ბობ მარლი (სრული სახელი და გვარი რობერტ ნესტა მარლი ) დაიბადა 6 თებერვალს, 1945 წელს, იამაიკაში(გაირდაიცვალა 11 მაისს, 1981 წელს, მაიამიში) — იამაიკელი მუსიკოს-გიტარისტი და კომპოზიტორი.მუსიკალური მიმდინარეობის რეგის ერთ-ერთი დამაარსებელი და მნიშვნელოვანი წარმომადგენელი. 1970-იან წლებში ჯგუფ „The Wailers“-თან ერთად გაითქვა სახელი. მისი სიმღერები ხშირად ატარებდა სოციალურ და პოლიტიკურ ხასიათს.ბობ მარლი, მარტინ ლუთერ კინგთან და ნელსონ მანდელასთან ერთად, ითვლება ცნობილ მებრძოლად შავკანიანების დაჩაგვრის წინააღმდეგ.
ბობ მარლი დაიბადა სოფელ ნაინ-მაილსში, იამაიკა. მისი მამა, ნორვალ მარლი, წარმოშობით დიდი ბრიტანეთიდან იყო და მსახურობდა ბრიტანეთის სამხედრო ძალებში. შემდეგ გადმოვიდა იამაიკაში პლანტაციის მეთვალყურედ სადაც გაიცნო მომავალი მეუღლე, თვრამეტი წლის სედენა ბუკერი. ბობის დაბადების შემდეგ ნორვალს ძველმა ოჯახმა ცოლ-შვილი მიატოვებინა, მაგრამ ყოველთვის ახერხებდა მათ დახმარებას.
50-იანი წლების მიწურულს მარლი, ისევე როგორ სხვა იამაიკელი ახალგზარდები, დედაქალაქში-კინგსტონში ჩავიდა, სადაც დასახლდა ღარიბ რაიონ-ტრენჩტაუნში. იქ მან გაიცნო ნევილ ლივენგსტონი და ბანი. მალე გადადგა პიველი ნაბიჯები მუსიკაში. სკოლის დამთავრების შემდეგ მარლიმ მუშაობა დაიწყო შემდუღებლად (”სვარჩიკად”), თავისუფალ დროს კი მუსიკის შესწავლას ანდომებდა. ამაში მას დახმარების ხელი გაუწოდა ცნობილმა იამაიკელმა მუსიკოსმა ჯო ჰიგსმა, რომელიც მას და ბონის უფასო ვოკალის გაკვეთილებს უტარებდა. ცოტა ხანში შედგა ნაცნობობა პიტერ მაკინტოშთან, რომელიც მომავალში, გახდა ცნობილი როგორც “პიტერ ტოში”
მისი ცნობილი გამონათქვამებია :
შეიძლება არ იყო მისი პირველი, უკანასკნელი ან ერთადერთი. მას უყვარდა ადრე და შეიძლება შეიყვაროს კიდევ. მაგრამ თუ უყვარხარ მას ახლა, სხვა რაღაა მნიშვნელოვანი? ის არ არის უნაკლო. არც შენ, და ორივე თქვენგანი ვერასდროს იქნებით უნაკლო. მაგრამ თუ შეუძლია მას გაგაცინოს თუნდაც მხოლოდ ერთხელ, დაგაფიქროს ორჯერ და აღიარებს რომ ადამიანია და უშვებს შეცდომებს, დაეყრდენი მას და მიეცი ყველაფერი, რისი მიცემაც შეგიძლია. მან შეიძლება არ გაუკეთოს ციტირება ლექსებს, შეიძლება არ იფიქროს შენზე ყოველ წამს, მაგრამ ის მოგიძღვნის თავის ნაწილს, რომელზეც იცის, რომ შეგიძლია ტკივილი მიაყენო. არ ატკინო მას, არ შეცვალო არ მოელოდო მისგან იმაზე მეტს, ვიდრე შეუძლია. არ აანალიზო. გაიღიმე, როდესაც გაგაბედნიერებს, იყვირე, როდესაც გაგაბრაზებს და მოგენატროს, როდესაც არ არის შენს გვერდში. სიყვარული ძნელია, იმიტომ, რომ არ არსებობენ უნაკლო ბიჭები, მაგრამ არსებობენ ისეთები, რომლებიც უნაკლო არიან შენთვის”
“მხოლოდ ერთი ამბიცია მაქვს, თქვენ იცით. მხოლოდ ერთი რამ ძალიან მინდა რომ მოხდეს. მინდა რომ ვხედავდე კაცობრიობა ცხოვრობს ერთად - შავი, თეთრი, ჩინელი, ყველა - სულ ეს არის
“თუ ის გასაგიჟებელია, ის არ იქნება მარტივი. თუ მარტივია, ის არ იქნება გასაგიჟებელი. თუ რამედ ღირს, შენ არ დაანებებ თავს. თუ დაანებებ, ის არაფრად ღირს... სიმართლე ისაა, რომ ყველა გატკენს, შენ უბრალოდ უნდა იპოვო ის, ვინც ღირს ტანჯვად”
“მხოლოდ ერთხელ შენს ცხოვრებაში, მჯერა იპოვი ადამიანს, რომელიც შენს სამყაროს სრულიად თავდაყირა დააყენებს. შენ ეტყვი მას იმას, რაც სხვისთვის არასდროს გაგიზიარებია და ისინი გაიგებენ ყველაფერს რაც თქვი და მართლა მოუნდებათ მეტის მოსმენა. შენ გაუზიარებ მომავლის გეგმებს, ოცნებებს, რომლებიც არასდროს ახდება, მიზნებს, რომლებსაც ვერ მიაღწიე და ბევრ განსაცდელს, რომელიც ცხოვრებამ დაგახვედრა. როდესაც რაიმე არაჩვეულებრივი მოხდება, ვერ მოითმენ სანამ მოუყვები, გეცოდინება რომ გაიზიარებენ შენს აღტაცებას. მათ არ შერცხვებათ იტირონ შენთან ერთად, როდესაც ტკივილს მოგაყენებენ და იცინონ, როდესაც შენს თავს გაამასხარავებ. ისინი კი არ მიაყენებენ ტკივილს შენს გრძნობებს და გაგრძნობინებენ რომ საკმარისად კარგი არ ხარ, არამედ გაგზრიდან და დაგანახებენ შენს თავზე ისეთ რაღაცებს, რომლებიც გხდის განსაკუთრებულს და ლამაზსაც კი. აქ არასდროს იქნება ზეწოლა, შური ან ჯიბრი, არამედ მხოლოდ ჩუმი სიმშვიდე, როდესაც ისინი შენს გვერდში არიან. შეგეძლება იყო შენი თავი და არ განაღვლებდეს რას იფიქრებენ, რადგან შეგიყვარებენ ისეთს, როგორიც ხარ. რაღაცები, რაც ჩანს უმნიშვნელო ხალხის უმეტესობისთვის, როგორებიცაა წერილი, სიმღერა თუ გასეირნება გახდება შეუფასებელი განძი შენს გულში, რომელიც სამუდამოდ გაგამხიარულებს. ბავშვობის მოგონებები გაგახსენდება, იმდენად ნათლად, რომ კვლავ ის ადამიანი გეგონება შენი თავი. ფერები მოგეჩვენება მეტად ნათელი. სიცილი გახდება დღის აუცილებელი ნაწილი, როდესაც მანამდე ის იყო ძალიან იშვიათი ან იქნებ სულაც არ არსებობდა. ერთი ან ორი ზარი დღის განმავლობაში დაგეხმარება გაუმკლავდე დღის გრძელ სამუშაოს და ყოველთვის მოუტანს შენს სახეს ღიმილს. მათი თანდასწრებით, არაა საჭირო უსასრულო დიალოგი, თუმცა იქნები სრულიად კმაყოფილი, რომ ისინი შენს გვერდით არიან. რაღაცები, რაც მანამდე არასდროს გაინტერესებდა გახდება მომხიბვლელი, რადგან გაიგებ, რომ ის მნიშვნელოვანია იმ ადამიანისთვის, რომელიც განსაკუთრებულია შენთვის. შენ იფიქრებ ამ ადამიანზე ნებისმიერ დროს, ყველა მომენტში. უმნიშვნელო რაღაცები, როგორებიცაა მოწმენდილი ლურჯი ცა, ნაზი სიო, შტორმის მომასწავებელი ღრუბელი ან თუნდაც ჰორიზონტი, გაგახსენებს ამ ადამიანს. შენ გაუღებ მას შენს გულს, მიუხედავად იმისა, რომ გეცოდინება ერთ დღეს შეიძლება მოგაყენოს ტკივილი და ამ გულის გახსნაში გამოცდი ისეთ სიყვარულსა და სიყვარულს, რომელზეც ვერასდროს წარმოიდგენდი რომ შესაძლებელი იყო. შენ ჰპოვებ ძალას იმაში, რომ გყავს ნამდვილი მეგობარი, ან თუნდაც სულის თანამოაზრე, რომელიც ლოიალური იქნება სიცოცხლის ბოლომდე. ცხოვრება მოგეჩვენება უფრო განსხვავებული, ამაღელვებელი და ძვირფასი. შენი ერთადერთი იმედი და დაცვა იქნება იმის ცოდნა, რომ ისინი შენი ცხოვრების ნაწილნი არიან.
ტეგები:
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
1 Like
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…
გაგრძელება
© 2026 George.
•