რუსთავის თვითმმართველობის მხარდაჭერით, 2008 წლის ომში გმირულად დაღუპული, IV ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონის კაპრალის – ვახტანგ გზირიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.ღონისძიებაზე, რომელიც, რუსთავის თეატრში გაიმართა, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების, საქართველოს შეიარაღებული ძალების, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლები, სასულიერო პირები, ვახტანგ გზირიშვილის ოჯახის წევრები და თანამებრძოლები იმყოფებოდონენ.ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, თეატრის ფოიეში გამოფენა მოეწყო, სადაც ვახტანგ გზირიშვილის ფოტოები და ნივთები იყო წარმოდგენილი. ასევე, მისი ცხოვრების ამსახველი ავტობიოგრაფიული წიგნის „არ დაიდარდო დედაო“–ს პრეზენტაცია გაიმართა. მოგვიანებით, გმირულად დაღუპული სამხედრო რუსთავის თეატრისა და კულტურის ცენტრის მსახიობებმა და თანამებრძლებმა გაიხსენეს.“ვახტანგმა საკუთარი სიცოცხლე გმირულად გასწირა ჩვენი ქვეყნისათვის. მას მაგალითი მამამისმა, ბატონმა ბადრიმ მისცა, რომელიც აფხაზეთის ომის დროს ტამიშის ბრძოლაში დაიღუპა. გასაკვირი არ არის, რომ ასეთ ოჯახში აღზრდილი კაცი ვაჟკაცი იქნებოდა და საკუთარი ქვეყნის დასაცავად გაუწევდა გული. ღონისძიება არის დასტური იმისა, რომ საზოგადოებას არასდროს გაუნელდება ამ გმირების მიმართ ინტერესი. ჩვენი და სახელმწიფოს ვალია, რომ მათ ხსოვნას გავუფრთხილდეთ და მომავალი ჯარისკაცები, მომავალი თაობა სწორედ ასეთი სულისკვეთებით აღვზარდოთ” – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ.დღეს, ვახტანგ გზირიშვილს 25 წელი შეუსრულდებოდა. იგი 2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში, საბრძოლო ოპერაციის შესრულებისას დაიღუპა. სიკვდილის შემდეგ მას ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი მიენიჭა.
ტეგები:
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•