რა შეედრება ნაბახუსევს ქართულ ტრადიციულ ქათმის წვნიანს მაგრამ თუ თქვენი საყვარელი ადამიანის გაოცება გსურთ ბერძნული ტრადიციული  ავგოლემონი დაგეხმარებათ... არ დაიზაროთ და გააოცეთ თქვენ ახლობლებს.

შემადგენლობა:

  1. 1 ქათამი (1.5 კგ.)
  2. 1 საშუალო ზომის დაჭრილი ხახვი(დაახლოებით 1½ ჭიქა)
  3. 1 საშუალო ზომის დაჭრილი სტაფილო(დაახლოებით ½ ჭიქა)
  4. 1½ ჭიქა დაჭრილი ნიახური
  5. 8 ჭიქა წყალი
  6. 2 ჩაის კოვზი მარილი, უფრო მერი – გემოვნებით
  7. 1 ჭიქა გრძელი ბრინჯი
  8. 4 კვერცხი, ოთახის ტემპერატურის
  9. 1 ჩაის კოვზი სიმინდის ფქვილი
  10. 2 სუფრის კოვზი ცივი წყალი
  11. 1/4 ჭიქა ლიმონის წვენი(დაახლოებით 2 ლიმონის), უფრო მეტი – გემოვნებით

პირველი ეტაპი:

მოათავსეთ ქათამი, დაჭრილი ბოსტნეული და 8 ჭიქა წყალი დიდი ზომის ქვაბში, მაღალ ცეცხლზე. მიიყვანეთ დუღილამდე, შემდეგ დაუწიეთ ცეცხლს და ხარშეთ 1½ საათით, ბულიონის ხშირ-ხშირად მოხდით. ამოიღეთ ქათამი ქვაბიდან, ის უკვე შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა კერძის მოსამზადებლად, ან მიირთვათ წვნიანთან ერთად. ქვაბიდან გადაწურეთ ბულიონი საცერში, ბოსტნეულის მოსაშორებლად. უნდა მიიღოთ 6 ჭიქა ბულიონი – ცოტა მეტი დასაშვებია, მაგრამ თუ უფრო ნაკლები დაგრჩათ, მაშინ წყალი დაუმატეთ 6 ჭიქა სითხის მისაღებად. ჩაასხით ბულიონი უკან, ქვაბში, ჩაუმატეთ მარილი და მიიყვანეთ დუღილამდე. შემდეგ კვლავ დაუწიეთ ცეცხლს, ჩაამატეთ ბრინჯი და გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 20 წუთით, თან ხშირად ურიეთ. გადმოდგით ცეცხლიდან.

მეორე ეტაპი:

ბლენდერში მოათავსეთ ჭადის ფქვილი და ჩატეხეთ კვერცხები. 2-3 წუთით ურიეთ მაღალი სიჩქარით, სანამ ძალიან არ აქაფდება. შემდეგ ჩაუმატეთ 2 სუფრის კოვზი ცივი წყალი, ლიმონის წვენი და კვლავ აამუშავეთ ბლენდერი 20-30 წამით. მიღებული მასა მოათავსეთ თასში და ნელ-ნელა შეურიეთ 3-4 ჭიქა პირველ ეტაპზე მომზადებული ცხელი წვნიანი. მიღებული ოთახის ტემპერატურის ნარევი უკან ჩაასხით წვნიანის დარჩენილ მასაში, თან ურიეთ, რომ არ აიჭრას. უნდა მიიღოთ ცოტაოდენი ქაფით დაფარული წვნიანი. გემოვნებისამებრ დაუმატეთ მეტი მარილი, ლიმონის წვენი და ცხლადვე მიირთვით გემრიელად.

 

ტეგები: Qwellynaria, ბერძნული, ბრინჯიანი, კერძი, ლიმონი, რეცეპტი, ქათამი, წვნიანი, ხორციელი

ნახვა: 527

გამოხმაურებები!

ამაღამ უნდა დავლიო :D :D :D 

shedeegebii gviiitxarii :)))

Tamila Moshiashvili_მ თქვა:

ამაღამ უნდა დავლიო :D :D :D 

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters