ორაგული ბოსტნეულით, ეს არის კერძი რომლსაც დღეს ნახავთ ყველაგან (ცივილიზებულ საზოგადოებაში) სადაც ნამდვილი გურმანები არიან, მის მომზადების რეცეპტს კი გთავაზობთ Qwellynaria

შემადგენლობა:

  • 600 გრ. თევზის ფილე (“ორაგული”)
  • 4 საშუალო ზომის სტაფილო,
  • 4 მსხვილი კარტოფილი
  • 1 საშუალო თავი ხახვი
  • 1 საშუალო ზომის პომიდორი
  • 100 გრ. რუსული ან შვეიცარული ყველი
  • 100 გრ. არაჟანი ან ცხიმიანი ნაღები
  • 1 სუფრის კოვზი პურის ფქვილი
  • 1 ცალი დაფნის ფოთოლი
  • მარილი, დაფქვილი თეთრი პილპილი

მომზადება:

კარტოფილი და სტაფილო გაფცქვენით, გარეცხეთ ცივ, გამდინარე წყალში და 0,5-1 სმ. სისქის რგოლებად  დაჭერით. ხახვი გაფცქვენით და თხელ რგოლებად (ან ნახევარრგოლებად) დაჭერით. პომიდორი გარეცხეთ და 0,5 სმ. სისქის რგოლებად დაჭერით.
გაარჩიეთ მწვანილი და საგულდაგულოდ გარეცხეთ ცივ წყალში. რამოდენიმე ღერო გადაკიდეთ კერძის მოსართავად, დანარჩენი მწვანილი წვრილად დაჭერით. იმისათვის, რომ უფრო მძაფრი გემო მიიღოთ შეგიძლიათ დაამატოთ წვრილად დაჭრილი ან გაჭყლეტილი ნივრის კბილი.

გამოსაცხობი ფორმის ფსკერზე (უმჯობესია გამოიყენოთ არა ლითონის, არამედ კერამიკის ან ცეცხლგამძლე მინისაგან დამზადებული ფორმა) დადეთ დაფნის ფოთოლი, შემდგომ მჭიდროდ, რგოლი რგოლთან, დააწყეთ დაჭრილი კარტოფილის ნახევარი. ოდნავ დაამარილეთ. ზემოდან დადოთ 2 ცალი დაჭრილი სტაფილო და ნახევარი თავი დაჭრილი ხახვი. მომდევნო ფენად დაწყოთ დაჭრილი პომიდორის და მწვანილის ნახევარი.
თევზის ფილე საგულდაგულოდ გარეცხეთ ცივ წყალში. შეაშრეთ ქაღალდის  ხელსახოცით ან მიტკლის ტილოთი და დავჭრათ 5 სმ-ს სიგანის ნაჭრებად. შეამოწმოთ მოცილებულია თუ არა ძვალი და ფარფლი, თუ არა, მოაცილოთ ბასრი დანით.

თევზის ნაჭრები დალაგოთ ბოსტნეულზე ისე, რომ კერძის მირთმევისას ულუფები გამოვიდეს დაახლოებით თანაბარი რაოდენობით. შემდეგ თევზზე განალაგოთ ბოსტნეული ფენა ფენად შემდეგი განლაგებით: პომიდორი და მწვანილი, სტაფილო და ხახვი. ამ კერძში ყველაზე ზედა ფენა არის მკვრივად რგოლი რგოლთან დაწყობილი კარტოფილი. რადგანაც ამ კერძში კარტოფილი ყველაზე დიდ ხანს მზადდება, იგი ოდნავ უნდა დავამარილოთ.
ფქვილი მოხალეთ ტაფაზე ოქროს ფერის მიღებამდე. ყველი დავხეხოთ მსხვილ სახეხზე. არაჟანში ან ნაღებში ჩაყარეთ ფქვილი, დაუმატეთ დახეხილი ყველის ნახევარი, დამარილოთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ კარტოფილი უკვე ოდნავ დამარილებულია. პილპილი გემოვნებით. კარგად მოურიეთ.

მიღებული მასა მოასხით ფორმაში მოთავსებულ თევზსა და ბოსტნეულს. ზედაპირი გაასწორეთ. დარჩენილი გახეხილი ყველი თანაბრად მოაყარეთ კერძის ზედაპირს.
გაახურეთ ღუმელი 220°-მდე და შედგით მასში ფორმა. როგორც კი ყველი შეიბრაწება, ტემპერატურა დააკლეთ 150°-მდე. კერძი მზად არის, როდესაც მზად იქნება კარტოფილი და სტაფილი.

ნახვა: 471

ბლოგ პოსტები

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Global Azimuth Thrusters Market to Surge

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.

Market Size – Base Year & Forecast Year

In the base year 2023, the global  is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.

Key…

გაგრძელება

Global Electric Fencing Market Set to Grow Strongly Through 2031

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…

გაგრძელება

Mastering the Viridian Amber Medallion

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.

Here's how to get the most out of this potent…

გაგრძელება

Qwelly World

free counters