ყველაზე მსუნაგ გურმანებს, Qwellynariaგთავაზობთ მარწყვისა და შოკოლადის ტორტს.

Qwelly, Qwellynaria, cake, culinary, recipe, კულინარიული რეცეპები, მარწყვი, რეცეპტი, ტკბილეული, ტორტი, ქველი, ქველინარია, შოკოლადი

შემადგენლობა:

ბისკვიტისთვის:

  1. 8 კვერცხი
  2. 8ს/კ შაქარი
  3. 8 ს/კ ფქვილი
  4. 4 ს/კ კაკაო
  5. 1ს/კ თაფლი
  6. მარილი და 2ჩ/კ გამაფხვიერებელი ან 1 ჩ/კ სოდა ძმრით
  7. რომის ესენცია
  8. ვანილი

კრემისთვის:

  1. 1 ჩ/ჭ შაქარი
  2. 0,5 ჩ/ჭ /ჭიქა ფქვილი
  3. 500 მლ რძე
  4. 1 ფილა შავი შოკოლადი
  5. ვანილი,150 გრამი კარაქი
  6. ნახევარი ქილა მოხარშული შედედებული რძე

მინანქრისთვის:

  1. 3ს/კ კაკაო
  2. 3ს/კ რძე
  3. 70 გრ კარაქი
  4. 100 გრ შაქარი
  5. 2 ს/კ არაჟანი
  6. 1 ფილა შავი შოკოლადი

დასანამად:

  1. 100 მლგრამი კონიაკიანი
  2. ტკბილი მუქი ჩაი
  3. 500-600 გრ მარწყვი

24-26 სმ დიამეტრის საცხობი ფორმა

მომზადება:

  1. ათქვიფეთ ცილები კარგად მყარ მასამდე
  2. დაუმატეთ მწიკვი მარილი (მარილი ამყარებს ბეზეს)
  3. ნელ-ნელა დაუამატეთ შაქარი
  4. თქვიფეთ ვიდრე, შაქრის კრისტალები ბოლომდე არ გაქრება.
  5. დამატეთ თაფლი და ნახევარი ჩ/კ რომის ესენცია, და კვლავ კარგად გათქვიფეთ
  6. ცალკე ჩანგლით მსუბუქად შეათქვიფეთ გულები და ხის ან სილიკონის კოვზის დახმარებით ნაზად შეუერთეთ ცილის მასას.
  7. შემდეგ დააცერით ფქვილი კაკაო და გამაფხვიერებელი
  8. ვანილი და ნაზად შეურიეთ კოვზით
  9. მოათავსეთ წინასწარ პერგამენტ ჩაფენილ და კარაქმოსმულ ფორმაში (გვერდებზე არ მოუსვათ ცხიმი)
  10. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 30-35 წუთის განმავლობაში.
  11. წინასწარ გარეცხეთ მარწყვი დაყარეთ საწურზე.
  12. დააყარეთ შაქარი, რომ ზედმეტი სითხისგან გათავისუფლდეს.

კრემი:

  1. ფქვილი და შაქარი აურიეთ
  2. დაამატეთ რძე, კარგად გახსენით და დადგით დაბალ ცეცხლზე და მუდმივად ურიეთ, მიიყვანეთ ადუღებამდე
  3. გასქელებას რომ დაიწყებს ჩაყარეთ დამტვრეული შოკოლადი და კარგად ამოურიეთ.
  4. როცა შოკოლადი ჩადნება, დაუმატეთ ვანილი.
  5. ეს მასა გადადგით გასაციებლად, რომ გაგრილდება შეათქვიფეთ კარგად ამოყვანილ კარაქს და დაამატეთ მოხარშული შედედებული რძე.

მინანქარი:

  1. მინანქრისთვის ჩამოთვლილი ყველა ინგრედიენტი შოკოლადის გარდა მოათავსეთ ქვაბში
  2. დადგით ნელ ცეცხლზე და ურიეთ
  3. ადუღებას რომ დაიწყებს ჩაყარეთ შოკოლადი, ჩაადნეთ და გამორთეთ.
  4. ბისკვიტი გაჭერით შუაზე
  5. დანამეთ კარგად
  6. წაუსვით კრემის ნახევარი
  7. მოაწყვეთ ნახევარი მარწყვები
  8. დაადეთ ბისკვიტის მეორე ფენა
  9. წაუსვით დარჩენილი კრემი
  10. მოასხით შეგრილებული მინანქარი და მორთეთ ზემოდანაც მარწყვებით
  11. გააჩერეთ რამდენიმე საათი მაცივარში და შემდეგ გემრიელად მიირთვით.

დანამვა არ დააკლოთ!

გემრიელად მიირთვით!

ტეგები: qwellynaria, მარწყვი, რეცეპტები, ტკბილეული, ტორტი, შოკოლადი

ნახვა: 1077

გამოხმაურებები!

:-) ძაალიან გემრიელად გამოიყურება...

დააგემოვნებდა კაცი 20 აპრილის შემდეგ ;დდ ^^ 

Brolika Qiqava_მ თქვა:

:-) ძაალიან გემრიელად გამოიყურება...

ვჭამე და ვაფშე არაა გემრიელი :DD

RSS

ბლოგ პოსტები

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

Qwelly World

free counters