რაგუს რეცეპტი კლასიკაა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მას ერთნაირად გემრიელად ამზადებენ როგორც ფრანგი კლასიკოსი შეფმზარეულები, ასევე აღმოსავლელი ოსტატები. რაგუს მთავარი საიდუმლო კი ისაა, რომ მთელს მსოფლიოში ყველაზე კარგი რეცეპტი Qwellynaria-მ მოამზადა.
ხორცი დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად, შეწვით ზეთში. შემწვარი ხორცი გადაიღეთ ქვაბში. იმავე ტაფაზე 3-4 წუთის განმავლობაში მოდაღეთ წვრილად დაჭრილი ნიორი, ოთკუთხედებად დაჭრილი სტაფილო და ხახვი.
1 წუთში ერთხელ, თითო-თითო დაუმატეთ და მოდაღეთ ჯერ ფქვილი, შემდეგ ტომატ-პასტა, ღვინო, ერთად ჩაამატეთ დაფნის ფოთოლი, კვლიავი, პილპილი, მარილი და მოთუშეთ კიდევ 5 წუთი.
მიღებული მასა ჩაასხით ქვაბში ხორცთან, შედგით მაღალ ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. შემდეგ დაუწიეთ ციცხლი, დაფარეთ ქვაბს სახურავი და ხარშეთ დაახლოებით 1 საათი (ძროხის ხორცი – 1,5-2 სთ.). სანამ ხორცი იხარშება, ტაფაზე ზეთზე შეწვიოთ ოთხად გაჭრილი სოკო, მოაყარეთ მარილი და პილპილი, მანამ, სანამ სოკო არ დარბილდება და სითხე არ აორთქლდება. შემწვარი სოკო ჩაუშვით ქვაბში ხორცთან, ამოურიეთ და სუფრაზე გატანის წინ მოაყარეთ ოხრახუში.
ტეგები: Qwellynaria, კულინარია, რეცეპტი, სოკო, სტაფილო, ღვინო, ხორციელი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:13pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
2 მოწონება
შუალედური წერა
ქეთევან პოპიაშვილი…
გაგრძელება
© 2025 George.
•