იმისათვის, რომ სწორად შევარჩიოთ სასწავლო მასალა და სწავლების სტრატეგიები, აუცილებელია კარგად ვიცნობდეთ ჩვენი მოსწავლეების ფსიქოლოგიას. ბავშვის შინაგანი სამყაროს, მისი განვითარების ეტაპებისა თუ წარმოდგენების შესახებ ბევრი რამ თქმულა, თუმცა ჩვენ ვეცდებით მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო მოსაზრებები წარმოგიდგინოთ. განვიხილავთ 9-12 წლამდე ასაკის ბავშვების ფსიქოლოგიურ თავისებურებებს დიმიტრი უზნაძის, ერიკ ერიქსონის და ჟან პიაჟეს ნაშრომების მიხედვით.
პირველ რიგში, ვგონებ, უპრიანი იქნება თუ ჩვენივე თანამემამულის, მსოფლიო მნიშვნელობის ფსიქოლოგის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, დიმიტრი უზნაძის თეორიებს განვიხილავთ. მათი მიხედვით, სასკოლო ასაკი სწორედ ის ასაკია, როდესაც ორგანიზმში ძალ-ღონის აქამდე არყოფილი ტემპით მოზღვავების პროცესი იჩენს თავს. თუკი სკოლამდელ ასაკში ამ ენერგიას ბავშვი თამაშში გამოიყენებდა, სასკოლო ასაკში მისი ქცევის წამყვანი ფორმა სწავლა ხდება.
სკოლის წინარე ასაკის ბავშვისაგან განსხვავებით 8-12 წლის მოზარდი გამოირჩევა მეტი გაბედულებითა და დამოუკიდებლობით.ამ ასაკის მოზარდისთვის ირგვლივ ჭარბობს ნათელი ფერები, ის საკუთარი თავისა და გარემოს მიმართ მეტად ოპტიმისტურად არის განწყობილი.ამ ასაკში უყალიბდება პრაქტიკული აზროვნების უნარი და საფუძველი ეყრება ცნებით აზროვნებასაც.
სწავლის მოთხოვნილებას ცოდნის წყურვილი უდევს საფუძვლად, რომელიც ცნობისმოყვარეობისა და ცოდნისმოყვარეობის სახით იჩენს თავს.ეს მოთხოვნილება ბავშვობის ადრეულ საფეხურზევე გვხვდება და დროსთან ერთად მკვეთრი გამოვლენისკენ ისწრაფვის.ცნობისმოყვარეობა თავისი არსებობით ახალს, უცნობს უკავშირდება. ”უცნობი, ახალი, როგორც ცნობილია, შიშს იწვევს. ერთი მხრივ, მაშასადამე, იგი გაურბის მას, მაგრამ მეორე მხრივ მისდამი მიზიდულებას გრძნობს:თითქოს ორი საწინააღმდეგო ძალა მოქმედებს ყველაფერს ახალსა და უცნობში, რომელთაგანაც ერთი მისკენ იზიდავს, მეორე ერეკება მას მისგან. იმისათვის, რომ პირველმა ძალამ გაიმარჯვოს საჭიროა ახალი შთაბეჭდილება აბსოლუტურად უცნობი არ იყოს: საჭიროა რომ მასში უცნობის გვერდით ნაცნობი ელემენტებიც შედიოდეს.საჭიროა, რომ ორგანიზმს მისი წვდომის, გაგების უნარი ჰქონდეს."
დიმიტრი უზნაძე ყველაზე დიდ პრობლემად ე.წ. "აღზრდის ტრაგედიას" მიიჩნევს.აღმზრდელი, როგორც სოციალური მიზნების მატარებელი ორიენტირებულია მომავალზე და აღსაზრდელი კი აწმყოს სუბიექტია, რომელსაც ახლა სურს რაღაც და მასზე უარის თქმა უჭირს.ამიტომაც ჩვენი თანამემამულე გვირჩევს რომ ბავშვის სწავლა უშუალოდ მის ინტერესებს, მისწრაფებებს დავუქვემდებაროთ - გავითვალისწინოთ ცნობისმოყვარეობის, ფუნქციობის, წარმატების მიღწევის მოთხოვნილებები.
მიწოდებული მასალა, ერთი მხრივ, უნდა შეესაბამებოდეს მოსწავლის ძალების აქტუალურ დონეს, მეორე მხრივ კი მისგან გარკვეულწილად დაშორებული იყოს, რათა ხელი შეუწყოს ბავშვის განვითარებას. ბავშვის განვითარებაში უზნაძე ორ დიდ პერიოდს გამოყოფს.: 1.კონკრეტული წარმოდგენები და თვალსაჩინო მასალით აზროვნება.2. აბსტრაქტული ცნებითი აზროვნება. ვფიქრობთ, ჩვენ მიერ ამჟამად განხილული ასაკი პირველ პერიოდს მეტად ეხება, თუმცა გარკვეულწილად გარდამავალიცაა მასსა და მეორე პერიოდს შორის.
ფსიქოლოგი ერიკ ერიქსონი გვთავაზობს ერთობ საინტერესოსა და ორიგინალურ იდეას ადამიანის განვითარების შესახებ. ის ადამიანის ცხოვრებაში გამოყოფს განვითარების 8 ფსიქო-სოციალურ სტადიას, რომელსაც ადამიანები გაივლიან ცხოვრების განმავლობაში.თითოეული სტადია მოიცავს განვითარების ამოცანას ანუ კრიზისს, რომელიც ადამიანმა უნდა გადაჭრას.რაც უფრო წარმატებით გაუმკლავდება ადამიანი თითოეულ ამოცანას, მით უფრო ფსიქოლოგიურად ჯანსაღი იქნება.
6-12 წლამდე სტადიას "ბეჯითობა არასრულფასოვნების გრძნობის წინააღმდეგ" -ს უწოდებენ.მთავარი კონფლიქტი ხდება შრომისმოყვარეობასა და არასრულფასოვნების განცდას შორის.
ეს სტადია ემთხვევა სკოლაში სწავლების პირველ წლებს.ამ ასაკში სახლში და სკოლაში ეუფლებიან მრავალ ჩვევას და თანდათანობით იზრდება მათი კომპეტენცია სხვადასხვა სფეროში. ამ პერიოდის მთავარი მახასიათებელია თანატოლებთან ურთიერთობის მოთხოვნილება, თვითიდენტიფიკაცია. ისინი ცდილობენ სრულფასოვან, მნიშვნელოვან პიროვნებებად იქცნენ. მათი ქცევის მიღება და დადებითი შეფასება გარემოცვის მხრიდან განმსაზღვრელი ფაქტორია დადებითი “მე”-ს კონცეფციის ჩამოყალიბებისა. თანატოლებთან შედარებით საკუთარი თავის უარყოფითად შეფასებას ასეთ დროს დიდი ზიანის მოტანა შეუძლია, ბავშვს შეიძლება განუვითარდეს არასრულფასოვნების კომპლექსი.ამიტომაც დიდი ყურადღება მართებს მასწავლებელს ამ ასაკის მოწავლესთან ურთიერთობისას, მისმა ერთმა არასწორად ნათქვამმა სიტყვამ თუ ფრაზამ შეიძლება სამუდამო დაღი დააჩნიოს ბავშვის ფსიქიკას.
სწავლების უმნიშვნელოვანესი მიზანი მოსწავლეთა კოგნიტური განვითარების ხელშეწყობაა. კოგნიტური განვითარება გულისხმობს მოსწავლეთა აზროვნების, შემეცნებითი თუ განსჯის უნარებისა და ინტელექტუალური შესაძლებლობების განვითარებას.
ბავშვის კოგნიტური განვითარების შესასწავლად შვეიცარიელმა ფსიქოლოგმა - ჟან პიაჟემ ფრიად ნაყოფიერი ექსპერიმენტები, არაერთი კვლევა-ძიება ჩაატარა.პიაჟეს შემეცნებითი თეორიისათვის ამოსავალია მოსაზრება იმის თაობაზე, რომ განვითარების პროცესში ბავშვი უბრალოდ კი არ რეაგირებს გარემოს ზეგავლენაზე, არამედ აქტიურად მოქმედებს და იძენს ცოდნასა და უნარ-ჩვევებს გარემოსთან შეგუების პროცესში. ბავშვის მიერ სამყაროს შემეცნება ვითარდება არა მხოლოდ ცოდნის დაგროვების თვალსაზრისით, არამედ თვისებრივად იცვლება თვით შემეცნების პროცესიც..
პიაჟე ბავშვთა კოგნიტურ განვითარებას ოთხ სტადიად ყოფს:
სენსომოტორული, პრეოპერაციული, კონკრეტულოპერაციული და ფორმალუროპერაციული. თითოეული სტადია ხასიათდება აზროვნების განსხვავებული მოდელით. რადგან ყოველი სტადია ემყარება წინა სტადიების მიღწევებს, ყველა ბავშვი ერთი და იმავე თანმიმდევრობით გაივლის განვითარების სტადიებს. ასაკობრივი ზღვრები საშუალო რიცხვებს წარმოადგენს; ზოგიერთი ბავშვი შედარებით ადრე მიაღწევს შემდეგ სტადიას, ზოგიც კი შედარებით გვიან. ხანდახან ბავშვები გარდამავალ სტადიაში იმყოფებიან და, შესაბამისად, ორი მომიჯნავე სტადიის თავისებურებებს ავლენენ.
ამ კონკრეტულ სიტუაციაში ჩვენ დაინტერესებული ვართ IV-VI კლასის ბავშვის ფსიქოლოგიით, რომელსაც ყველაზე მეტად შეესაბამება პიაჟესეული კონკრეტულოპერაციული სტადია (7–დან 11–12 წლამდე).
პიაჟე ვარაუდობდა, რომ როცა ბავშვები კონკრეტულოპერაციულ სტადიაზე გადადიან, მათი აზროვნების პროცესები გონებრივი პროცესების უფრო ფართო სისტემებად ანუ ოპერაციებად ყალიბდებიან.ინტუიციას ლოგიკური აზროვნება ცვლის, მაგრამ მხოლოდ კონკრეტულ სიტუაციებში.ამ სტადიაზე მყოფ ბავშვებს ჯერ კიდევ არ გააჩნიათ აბსტრაქტულად აზროვნების უნარი.
კონკრეტულ ოპერაციაში მოისაზრება კონკრეტულ, რეალურ საგნებთან დაკავშირებული პროცესი, რომლის მართვა შესაძლებელია საწინააღმდეგო მიმართულებითაც.კონკრეტული ოპერაციების საშუალებით, ბავშვებს შეუძლიათ, ერთდროულად საგნის რამდენიმე თავისებურებაზე გაამახვილონ ყურადღება.კონკრეტულოპერაციულ ბავშვებს შეუძლიათ გონებაში წარმოსახონ ის მოქმედებები, რისი გაკეთება ადრე მხოლოდ ფიზიკური მოქმედებით შეეძლოთ.აგრეთვე, მათ შეუძლიათ ეს მოქმედებები საწინააღმდეგო მიმართულებითაც წარმოიდგინონ.შესაბამისად, ამ სტადიაზე მყოფი ბავშვები უკვე ამჟღავნებენ, რომ ესმით კონსერვაცია.
კონკრეტულოპერაციულ სტადიაზე მყოფ ბავშვებს შეუძლიათ საგნების კლასიფიკაცია, ანუ მათი კატეგორიებად და ქვეკატეგორიებად დაყოფა მათი ძირითადი თავისებურებების მიხედვით.აქვთ ამ კატეგორიებსა და ქვეკატეგორიებს შორის ურთიერთობების განხილვის უნარი.მათ გააჩნიათ კატეგორიათა ჩართვის (ინკლუზიის) უნარი, მათ უკვე შეუძლიათ საგნების ერთდროულად რამდენიმე კატეგორიაში კლასიფიკაცია.ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რასაც, ბავშვები ამ სტადიაზე სწავლობენ არის სერიაცია/დახარისხება გარკვეული ნიშნების მიხედვით.
ამ ასაკში იწყება ეგოცენტრული აზროვნებიდან უფრო ობიექტური აზროვნებისკენ გადასვლა.ბავშვები უკვე ხვდებიან, რომ სხვა ადამიანები შეიძლება არ იზიარებდნენ მათ შეხედულებებს და გრძნობებს.
მხოლოდ ამ და სხვა ფსიქოლოგიური თუ კოგნიტური თავისებურების სწორად გათვალისწინებით შევძლებთ მოაზროვნე, დამოუკიდებელი პიროვნების აღზრდას.
თუ შევაჯამებთ ზემოთხსენებულ თეორიებს, შეგვიძლია დავასკნათ, რომ 9-12 წლამდე ასაკის მოზარდი არის ოპტიმისტი, მეტად დამოუკიდებელი ადამიანი, რომელსაც სწავლის პროცესში აამოძრავებს ცნობისმოყვარეობა.სწორედ ამ გრძნობას უნდა ჩავეჭიდოთ და უცნობის ნაცნობამდე დაყვანის გზით უნდა შევასწავლოთ და შევაყვაროთ ბავშვს მათემატიკა.სწავლის პროცესში ჩვენს სასარგებლოდ უნდა გამოვიყენოთ ისეთი მოთხოვნილებები, როგორიცაა ცნობისმოყვარეობის, ფუნქციობის, წარმატების მიღწევის .სასწავლო მასალა უნდა შევუსაბამოთ მოსწავლის ინტერესებსა და მის განვითარების დონეს.უნდა დავეხმაროთ მოსწავლეს ასაკობრივი კრიზისის დაძლევაში და დიდი ყურადღება მივაქციოთ დადებითი მე-კონცეფციის ჩამოყალიბებას.
ტეგები:
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…
გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm
2 კომენტარი
2 მოწონება
გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…
გაგრძელება
© 2025 George.
•