ვისაც არ უყვარს ცხვარი, ენანება კურდღელი და არ ჰყავს ხბო, მისთვის ზედგამოჭრილი ამბავი გვაქვს.

      ქათმის ჩაქაფული! მომზადებულია Qwellynaria-ს რეცეპტით, არაფრით ჩამოუვარდება ორიგინალს.

qatmis chaqafuli, Qwelly, Qwellynaria, რეცეპტი, ქათამი, ჩაქაფული, ხორციელი

შემადგენლობა:

  • ქათმის ბარკალი - 3 ცალი
  • ხახვი - 3 თავი
  • მწვანილები: ქინძი, ოხრახუში, ტარხუნა
  • ტყემალი მარინადი
  • დაფნის ფოთოლი - 3 ცალი
  • მწიწაკა და მარილი გემოვნებით

მომზადება:

  • ქათმის ბარკლები (მენჯიანად) გარეცხეთ და დაჭერით პატარა ნაჭრებად, ჩაალაგეთ ქვაბში დაბლა ცხიმიანი ნაჭრები ჩაუდეთ რომ თავის ცხიმი გამოუშვას დააყარეთ ხორცი დაახურეთ თავსახური და დადგით დაბალ გაზზე.
  • თუ ტყემლის სეზონი არ არის, შესაძლებელია ქილაში მოხუფული ტყემლის გამოყენებაც;
  • ხორცს დაუმატეთ დაფნის ფოთოლი და ნახევარი წითელი წიწაკა;
  • იდუღოს, ჩაითუთქოს დაახლოებით 15-20 წუთი;
  • შემდეგ მოაყარეთ მწვანილი;
  • მოთუთქულ ხორცს დააყარეთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი და დაახურეთ თავსახური;
  • ხახვიც რომ მოითუთქება დააყარეთ ტყემალი (თუ არ დაგეზარებათ, კურკაგამოცლილი);
  • დააყარეთ მწვანილები (ტარხუნა აუცილებელი ინგრედიენტია) და 2-3 წუთში გადმოდგით გზქურიდან.

ტეგები: Qwellynaria, რეცეპტი, ტარხუნა, ქათამი, ხორციელი

ნახვა: 12380

გამოხმაურებები!

დაახლოებით იგივე იდეას ატარებს რასაც კარტოფილის ხინკალი. ასე როგორ შეიძლება (( 

მეტი ტარხუნა კულინარიაში. 

მაიკო, ნუთუ ამას მართლა ამბობ? რას ამბობ, არც ხბო და არც ცხვარი (ნუ ეს მეც დიდად არ მომწონს)? მაგრამ კურდღელიც დაიწუნე? კურდღლის ჩაქაფული ეს იგივეა, რომ ქათმის ხორციდან მარტო თეთრი - გულისპირის ხორცით გააკეთო ჩაქაფული და ამას როგორ იწუნებ ((

Maiko_მ თქვა:

მე მომწონს ქათმის იდეა. არც ცხვარი, არც ხბო და მითუმეტეს არც კურდღელი არ მხიბლავს :-D

მოიცა და კუბდარში რისი ხორცია აბა? თუ კუბდარსაც არ ჭამ? 

Maiko_მ თქვა:

ხბო შეიძლება გავსინჯო და ხათრით ვჭამო კიდეც. აი ცხვარი და კურდღელი არასდროს გამისინჯავს და ვერც გავსინჯავ((

აქეთ მიმყავდა საუბარი. ანუ ღორის ხორცზე პრობლემა არაა ხომ? ძალიან კარგი.

Maiko_მ თქვა:

კუბდარზე უარს რომელი სვანი იტყვის :D მაგრამ მართალი გითხრა ხბოს ხორცისგან გაკეთებული კუბდარი რომ მეჭამოს არ მახსენდება. ძირითადად საქონლის ხორცს და საუკეთესო შემთხვევაში ღორის ხორცხ იყენებენ.

კულინარია და სამზარეულო, ყოველთვის გადამწყვეტ როლს თამაშობდა დიდ პოლიტიკაში, რაზეც არაერთი თეორეტიკოსი საუბრობს. :D მეტი ტარხუნა ხალხს - ეს ნამდვილად კარგი მოწოდებაა! 

Kakha said:

პოლიტიკური განცხადებაა თუ სამზარეულოს რეფორმაცია? :D 

ან ასე ჯობია მეტი ტარხუნა ხალხს :D

მაგ ჟანრში ისიც კლასიკა იქნება - ერთხელ მაინც მანდეთ ტარხუნა და ჩაქაფულს მე მოგიმზადებთ!

Kakha said:

წარმოვიდგინოთ ნათელაშვილი ამავე ტიპის ლოზუნგით: დაუბრუნეთ წართმეული ტარხუნა ხალხს :D 

RSS

ბლოგ პოსტები

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Global Azimuth Thrusters Market to Surge

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.

Market Size – Base Year & Forecast Year

In the base year 2023, the global  is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.

Key…

გაგრძელება

Global Electric Fencing Market Set to Grow Strongly Through 2031

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…

გაგრძელება

Mastering the Viridian Amber Medallion

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.

Here's how to get the most out of this potent…

გაგრძელება

Qwelly World

free counters