ბაქლავა აჭარული ტკბილეულის უდავო ლიდერია. აჭარლებს იგი თავისი საკონდიტრო კულტურის საკუთრებად მიაჩნიათ, თუმცა არც იმ ფაქტს მალავენ, რომ იგი საქართველოში თურქეთიდან შემოვიდა და მისი პოპულარობაც აჭარაზე ოსმალეთის იმპერიის გავლენამ განაპირობა. დროთა განმავლობაში ბაქლავის სხვადასხვა, შედარებით მარტივი რეცეპტით მომზადებული ვარიანტებიც გავრცელდა. ჩეხური, ბაქოური, სომხური და სხვა სახელწოდებებით. ამჯერად კი Qwellynaria-ს რეცეპტს გთავაზობთ.

შემადგენლობა:

ცომი:

  1. ფქვილი 1კგ.
  2. კვერცხი 1ც.
  3. კარაქი 100გრ.
  4. შაქარი 1 ჩ/კ.
  5. მარილი 1 ჩ/კ.

სიროფი:

  1. შაქარი 1 ჭიქა

შიგთავსი:

  1. ნიგოზი 1,5 ჭიქა
  2. შაქარი 1 ჭიქა.
  3. კარაქი 200გრ.

მომზადება:

შიგთავსი:

  • ნიგოზი გაათეთრეთ მშრალ ტაფაზე (განუწყვეტლივ ურიეთ) 3-4 წუთი, შემდეგ ხელით მოაშორეთ ყავისფერი კანი, დააქუცმაცეთ ბლენდერში (ან ხორცსაკეპმანქანაში გაატარეთ) და აურიეთ შაქარში.

შაქრის სიროფი:

  • 1 ჭიქა წყალს დაამატეთ შაქარი და ადუღეთ დაბალ ტემპერატურაზე 3–4 წუთი.

ცომი:

  • 3 ჭიქა თბილ წყალს დაამატეთ გამდნარი კარაქი, კვერცხი, შაქარი, მარილი, ფქვილი და ზილეთ თბილ ადგილას დაახლოებით 20 წუთი.
  • როდესაც ცომს გაჭრით ნასვრეტები უნდა ეტყობოდეს და ამ შემთხვევაში არის ცომი მზად.
  • გაააბრტყელეთ ფქვილიან ზედაპირზე კალბასისებურად და დაჭერით ქათმის კვერცხის ზომის ნაჭრებად. უნდა გამოვიდეს დაახლოებით 40 ნაჭერი (1 ნაჭერი უნდა გააკეთოთ დანარჩენებზე ცოტათი დიდი).
  • ცომის ნაჭრები უნდა გააბრტყელოთ ძალიან თხლად, თუნუქის ფორმაზე წაუსვით გამდნარი კარაქი და დააფინეთ პირველი ფენა (ფენები რიგ-რიგობით უნდა გააბრტყელოთ, ანუ როდესაც ერთ ფენას გააბრტყელებთ წაუსვით კარაქი, შემდეგ გააბრტყელეთ მეორე ფენა და ესე გაიმეორეთ ცომის დასრულებამდე, ცომი გაწელვისას თუ გაგეხათ, არაუშავს, ამით არაფერი შავდება), წაუსვით კარაქი დააფინეთ მეორე ფენა წაუსვით კარაქი, ასე გაიმეორეთ რამოდენიმეჯერ, ათი ცხიმიანი ფენის მერე მოაყარეთ ნიგვზისა და შაქრის ნარევი და გააგრძელეთ ფენების იგივე თანმიმდევრობით დაწყობა (ყოველ მეათე ცხიმწასმულ ცომზე აყრით ნიგვზისა და შაქრის ნარევს, გამოდის ნიგვზის სამჯერ მოყრა, ბოლო მეათე ცხიმწასმულ ცომზე არ აყრით ნიგოზს).
  • ბოლო ფენას გადააფარეთ ცომის დიდი ნაწილი, გადაუკეცეთ გვერდები, წაუსვით ცხიმი, დაჭერით სასურველი ზომის ნაჭრებად, შედგთ 200–220* ტემპერატურაზე გაცხელებულ აირღუმელში, 10 წუთის შემდეგ ტემპერატურას დაუკლით 160–170*–მდე. გამოცხობის შემდეგ, გამოიღეთ ბაქლავა აირღუმელიდან, გააცივეთ 30–40 წუთის განმავლობაში და მოასხით შაქრის სიროფი.
  • როდესაც ბაქლავა სიროფით გაიჟღინთება მაშინ შეგიძლიათ გაიტანოთ სუფრაზე.

ტეგები: Qwelly, Qwellynaria, აჭარული, ბაქლავა, კულინარია, ნამცხვარი, რეცეპტი

ნახვა: 10067

გამოხმაურებები!

ფახლავის აჭარული ვერსია ხო? 

RSS

ბლოგ პოსტები

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

Qwelly World

free counters