ფსიქოლოგიური მკურნალობის კვლევამ აჩვენა, რომ მრავალი აშლილობის დროს სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით მიღებული შედეგები მკურნალობის გარეშე მიღებული შედეგების მსგავსია ან მათზე უკეთესი. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ფსიქოთერაპიული მეთოდების საერთო თვისებები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მათ შორის არსებული განსხვავება. ამ დასკვნამდე დიდი ხნის წინ მივიდა ჯერომ ფრენკი (Jerome Frank, 1967) , რომელიც თვლიდა, რომ მნიშვნელოვანი საერთო ნიშნებია თერაპიული ურთიერთობა; პაციენტის თანაგრძნობით მოსმენა; პაციენტისტვის ისეთი პირობების შექმნა, რომ მან საკუთარი გრძნობებისაგან განტვირთვა მოახერხოს; პაციენტისტვის ინფორმაციის მიწოდება და საკუთარი მდგომარეობის ახსნა-განმარტება; ოპტიმისტური სულისკვეთების ჩანერგვა; სუგესტიურობა, რომლის მიზეზი თერაპევტის პრესტიჟულობაა; ურთიერთობის დამყარება.

გადატანა და უკუგადატანა (ტრანსფერი და კონტრტრანსფერი)

   როდესაც თერაპიული ურთიერთობა ინტენსიური ხდება, ის გარკვეული სახით ვითარდება, რასაც გადატანას და უკუგადატანას უწოდებენ. მიუხედავად იმისა, რომ გადატანა და უკუგადატანა ყველაზე მკაფიო სახით დინამიურ მიდგომაში იჩენს თავს, ისინი, გარკვეული ხარისხით, ნებისმიერი ფსიქოლოგიური მკურნალობის დროს ყალიბდება. თერაპევტის მიერ ამ ფენომენის გაუთვალისწინებლობა ხიფათის შემცველია.

   გადატანა თერაპიული ურთიერთობის ელემენტია. ის სულ უფრო ინტენსიური ხდება მკურნალობის მიმდინარეობასთან ერთად. გადატანა განსაკუთრებით ძლიერია, როდესაც პაციენტი თერაპევტს გაანდობს პირად პრობლემებს, რომლებსაც, ჩვეულებრივ, მხოლოდ ინტიმურ ურთიერთობაში მყოფ ადამიანებს გაუმხელდა. პირადი პრობლემების განდობა თერაპევტთან ურთიერთობას კიდევ უფრო ინტიმურს ხდის. რადგან თერაპევტი პაციენტს იგივეთი არ პასუხობს და არ ანდობს მას პირადი ცხოვრების დეტალებს, პაციენტი ინტიმურობის განცდაზე გარკვეული სახით რეაგირებს: ის არაცნობიერად ქმნის თერაპევტის პორტრეტს მეხსიერების იმ შინაარსებზე დაყრდნობით, რომლებიც კონკრეტულ ადამიანს (ჩვეულებრივ, მშობელს) უკავშირდებოდა, რადგან, მის მიმართ, ინტიმურ გრძნობებს განიცდიდა. როდესაც ასეთი რამ ხდება, ამბობენ, რომ პაციენტმა თერაპევტზე ის გრძნობები და დამოკიდებულებები გადაიტანა, რომლებსაც მშობელთან აკავშირებდა. ამ პროცესს გადატანა ეწოდება. როდესაც გადატანილი გრძნობები დადებითია, ამბობენ, რომ გადატანა პოზიტიურია, ხოლო როდესაც ისინი უარყოფითია, ითვლება რომ გადატანა უარყოფითია. როდესაც მშობელთან დაკავშირებული გრძნობები ამბივალენტურია, გადატანაც, ერთდროულად, დადებითი და უარყოფითი კომპონენტების შემცველი იქნება. ის შეიძლება წარმოადგენდეს სიყვარულის, სიძულვილის, ეჭვისა და შურის ნაზავს.

   უკუგადატანა. ფსიქოთერაპევტის მიერ ინტერესის გამოხატვა თავისი პაციენტის ყველაზე ინტიმური პრობლემების მიმართ სავსებით ბუნებრივი მოვლენაა, მაგრამ, ფსიქოთერაპევტი, ამ დროს, მიუკერძოებელი უნდა იყოს და პროფესიული ურთიერთობის ფარგლებს არ უნდა სცილდებოდეს. თუმცა, მაშინაც კი, როდესაც თერაპევტებს სპეციალური ტრენინგი აქვთ გავლილი, ისინი ყოველთვის ვერ ახერხებენ ინტერესისა და მიუკერძოებლობის ასეთი იდეალური ბალანსის მიღწევას. თუ ეს ვერ მოხერხდა, თერაპევტის რეაქცია პაციენტის პიროვნულ თვისებებს კი არ ასახავს, არამედ გულისხმობს პაციენტზე იმ გრძნობებისა და წარმოდგენების გადატანას, რომლებიც ფსიქოთერაპევტს პირად ცხოვრებაში მონაწილე ადამიანებთან აკავშირებდა. ამ პროცესს უკუგადატანა ეწოდება. (ზოგი ავტორი უკუგადატანაში პაციენტთან დაკავშირებულ რეალისტურ და არარეალისტურ გრძნობებსა და დამოკიდებულებებს გულისხმობს).

   გადატანის პრობლემები. გადატანის გამო, პაციენტი შეიძლება თერაპევტზე უკიდურესად დამოკიდებული გახდეს. ეს შეიძლება გამოიხატებოდეს ინტრევიუს გახანგრძლივების მცდელობაში, დამატებითი შეხვედრების დანიშნვნის მოთხოვნაში, და ისეთი ქცევების განხორციელებაში, რომლებიც დამატებითი მზრუნველობის მოპოვებას ისახავს მიზნად (მაგალითად, თვითმკვლელობის მუქარა). თერპავეტზე ასეთი დამოკიდებულება ართულებს მკურნალობის დასრულებას სიმპტომების ხელახალი გამოვლენისა და მკურნალობის გაგრძელების მოთხოვნის გამო. თუ თერაპევტი ადრევე შეამჩნევს, რომ პაციენტს მასზე დამოკიდებულება გაუჩნდა და თუ ის შესაფერისი ფორმით განიხილავს პაციენტთან ამ საკითხს, მან შეიძლება მოახერხოს ასეთი სირთულეებისტვის თავის არიდება. ამავე დროს, პაციენტს საშუალება ეძლევა უკეთ გაიცნოს საკუთარი თავი, თუკი ის გააცნობიერებს, საიდან მომდინარეობს მისი გრძნობები და დამოკიდებულებები არა მხოლოდ თერაპევტის, არამედ სხვა ადამიანების მიმართ. უკუგადატანის პრობლემები მაშინ აღმოცენდება, როდესაც თერაპევტი ზედმეტად არის ჩართული პაციენტის პრობლემებში ან შეუსაბამოდ ავლენს სიბრაზეს მის მიმართ. ამ პრობლემების გაცნობიერება დროულად მოხდება, თუ თერაპევტი გააანალიზებს საკუთარ გრძნობებს და იპოვის მათ მიზეზს პირად გამოცდილებაში. ნაწილობრივ ამის გამოა, რომ ფსიქოტერაპიაში ინტენსიური ტრენინგის გავლისას ფსიქოტერაპევტებს ხშირად ეხმარებიან კავშირის დანახვაში თავიანთ წარსულ გამოცდილებასა და ამჟამინდელ ემოციურ რეაქციას შორის.

ნახვა: 767

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება

Qwelly World

free counters