თევზი ციტრუსის საწებლით, მომზადების რეცეპტი Qwellynaria_საგან.

შემადგენლობა:

  • ფორთოხლის ლიქიორი - 3-4 სუფრის კოვზი;
  • ორაგულის ფილე კანიანად - 2 კგ. ;
  • შაქარი - 3/4 ჭიქა ;
  • მსხვილმარცვლიანი მარილი - 3/4 ჭიქა ;
  • კამის თესლი, მოხალული და დანაყილი - ნახევარი სუფრის კოვზი ;
  • გრძელ, წვრილ ზოლებად დახეხილი 1 ლიმონი
  • გრძელ, წვრილ ზოლებად დახეხილი 1 ლაიმი (მწვანე ლიმონი);
  • გრძელ, წვრილ ზოლებად დახეხილი 1 ფორთოხალი;
  • დანაყილი ქონდარი - 2 ღერო;
  • დაფნის გამხმარი, დაფშვნილი 1 ფოთოლი;
  • გასაფრომებლად ციტრუსის საწებელი, ოდნავ მომჟაო გემოთი.

მომზადება:

      წაუსვით ფორთოხლის ლიქიორი ორაგულის რბილ ნაწილს. ჭურჭელში მოათავსეთ შაქარი, მარილი და კამა, ცირტუსის წვრილი ნაჭრები, ქონდარი და დაფნა. კარგად აურიეთ.

      ჩადეთ ჭურჭელში ორაგული და ნაზად გადააგორეთ ზედაპირზე, ჭურჭელში მოთავსებული მასა რომ ფილეს მიეკრას. შედგით ჭურჭელი მაცივარში და გააჩერეთ მთელი ღამით, 12-14 საათით.

      გამოიღეთ მაცივრიდან და ფრთხილად გადაფხიკეთ, გადააცალეთ შაქრის, მარილისა და ციტრუსის ნარევის ზედაპირი. სანამ სუფრასთან მიიტანთ, დაჭერით დიაგონალზე თხელ ნაჭრებად და მიირთვით კრეკერთან, ციტრუსის საწებელთან და ტარხუნასთან ერთად.

ციტრუსის საწებელი

შემადგენლობა:

  • 3/4 ჭიქა არაჟანი;
  • 1 ლიმონი, გრძელ, წვრილ ზოლებად დახეხილი;
  • 1 ლაიმი (მწვანე ლიმონი), გრძელ, წვრილ ზოლებად დახეხილი;
  • 1 ფორთოხალი, გრძელ, წვრილ ზოლებად დახეხილი;
  • 1 სუფრის კოვზი ახალგამოწურული ფორთოხლის წვენი;
  • 2 ჩაის კოვზი ახალი ტარხუნა, საკეპ მანქანაში გატარებული;
  • 1 ხახვი, დაკეპილი
  • მარილი და ახალი წიწაკა

მომზადება:

      პატარა ჯამში აურიეთ არაჟანი და ციტრუსის ნაჭრები. დაასხით ფორთოხლის წვენი და მოურიეთ. დაუმატეთ ტარხუნა, ხახვი, მარილი და წიწაკა გემოვნებით. სუფრაზე მიტანამდე შედგით მაცივარში.

მომზადების ხანგრძლივობა: 10 წუთი

ნახვა: 401

ბლოგ პოსტები

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

Qwelly World

free counters