მოახლოვდა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული!

       პასკა, პასკა გამოცხვიო რამდენჯერ გვითამაშია ძველ დროში, ეს იყო გახსენება იმ გემრიელი პასკისა, რომელსაც ყოველ აღდგომას თითოეული ჩვენთაგანი უსაზღვრო რაოდენობით, ბოლო ქიშმიშის გამოცლამდე მივირთმევდით და ვნეტარებდით. აღდგომა პასკის გარეშე მართლაც წარმოუდგენელია. გირჩევთ მოამზადოთ Qwellynari_ის გამოცდილი და დაგემოვნებული რეცეპტით!

შემადგენლობა

  • 2კგ ფქვილი,
  • 400 გ შაქარი,
  • 4 კვერცხი,
  • 7ც ილი,
  • 1ც ჯავზის კაკალი,
  • 200 გ კარაქი,
  • 0,5ლ რძე,
  • 2ს/კ საფუარი,
  • 1ს/კ ზეთი,
  • ვანილი და ცოტა მარილი,
  • ქიშმიში,
  • ნახევარი ს/კ სპირტზე დაყენებული ზაფრანა

მომზადება

       საფუარი გახსენით 250 მლ თბილ რძეში, დაუმატეთ 2ს/კ შაქარი, ნახევარი კილოგრამი ფქვილი, კარგად შეთვიფეთ და დადგით გასაფუებლად თბილ ადგილზე (მასამ 2-ჯერ უნდა მოიმატოს).

       ცალკე მოამზადეთ 4 კვერცხისა და დარჩენილი შაქრის გოგლი-მოგლი, დაუმატეთ დარჩენილ რძეში გახსნილი კარაქი, სანელებლები, ზეთი, ქიშმიში და ამოსული საფუვრის მასა. ნელ-ნელა შეაზილეთ დარჩენილი ფქვილი და დიდხანს ზილეთ, დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში (ცომი ხელს არ უნდა ეკრობოდეს).

       მოზელილი ცომი გადაიტანეთ დიდ ჭურჭელში, რადგან გაფუების შემდეგ მისი მოცულობა საგრძნობლად მატულობს. 3-4 ჩაზელის შემდეგ ცომი წინასწარ მომზადებულ ფორმებში გადაიტანეთ, რომელსაც ზეთი უნდა წაუსვათ და მანანის ბურღული მოაყარეთ (რომ არ მიიკრას). ფორმები ცომით მათი მოცულობის 1/4 –ზე შეავსეთ, ცოტა ხანს კიდევ გააჩერეთ, თავზე რძეში გახსნილი კვერცხის გულის ნაზავი წაუსვით და გახურებულ ჰაერღუმელში დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში შედგით (დიდი ზომის პასკას გამოსაცხობად 1 საათამდე სჭირდება). გაზქურის სიმხურვალე საშუალო უნდა იყოს, ღუმელი კი ცხობის დასრულებამდე არ გამოაღოთ, რათა პასკა არ ჩავარდეს. მზა პასკა ფორმებიდან ფრთხილად ამოაწყეთ და დასარბილებლად ტილოს ნაჭერი გადააფარეთ. გაგრილების შემდეგ თავზე შაქრის პუდრი მოაყარეთ.

ტეგები: Qwellynaria, Пасха, პასკა, რეცეპტი, სააღდგომო, სადღესასწაულო, ქველინარია

ნახვა: 1272

ბლოგ პოსტები

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Global Azimuth Thrusters Market to Surge

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.

Market Size – Base Year & Forecast Year

In the base year 2023, the global  is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.

Key…

გაგრძელება

Global Electric Fencing Market Set to Grow Strongly Through 2031

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…

გაგრძელება

Mastering the Viridian Amber Medallion

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.

Here's how to get the most out of this potent…

გაგრძელება

Qwelly World

free counters