ფსიქოლოგია | ურთიერთობის ფსიქოლოგია | ადამიანი | ურთიერთობა | ჯგუფი | fsiqologia | urtiertobis fsiqologia | psiqologia | mecniereba | qwelly

   ადამიანი სოციალური არსებაა და მისი ცხოვრება სხვა ადამიანებთან ურთიერთობის გარეშე წარმოუდგენელია. ურთიერთობის მოთხოვნილება წარმოადგენს ადამიანის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოთხოვნილებას, რომელიც თავს იჩენს ჯერ კიდევ ჩვილობის ასაკიდანვე. საზოგადოებისაგან იზოლირება, ადამიანისთვის წარმოადგენს უდიდეს სასჯელს. ურთიერთობა - ესაა ადამიანებს შორის კონტაქტის დამყარების რთული და მრავალმხრივი პროცესი, რომელიც გულისხმობს ინფორმაციისა და ემოციების გაცვლას, მეორე ადამიანის აღქმასა და გაგებას და ინტერაქციას, ანუ ადამიანზე გავლენის მოხდენას. კომუნიკაცია - ესაა მნიშვნელოვანი ინფორმაციის შექმნა და გადაცემა არაფორმალური საუბრის, ჯგუფური ურთიერთმოქმედების და სახალხო გამოსვლისას. ეს პროცესი მოიცავს მონაწილეებს, კონტექსტს, ცნობას, არხებს, ხმაურს და უკუკავშირს. ურთიერთობის ერთ -ერთი ბაზისური განზომილებაა მოწონება. როცა ადამიანი პირველად ხვდება სხვა პიროვნებას, ერთ-ერთი პირველი კითხვა, რომელსაც იგი უსვამს თავის თავს, შემდეგია: მოვეწონე თუ არა მას? მომეწონა თუ არა იგი მე? მოწონება არ არის უნიკალური ადამიანთა ურთიერთობისათვის. ცხოველებიც ამჟღავნებენ ურთიერთობას, რომელიც შეიძლება დახასიათებული იქნას, როგორც მოწონება. მაგრამ განსხვავება ადამიანურ და ცხოველურ მოწონებას შორის ისაა, რომ ადამიანისათვის მოწონება წარმოადგენს უმეტესი ურთიერთქმედების ძირითად დეტერმინანტს. ჩვენ განვიხილავთ მოწონების სამ ძირითად დეტერმინანტს, ესენია: სიახლოვე, დამაჯილდოებლობა და მსგავსება.

   სიახლოვე. ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს მოწონებას და მეგობრობას, არის სიახლოვე. სხვადასხვა ცდებით დამტკიცებულია რომ თუ ადამიანები ერთმანეთთან ახლოს ცხოვრობენ, უფრო დიდი ალბათობით ისინი მეგობრები არიან. დამაჯილდოებლობა. ადამიანებს მოსწონთ ის, ვინც მათ აჯილდოებს ან ვინც ასოცირებულია სასიამოვნო განცდებთან. კეთილი ადამიანები ყოველთვის აჯილდოვებენ სხვებს და ამიტომ ისინი უფრო მოსწონთ. იგივე ითქმის ადამიანებზე, რომლებიც არიან მეგობრული, გულწრფელი და ა.შ. თუმცა ზოგჯერ ჩვენ გვიყვარს (მოგვწონს) ის, ვისაც ჩვენ არ ვუყვარვართ და პირიქით, მაგრამ როცა სხვა პირობები თანაბარია, არსებობს ძლიერი ტენდენცია, მოგვეწონოს ის ადამიანი, ვისაც ჩვენ მოვწონვართ. ამის ძირითადი მიზეზი ისაა, რომ გარკვეული გაგებით, საუკეთესო რამ, რაც შეიძლება სხვამ გვითხრას, ისაა, რომ მას ჩვენ ვუყვარვართ. ეს არის უდიდესი ჯილდო და ჩვენ მოგვწონს ის, ვინც გვაჯილდოებს. მსგავსება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს მოწონებაზე, არის მსგავსება. უბრალოდ, მოწონება-არმოწონებაშიც არსებობს ძლიერი ტენდეცია, მოგვეწონოს ის, რომელიც ჩვენი მსგავსია. ასეთი მახასიათებლებია ნაციონალური ფონი, რელიგია, პოლიტიკა, სოციალური კლასი, განათლების დონე, ასაკი და სხვა. ასევე გავლენას ახდენს პროფესია, ინტელიგენტობის დონე, მოცემულ სფეროში ტალანტი, და თუნდაც სიმაღლე, წონა, ფიზიკური მოქნილობა ან სიძლიერე. ურთიერთობის პროცესში ადამიანები ახდენენ არამარტო ერთმანეთის აღქმასა და გაგებას, არამედ ერთმანეთზე ზემოქმედებასაც. სოციალური გარემო ადამიანზე ზემოქმედებს და გავლენას ახდენს მისი პიროვნების ჩამოყალიბებაში. არსებობს სოციალური გავლენის სხვადასხვა ფორმა: კონფორმულობა, დამთმობლობა და მორჩილება.

   კონფორმულობა. არსებობს კონფორმულობის ორი სახე - გარეგანი და შინაგანი კონფორმულობა. პირველ შემთხვევაში ადამიანი უმრავლესობის აზრს მხოლოდ მათ დასანახად ანუ გარეგნულად ეთანხმება, ისე რომ მას შინაგანი თანხმობის განცდა არა აქვს. მეორე შემთხვევაში კი, ადამიანი რეალურად ეთანხმება ჯგუფის წევრების შეთანხმებას და მას იშინაგნებს. ყველაზე დიდ კონფორმულობას ადამიანი ავლენს მაშინ, როდესაც იგი მისთვის მიმზიდველი და დიდი სტატუსის მქონე ჯგუფის სამი ან მეტი წევრის აზრს უპირისპირდება. დამთმობლობა. ქცევას, რომლის დროსაც ადამიანი სხვების უშუალო თხოვნის შესაბამისად იქცევა, ისე რომ ამ ქცევის განუხორციელებლობის შემთხვევაში მას დასჯის შიში არ გააჩნია, დამთმობლობა ეწოდება. არსებობს ღონისძიებაში ადამიანის თანდათანობით ჩათრევის ხერხი, რომლესაც „კარებში ფეხის გაყოფა“ ეწოდება. როგორც კი ადამიანი მცირე დათმობაზე წავა, ამის შემდეგ რაიმე გაცილებით მეტის მოთხოვნის შემთხვევაში მისი დათანხმების ალბათობაც მნიშვნელოვნად იზრდება. მორჩილება. მორჩილებას უწოდებენ ადამიანის ქცევას, რომელიც ავტორიტეტის (გარკვეული ძალაუფლების მქონე პირის) ზეწოლის გამო ხორციელდება. ადამიანთა ამგვარი მოქმედების ნიმუში ძალიან ბევრია. ავიღოთ ის სოციალური გავლენის ფორმები, რომლებიც ასიათასობით ადამიანს სხვადასხვა რელიგიურ სექტებში აერთიანებს. ამ სექტების დამაარსებლები მათი მიმდევრების მიმართ ხელმძღვანელობენ პრინციპით: ,,ჩემი სურვილი თქვენი სურვილი უნდა იყოს”. ამგვარ სექტებში გაწევრიანება ხშირად უაზრო და საშინელი შედეგებით მთავრდება; მაგალითად ერთ-ერთი მათგანის 900-ზე მეტმა წარმომადგენელმა სექტის ლიდერის ბრძანება შეასრულა და კალიუმციანიდის სასიკვდილო დოზით შეზავებული სასმელი დალია.

ნახვა: 4633

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება

Qwelly World

free counters