ფოტოთერაპია ანუ ხელოვნური, კაშკაშა სინათლის გამოყენება, როგორც ფსიქიატრიული მკურნალობის მეთოდი, პირველად როზენთალმა და მისმა კოლეგებმა შეისწავლეს ამ მკვლევარებმა კაშკაშა სინათლე ახლად იდენტიფიცირებული სინდრომის სეზონური აფექტური აშლილობის, მქონე პაციენტების სამკურნალოდ გამოიყენეს. მას შემდეგ, ფოტოთერაპია ზამთრის დეპრესიის, განსაკუთრებით, ატიპიური დეპრესიული ნიშნების ჰიპერფაგიისა და ჰიპერსომნიის, მქონე პაციენტებისთვის მკურნალობის ძირითად მეთოდად იქცა . მოქმედების მექანიზმი სინათლე-სიბნელის ციკლი მიიჩნევა ცირკადული და სეზონური რიტმულობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რეგულაციურ ფაქტორად ძუძუმწოვრებში. თავიდან ითვლებოდა, რომ ფოტოთერაპია ამცირებდა ზამთრის დეპრესიის სიმპტომებს ფოტოპერიოდის გახანგრძლივებით, რაც ეფუძნებოდა შეხედულებას, რომ ზამთრის დეპრესიის მქონე პაციენტები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ზამთრის მოკლე დღის მიმართ, ხოლო კაშკაშა სინათლით მკურნალობა იძლევა ზაფხულის დღის ეკვივალენტურ ხანგრძლივობას. შედარებით ბოლო მონაცემების თანახმად, კაშკაშა სინათლის ანტიდეპრესიული ეფექტი ცირკადულ რიტმში ფაზის გადაწევა უნდა იყოს. ამას ადასტურებს კონტროლირებადი კვლევა, რომლის მონაცემების მიხედვით, დღის ფოტოთერაპია საღამოს ფოტოთერაპიაზე უფრო ეფექტური აღმოჩნდა. ამასთან, სხვა კვლევები ადასტურებს, რომ შუადღის კაშკაშა სინათლეც ეფექტურია. რთულია ნამდვილად სარწმუნო პლაცებო მდგომარეობის მიღწევა კაშკაშა სინათლით მკურნალობისთვის. ზოგი მკვლევარის აზრით, კაშკაშა სინათლის ანტიდეპრესიული მოქმედება მნიშვნელოვანწილად განპირობებულია პლაცებო-ეფექტით, განსაკუთრებით, პაციენტის მოლოდინით აპარატურა განათების მოწყობილობა შეიცავს ფლუორესცენციულ მილებს, რომლებიც ჩამონტაჟებულია გამჭვირვალე პლასტიკური ეკრანის უკან. მილები იძლევა 2500-10000 ლუქს სინათლეს. 10000 ლუქსის გამომცემი ნათურები უფრო ძვირია, მაგრამ თერაპიული ეფექტის მისაღწევად უფრო ხანმოკლე გამოყენების საშუალებას იძლევა (30 წუთი შედარებით 120 წუთთან). ფოტოთერაპიისთვის იხმარება თავზე დასამაგრებელი კომპლექტიც, რომელიც სინათლეს თვალებში ასხივებს, რითაც ადამიანს მკურნალობის პროცესში გადაადგილების შესაძლებლობა ეძლევა. მიუხედავად იმისა, რომ სინათლის `ჩაფხუტი~ უფრო მოსახერხებელია, ვიდრე განათების მოწყობილობა, პლაცებო-კონტროლირებადი კვლევების თანახმად, `ჩაფხუტი~ არ აღმოჩნდა ეფექტური და ის რეკომენდებული არაა. თერაპიული ეფექტი და ჩვენებები სინათლით მკურნალობის ძირითადი ჩვენებაა სეზონური აფექტური აშლილობა, რომლის დროსაც პაციენტს ზამთრის დეპრესია აქვს. კონტროლირებადი კვლევების თანახმად, აღმოჩნდა, რომ ზამთრის დეპრესიის მქონე პაციენტებში კაშკაშა სინათლე პლაცებოზე მეტად ეფექტურია, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როდესაც
სეზონური დეპრესიის მქონე პაციენტებისთვის, რომლებსაც, უფრო მეტად, მელანქოლიური სიმპტომები, მაგ., წონის კლება და ინსომნია აღენიშნებათ, ფოტოთერაპია ნაკლებად ეფექტურია. ფოტოთერაპიას შეიძლება კარგი შედეგი ჰქონდეს სხვა აშლილობების დროსაც, რომლებსაც დეპრესია, მადის ცვლილებები, პრემენსტრუალური სინდრომი და ნევროზული ბულიმია ახასიათებთ. მრავალი კონტროლირებადი კვლევაა ჩატარებული, რომლებიც ფოტოთერაპიით დეპრესიული მდგომარეობის გაუმჯობესებას ადასტურებენ. თუმცა, კაშკაშა სინათლის ეფექტის პლაცებოსგან გამიჯვნის სირთულის გამო, არსებული მონაცემების ინტერპრეტირება ძნელია. არასასურველი მოქმედება საერთოდ, ფოტოთერაპია კარგი ტოლერანტობით გამოირჩევა, მაგრამ მკურნალობის დასაწყისში პაციენტთა 45%-ს შეიძლება მსუბუქი გვერდითი მოქმედება ჰქონდეს. ასეთი მოქმედებებია: თავის ტკივილი, თვალების დაძაბვა, მხედველობის გაბუნდოვნება, თვალების გაღიზიანება და დაძაბულობის მომატება. შეიძლება იყოს ინსომნია, განსაკუთრებით მაშინ, როცა მკურნალობა გვიან საღამოს ტარდება. იშვიათ არასასურველ მოქმედებას მიეკუთვნება მანიაკალური ეპიზოდის განვითარება და სუიციდური მცდელობის ფაქტები.
ეს უკანასკნელი, სავარაუდოდ, უკავშირდება სინათლით გამოწვეულ გამოფხიზლებისა და ამგზნებ ეფექტს, რომელიც წინ უსწრებს გუნებ-განწყობის გაუმჯობესებას. არის თუ არა, ეს იშვიათი მოვლენა, სინათლეზე არასასურველი რეაქცია, საეჭვოა. არ არსებობს მონაცემები იმის თაობაზე, რომ რეკომენდებული სქემით ჩატარებული ფოტოთერაპია თვალის ან ბადურის დაზიანებას იწვევს. ფოტოთერაპიის კლინიკური გამოყენება ფოტოთერაპიის ყველაზე კარგად დადგენილი ჩვენებაა სეზონური აფექტური აშლილობა. ქვემოთ მოცემულია მისი გამოყენება ზამთრის დეპრესიის დროს. ფოტოთერაპიის პრაქტიკული სირთულე მისი ჩატარების ხანგრძლივობაა. ამ თვალსაზრისით საუკეთესო უნდა იყოს 10000 ლუქსიანი ნათურა, რადგან თერაპიის დღიური ხანგრძლივობა შეიძლება 30-45 წუთამდე შემცირდეს. ცივ, თეთრ ნათებას და სრული სპექტრის სინათლეს ერთნაირი ეფექტი აქვს, მაგრამ ცივი, თეთრი ნათება არ შეიცავს ულტრაიისფერ სინათლეს და თეორიულად უფრო უსაფრთხოა. არსებობს მტკიცებულებები, რომ ზამთრის დეპრესიის მკურნალობისას უფრო ეფექტურია ადრე დილით ჩატარებული სეანსები. მიუხედავად ამისა, დღის სხვა დროს, თუნდაც საღამოს, ჩატარებული მკურნალობა შეიძლება ეფექტური და პაციენტისთვის მოსახერხებელი იყოს. საწყის ეტაპზე რეკომენდებულია დილით მკურნალობა.
ამასთან, პაციენტს უნდა განემარტოს, რომ თერაპიული ეფექტის შენარჩუნებისთვის, შესაძლებელია, ფოტოთერაპიისთვის პრაქტიკულად მოსახერხებელი დროის შერჩევა, თუმცა მკურნალობა გვიან საღამოს არ უნდა ჩატარდეს, რადგან შეიძლება ძილის დარღვევა გამოიწვიოს. დილის ფოტოთერაპია უნდა დაიწყოს გაღვიძებიდან რამდენიმე წუთში. საწყის ეტაპზე მკურნალობის ხანგრძლივობად უნდა განისაზღვროს 30 წუთი, 10000 ლუქსი ნათურით ან 2 საათი, 2500 ლუქსით. პაციენტი უნდა იჯდეს სანათი მოწყობილობიდან 30-40 სმ-ის მოშორებით. პირდაპირ არ უნდა უყურებდეს, არამედ სახე 45-გრადუსიანი კუთხით უნდა იმყოფებოდეს მოწყობილობის მიმართ და პაციენტმა ყოველ წუთში 1-2-ჯერ უნდა გაიხედოს მისკენ. ფოტოთერაპიის ანტიდეპრესიული ეფექტი ვლინდება რამდენიმე დღეში, მაგრამ კონტროლირებადი კვლევებით დადგინდა უფრო ხანგრძლივი პერიოდი: დაახლოებით სამი კვირა, რათა თერაპიულ ეფექტს პლაცებოზე მეტად ემოქმედა. როგორც ზემოთ იყო მითითებული, ადრეულ ეტაპზე ხშირია არასასიამოვნო მსუბუქი მოქმედება, რომელიც სპეციფიკური ჩარევის გარეშე რეგულირდება.
თუ ასეთი მოვლენები მყარია და შემაწუხებელი, შეიძლება პაციენტი დაჯდეს სინათლის წყაროსგან ცოტა უფრო მოშორებით ან შემცირდეს სეანსის ხანგრძლივობა. ხანგრძლივობა უნდა შემცირდეს მაშინაც, როცა გამოვლინდება გუნებ-განწყობის აწევა. თერაპიული ეფექტის მიღების შემდეგ, აუცილებელია ფოტოთერაპიის გაგრძელება ბუნებრივ რემისიამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა განვითარდეს რეციდივი. შეიძლება მოხერხდეს მკურნალობის ყოველდღიური ხანგრძლივობის შემცირება. შესაძლებელია, რომ ფოტოთერაპია დაიწყოს დეპრესიის სავარაუდო ეპიზოდის წინ, რათა მას პროფილაქტიკური ეფექტიც ჰქონდეს.
ტეგები:
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
1 Like
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…
გაგრძელება
© 2026 George.
•