას ამ პარამეტრების მიხედვით მიუჩენს ადგილს სისტემაში, რაც, თავის მხრივ, გააადვილებს ერთი პიროვნების მეორესთან შედარებას და მათ შორის განსხვავებისა თუ მსგავსების დადგენას. .
თეორიების ამ კატეგორიიას პიროვნული ნიშნის თეორიები წარმოადგენენ, პიროვნული ნიშნის ცნება მეცნიერულად პირველად დიდმა გერმანელმა ფსიქოლოგმა შტერნმა განსაზღვრა. ოლპორტმა შტერნის იდეა შემდგომ განავითარა და “პიროვნების ფსიქოლოგია ლეგიტიმურ ინტელექტუალურ დისციპლინად ჩამოაყალიბა”. სწორედ ოლპორტმა გამოკვეთა პიროვნული ნიშნის სახეები და მისი მახასიათებლები. მიუთითა, რომ პიროვნული ნიშანი არის დისპოზიცია, მზაობა და ადამიანის ქცევის ერთ-ერთი უმიშვნელოვანესი მიზეზი; რომ იგი თავისი სიმყარის და სტაბილობის გამო ქცევის მეტ-ნაკლები წინასწარმეტყველების შესაძლებლობას იძლევა. პიროვნული ნიშანი ქცევის სამ მახასიათებელში ვლინდება: ეს არის ქცევის სიხშირე, სიტუაციის ხასიათი და ინტენსიობა. მაგალითად,პიროვნული ნიშანი “სიჯიუტე” შეიძლება მივაწეროთ ადამიანს, თუ ამ სიჯიუტეს იგი ხშირად ავლენს, ავლენს სხვადასხვა სიტუაციაში და ავლენს მაღალი ინტენსიობით. ოლპორტს პიროვნული ნიშნები, განსაკუთრებით, როგორც პიროვნების უნიკალობის, მისი ინდივიდუალობის განმსაზრვრელი რამ აინტერესებდა.. მართალია, მან გამოჰყო ზოგადი და ინდივიდუალური პიროვნული ნიშნები, მაგრამ პიროვნების კვლევისთვის უპირატესობას უნიკალურ პიროვნულ დისპოზიციებს ანიჭებდა. შემდგომი დროის პიროვნული ნიშნის თეორიებში კი უპირატესი ყურადრება ძირითად ნიშნებზეა ფოკუსირებული, ხდება დისპოზიციური პარამეტრების გამოვლენა და შესწავლა და მათ საფუძველზე ადამიანთა შორის ინდივიდუალური განსხვავებების დადგენა. ამ თეორიებიდან განსაკუთრებით გამოირჩევა კეტელის და აიზენკის თეორიები აგრეთვე ე.წ. პიროვნების ხუთფაქტორიანი თეორია (Big Five).
პიროვნული ნიშნის თეორიისთვის ამოსავალი არის ის, რომ ადამიანის ქცევის თავისებურებები გარკვეული სტაბილობით ხასიათდება. კერძოდ, რომ გარკვეულ საზღვრებში ქცევა თვით პიროვნული მახასიათებლებით არის გაპირობებული და რომ სიტუაცია არ არის ამ ქცევის ერთპიროვნული განმსაზღვრელი. ეს ჩვენი ყოველდღიური გამოცდილებითაც მტკიცდება: ხშირად ჩვენ ადამიანთა ქცევას ზედსართავების გამოყენებით ვახასიათებთ (მორცხვი, ამაყი, მშიშარა), რითაც ხაზს ვუსვამთ იმას, რომ ამ ადამიათა პირადი თვისებები უფრო მეტად არის პასუხისმგებელი ამ ქცევაზე, ვიდრე კონკრეტული სიტუაცია. (სიტუაციის როლსა და მნიშვნელობას ჩვენ შემდგომში განვიხილავთ).
პიროვნული ნიშნის თეორიების მიზანია:
ტეგები:
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Wilson_მ.
თარიღი: აპრილი 15, 2026.
საათი: 10:54am
0 კომენტარი
0 მოწონება
LOS ANGELES — Just last night on April 13, the Los Angeles Dodgers shut out the New York Mets 4-0 at Dodger Stadium, handing the Mets their sixth straight loss.
Rookie left-hander…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Wilson_მ.
თარიღი: აპრილი 15, 2026.
საათი: 10:50am
0 კომენტარი
0 მოწონება
NEW YORK — On April 13, 2026, the New York Yankees rallied from a late deficit to defeat the Los Angeles Angels 11-10 in thrilling fashion at Yankee Stadium, snapping a five-game losing streak.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
© 2026 George.
•