მარკ სნაიდერის თვითფლობის შკალა

Self-monitoring Scale

თეორიული საფუძვლები

   ადამიანები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან თვითფლობის ხარისხით - იმ ოდენობით რამდენითაც ისინი ყურადღებას აქცევენ და აკონტროლებენ საკუთარ ექსპრესიულ ქცევასა და თვითპრეზენტაციას.

   მიჩნეულია რომ მაღალი თვითფლობის მქონე ადამიანები ახდენენ თვითპრეზენტაციის რეგულირებას სასურველი შთაბეჭდილების მოხდენის მიზნით, იმსიათვის რომ სიცუაციის შესაბამისად მოიქცნენ, ისინი ძალზე მგრძნობიარენი არიან სოციალური და ინტერპერსონალური მანიშნებლებისადმი, დაბალი თვითფლობის მქონე  პირებს კი არ აქვთ იმის უნარი ანა მოტივაცია, რომ მართონ თვითპრეზენტაცია, შესაბამისად, ისინი ნაკლებ მგრძნობიარობას ამჟღავნებენ სიტუაციის მანიშნებლების მიმართ,  მათი ექსპრესიული ქცევა არეკლავს მათ შინაგან მდგომარეობას, ატიტუდებს, თვისებებს და გრძნობებს.

   მაღალი თვითფლობა გამოსადეგია ისეთ პროფესიებში, როგორებიცაა მენეჯერი, ადამიანური რესურსების მენეჯერი, გაყიდვების და მარკეტინგის დირექტორი.

   თვითფლობის დღეისათვის ცნობილი შკალებიდან ყველაზე ფართოდ გამოიყენება მარკ სნაიდერის თვითფლობის შკალა.

შკალის აღწერა

   თვითფლობის შკალა მარკ სნაიდერმა 1972 წელს შექმნა, იგი თავდაპირველად 25 დებულებისგან შედგებოდა, შკალის შემდგომი მოდიფიკაცია 18 დებულებას მოიცავს, რომლებიც დიქოტომიური, „კი - არა“ პასუხების მიხედვით ფასდება, შკალის მაჩვენებლის მიხედვით ადამიანები განხილულნი არიან დაბალი და მაღალი თვითფლობის მქონე პირებად.

   შკალა ფართოდ გამოიყენება, იგი თარგმნილია იაპონურ, არაბულ, გერმანულ, ესპანურ და პოლონურ ენებზე.

   ტესტის ჩატარება და ქულების მინიჭება

შკალა თვითანგარიშის საფუძვლზე ივსება, მის შევსებას ესაჭიროება დაახლოებით 5წთ.

პასუხებს დებულებაზე „კი - არა“ ენიჭებათ თითო-თითო ქულა გასაღების მიხედვით, ქულების ჯამი 1_იდან 18_მდე ცვალებადობს.

qwelly | fsiqologiuri testi | fsiqologiuri testebi | psiqologiuri testebi | psiqologia | fsiqologia | mark snaideris tvitflobis testi | tvitflobis testi | socialuri fsiqologia | ფსიქოლოგია | თვითფლობის ტესტი | მარკ სნაიდერის ტესტი | ფსიქოლოგიური ტესტები

ინტერპრეტაცია

   გამყოფი ქულის მიხედვით ადამაინები იყოფიან მაღალი და დაბალი თვითფლობის მქონე პირებად, ამერიკის პოპულაციაში, კოლეჯის სტუდენტებთან, 18-პუნქტიან შკალაზე გამყოფ ქულად მიჩნეულია 10 ქულა, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანები, რომლებიც შკალაზე მოაგროვებენ ქულებს 1_იდან 10_ის ჩათვლით, დაბალი თვითფლობის მქონე პირები არიან, ხოლო ისინი, ვინც 11_იდან 18 ქულამდე მოაგროვებენ, მაღალი თვით-ფლობის მქონე ადამაინებად არიან მიჩნეული. საქართველოს პოპულაციაში, ამერიკულთან შედარებით, უფრო მეტად აღინიშნება გადახრა დაბალი თვითფლობისკენ, ამდენად  ალბათ მართებული იქნება თუკი საქართველოს პოპულაციისთვის გამყოფად ავიღებთ 9 ქულას. შესაბამისად ის ვინც 10 ქულას და მეტს დააგროვებს უნდა მივიჩნიოთ მაღალი თვით-ფლობის მქონე პირად.

შეფასება და ფსიქომეტრიული სტატუსი

სანდოობა

შინაგანი კონსისტენტობა

   კრონბახის ალფა.70

ტესტ-რეტესტი

   ტესტ-რეტესტის სანდოობის მაჩვენებელი ერთ თვეში იყო 83, 2 თვის პერიოდში 76, 2,5 თვის პერიოდში - 71 და 3,5 თვის პერიოდში - 77.

ვალიდობა

კონვერგენტული

   წყვილებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა რომ წყვილის ერთი წევრის მიერ მეწყვილის იმ თვისებების შეფასება, რომლებიც თვითფლობას გამოხატავდა, ემთხვეოდა შკალაზე მიღებულ შედეგს.

დისკრიმენტული

   შკალის დისკრიმენტული ვალიდობის დასადგენად ქცევაზე თვითფლობის მაჩვენებელის ზეგავლენა შედარდა სოციალური სასურველობის, ექსტრავერტულობის და მაკიაველიზმის მაჩვენებლებთან. კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ თვითფლობა ზომავს მათგან განსხვავებულ კონსტრუქტს.

ნორმები

   ამერიკულ პოპულაციაში არ მოგვეპოვება მონაცემები 18-დებულებიანი შკალის ნორმაზე.

შკალის ქართული ვერსიის მაჩვენებლები

   ქართულ პოპულაციაზე ჩატარებული კვლევების მონაცემთა მიხედვით, შკალის შინაგანი კონსისტენტობა მაღალია - კრონბახის ალფა ტოლია .79 (N=1042).

   შკალის მაჩვენებლები წარმოდგენილია ცხრილში.

ცხრილი . 1 სნაიდერის შკალის ნორმები ქართულ პოპულაციაში

qwelly | fsiqologiuri testi | fsiqologiuri testebi | psiqologiuri testebi | psiqologia | fsiqologia | mark snaideris tvitflobis testi | tvitflobis testi | socialuri fsiqologia | ფსიქოლოგია | თვითფლობის ტესტი | მარკ სნაიდერის ტესტი | ფსიქოლოგიური ტესტები

ძირითადი კვლევები

   თვითფლობის მაჩვენებელი მნიშვნელოვანია იმის საწინასწარმეტყველებლად, განსაზღვრავს თუ არა ატიტუდი ქცევას, დაბალი თვითფლობის მქონე პირებთან ქცევის ატიტუდთან შესაბამისობის თეორიული წინასწარმეტყველება მრავალს კვლევაში დადასტურდა. დაბალი თვითფლობის ადამიანთა ქცევას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მათი ატიტუდი. კავშირი სუსტია მაღალი თვითფლობის მქონე ადამიანებთან.

   თვითფლობა სხვადასხვა ფორმით ახდენს ზეგავლენას ურთიერთობებზე, მაღალი თვითფლობის მქონე ადამიანები მეტ ძალისხმევას ანდომებენ სხვა ადამიანების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას, უფრო მეტად ცდილობენ საკუთარი ქცევის სიტუაციასთან მორგებას, დიდ ყურადღებას აქცევენ პარტნიორის გარეგნულ მიმზიდველობას, მაშინ როდესაც დაბალი თვითფლობის მქონე პირები უპირატესობას ანიჭებენ პარტნიორის პიროვნულ თვისებებს.

მარკ სნაიდერის თვითფლობის შკალა

ინსტრუქცია

   სხვადასხვა სიტუაციებში ყოველი ჩვენგანი მეტ-ნაკლები ოდენობით განახორციელებს ქვემოთ ჩამოთვლილ ქცევებს. გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ სია და თუ ჩათვლით, რომ შეგესაბამებათ ესა თუ ის ქცევა, პასუხის ფურცელზე დასვათ ნიშანი „+“ ( პასუხის „კი“ ქვემოთ), ხოლო თუ მტკიცება არ შეგესაბამებათ, იგივე ნიშანი დასვით „არა“_ს ქვემოთ. ცხადია რომ არ არსებობს სწორი ან არასწორი პასუხები, გთხოვთ იყოთ გულწრფელი პასუხების გაცემისას, არ გამოტოვოთ არ ერთი მტკიცება და ბევრი დრო არ მოანდომოთ ფიქრს.

 

qwelly | fsiqologiuri testi | fsiqologiuri testebi | psiqologiuri testebi | psiqologia | fsiqologia | mark snaideris tvitflobis testi | tvitflobis testi | socialuri fsiqologia | ფსიქოლოგია | თვითფლობის ტესტი | მარკ სნაიდერის ტესტი | ფსიქოლოგიური ტესტები

 

ასაკი:-------- წელი

სქესი: 1.მამრობითი  2. მდედრობითი

განათლება: 1.საშუალო 2. პროფესიული 3. უმაღლესი

ჩატარების თარიღი:----/-----/-----

ტესტის ჩამტარებელი:----------------------------

ნახვა: 3718

ბლოგ პოსტები

MMOexp Diablo 4:Mastering the Bearing the Weight of Ghosts Quest

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: მარტი 30, 2026.
საათი: 11:25am 0 კომენტარი

Step deeper into the secrets of the Horadrim and Diablo 4 gold face your first major test in the Sins of the Horadrim storyline.

Season 12 of…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

Qwelly World

free counters