რუსთავის ტერიტორიაზე ადამიანი ჯერ კიდევ შუა ბრინჯაოს ხანაში დასახლდა. ამას ადასტურებს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, არქეოლოგიურ გათხრებში აღმოჩენილი თიხის წითლად გამომწვარი და შავი საღებავით მოხატული ჭურჭელი.
უფრო დიდი დასახლებები ჩნდება გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანაში. არქეოლოგიური გათხრების შედეგად დაფიქსირდა ამ პერიოდის რამდენიმე მსხვილი დასახლება. რკინისა და ბრინჯაოს ხანაში რუსთაველებს მოჰყავდათ ხორბალი, ქერი, ბოსტნეული, მისდევდნენ მევენახეობას, მესაქონლეობას, მიწათმოქმედებას. განვითარებული იყო მეთუნეობა. განსაკუთრებით დახელოვნებულნი იყვნენ ბრინჯაოსა და რკინის მეტალურგიაში.
რუსთავი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. ქართლის ცხოვრების უძველესი ავტორი ლეონტი მროველი ქალაქ რუსთავის მშენებლობას ქართველთა წინაპრის, ქართლოსის ცოლს მიაწერს: „ცოლმან მისმან აღაშენა ბოსტან-ქალაქი, რომელსა აწ ჰქვიან რუსთავი“. მანვე სიკვდილის შემდეგ მამული გაუნაწილა შვილებს: მცხეთოსს, გარდაბოსს, კუხოსს, კახოსს, გაჩიოსს. კუხოსს კი წილად ხვდა კუხეთი და ქალაქი რუსთავი. ამ მოსაზრებას მხარს უჭერს არქეოლოგიური მონაცემები, რომლის თანახმად, რუსთავში ბრინჯაოს ხანაში ძლიერი სამოსახლო არსებობდა. არსებობს ლეონტი მროველის მეორე ცნობაც, რომ ალექსანდრე მაკედონელს ქართლში ლაშქრობისას დახვედრია ქალაქები: დიდი მცხეთა, ურბნისი, უფლისციხე, სარკინე, რუსთავი და სხვა. ამიტომ ძვ. წ. IV საუკუნეში რუსთავი უკვე ქალაქია.
სამწუხაროდ რუსთავი არქეოლოგიურად სრულფასოვნად არაა შესწავლილი, მაგრამ მიუხედავად არქეოლოგიური მასალის სიმცირისა, რუსთავში არცთუ სუსტი კულტურული ფენებია დადასტურებული. იაღლუჯის მთაზე, სანატორიუმების საძირკვლის მშენებლობის დროს, აღმოჩნდა ძვ. წ. IV-II საუკუნეების ნამოსახლარი. ანტიკური ხანის რუსთავი, დიდი მცხეთისა და ამ პერიოდის სხვა ქალაქების მსგავსად ერთმანეთისგან მეტნაკლებად დაცილებული უბნებისაგან შედგებოდა, ხოლო იაღლუჯის მთაზე აღმოჩენილი ნამოსახლარი იყო პოლიტიკური ცენტრი.
რუსთავს ანტიკურ ხანაში სავაჭრო ფუნქციაც ჰქონდა. იალღუჯის მთის ჩრდილო- აღმოსავლეთ ფერდობზე იყრიდა თავს საქარავნო-სავაჭრო გზები: აღმოსავლეთის ქვეყნებიდან დასავლეთისკენ მიმავალი აბრეშუმის გზა; სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ; სამხრეთ-დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ. ეს გზები დღესაც მოქმედებს და აზერბაიჯანისკენ მიმავალ უმოკლეს გზას წარმოდგენს.
მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა IV საუკუნის მეორე ნახევრიდან. ამ დროს ჩნდება ქალაქის ვრცელი და ინტენსიური უბნები, რომლებიც ქალაქის ციხეს ეკვრის ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან. ისტორიული წყაროები, ქართლის ცხოვრება, მოქცევაჲ ქართლისაჲ და სხვა, რუსთავში ახალი მშენებლობის წამოწყებას უკავშირებენ ქართლის მეფის, თრდატ რევის ძის სახელს. თრდატ რევის ძე ქართლის სამეფო ტახტზე ასვლამდე განაგებდა კუხეთს და იწოდებოდა კუხეთისა და რუსთავის ერისთავად.
რუსთავი, იქცა კუხეთის საერისთავოს პოლიტიკურ-ეკონომიკურ ცენტრად. თუ აქ იმასაც გავიხსენებთ, რომ სალომე უჯარმელი მეფე რევი მირიანის ძეს მეუღლე იყო ქართლის განმანათლებლის, წმინდა ნინოს მიერ მოთხრობილი ავტობიოგრაფიის ერთ-ერთი ჩამწერი, ყოველმხრივ განსწავლული ადამიანი, მაშინ ცხადია, ის პუნქტი, სადაც იგი დასახლდა, ამავე დროიდან უნდა ქცეულიყო საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ და კულტურულ ცენტრად.
IV საუკუნის შუა წლებიდან რუსთავი იქცა რევიანთა რეზიდენციად, უფლისწულთა ქალაქად ანუ ვოსტან ქალაქად. „ვოსტან“ ირანული წარმოშობის სიტყვა და უფლისწულისთვის გამოყოფილ მამულს ნიშნავს. რუსთავს ვოსტან-ქალაქი ანუ ბოსტან-ქალაქი მთელი ადრეული შუა საუკუნეების მანძილზე ერქვა. IV საუკუნის ბოლო მეოთხედში უკვე გამეფებულმა თრდატ რევის ძემ, ბოსტან-ქალაქში მტკვრიდან ყარაიას ველებამდე გაიყვანა სარწყავი არხი, ანუ რუ.
სწორედ ამ არხიდან მიიღო ქალაქმა მეორე სახელწოდება - რუსთავი, ანუ რუს, სარწყავი არხის სათავე. ამ სახელს ქალაქი ვოსტან-ქალაქის პარალელურად VI საუკუნიდან ატარებდა. IX საუკუნიდან კი რუსთავი რევიანთა საუფლისწულო ქალაქი აღარ არის და ამიტომ მას რჩება მხოლოდ სახელი რუსთავი. გვიან შუა საუკუნეებში რუსთავს წერილობითი წყაროები უწოდებენ ნაგებს. ეს სიტყვა შეიძლებ ორნაირად განვმარტოთ:
სულხან-საბას ლექსიკონის მიხედვით, ეს არის (სავარაუდოდ) არაბული სიტყვა და სამხრეთს ნიშნავს. რუსთავი თბილისის სამხრეთით მდებარეობდა და შესაძლოა სწორედ ამიტომ დაერქვა ქალაქს ნაგები;
ნაგები შეიძლება ნიშნავდეს ძველად აგებულს, აშენებულს.
XII—XIII საუკუნეებში რუსთავში საქალაქო ცხოვრებამ განვითარების უმაღლეს საფეხურს მიაღწია. ქალაქში ყვაოდა ხელოსნობის ისეთი დარგები როგორიცაა კერამიკის, მინის, ლითონის, ტყავის, ძვლის, ხის, ასევე საფეიქრო წარმოება. რუსთაველი ხელოსნების მიერ დამზადებული ნაწარმი გამოირჩეოდა მაღალი ხარისხით. რუსთავი იმავ დროს ჩართული იყო მახლობელი აღმოსავლეთის სავაჭრო გზების ქსელში.
XIII საუკუნეში, ქათლში, მონღოლთა შემოსევები საბედისწერო აღმოჩნდა რუსთავითვის. 1265 წლის ბექა-ყაენის ლაშქრობის შედეგად, აღდგომა დღეს რუსთავმა არსებობა შეწყვიტა.
რუსთავის განადგურების შემდეგ მხოლოდ რუსთავის ციხის ნანგრევები გადარჩა. ციხე იყო თბილისის ირგვლივ აგებულ ციხეთა ერთ-ერთი რგოლი. თავისი არსებობის მანძილზე ციხეს ჰქონდა სამი სხვადასხვა პერიოდის ზღუდე. თავდაპირველად (V-VIII სს.) ზღუდეს ჰქონია ოთხკუთხა კოშკები, მეორეს, ე. წ. შიდა ზღუდეს, ნახევარწრიული კოშკები. შემდგომ ეს ორივე ზღუდე ერთ ზღუდედ გაუერთიანებიათ (IX - XI სს.). მესამე, ე. წ. გარე ზღუდეს გვირაბიანი კარიბჭე ჰქონია (XII-XIII სს.). ციხის აღმოსავლეთით ერთდოულად ორი ზღუდე ყოფილა. რუსთავის ციხე ერთადერთი ციხეა საქართველოში რომელშიც არის ფრესკები.
გასულ საუკუნეში რუსთავის ციხის ტერიტორიაზე არაქართული მოსახლეობა ცხოვროდა, რომელიც ციხეს რიშ-ყალას ეძახდა. რუსთავს რიშად მოხსენიებს ქართლის ცხოვრების სომხური თარგმანიც. რიშა ქართული რუსთავის დამახინჯებული ვარიანტია.
XX საუკუნის 20-იან წლებში ციხეს კიდევ ერთი ისტორიულად გაუმართლებელი სახელი დაუმკვიდრდა - არიშის ციხე. ეს სახელი მომდინარეობს პავლე ინგოროყვას გამოკვლევიდან - რუსთაველიანა, რომელშიც მან რუსთავის ციხე ჰერეთის დიდებულების - არიშიანების საგვარეულო ციხედ მიიჩნია და მას არიშის ციხე უწოდა. ეს მოსაზრება თავიდანვე უარყვეს იმდროინდელმა ისტრიკოსებმა. რუსთავი ყოველთვის კახეთ-კუხეთის განუყოფელი ნაწილი იყო და არასოდეს შედიოდა ჰერეთის შემადგენლობაში. ყველა ისტორიულ წყაროში ციხე მოხსენიებულია, როგორც რუსთავის ციხე-ქალაქი, ან რუსთავის ციხე.
VIII საუკუნის ბოლოს საქართველოში არსებობდა რუვისთაველთა ანუ რუსთაველთა ფეოდალური საგვარეულო. ისინი ფლობდნენ კუხეთსა და რუსთავს და ამიტომაც იწოდებოდნენ რუსთაველებად. აკადემიკოსმა ზ. ალექსიზემ გამოთქვა მოსაზრება, რომ XII-XIII საუკუნეების პოეტი შოთა რუსთაველი, შესაძლოა, ამ საგვარეულოს ერთ-ერთი წარმომადგენელი იყო.
ბიბლიოგრაფია:
ტეგები: Qwelly, history, ისტორია, რუსთავი, ქალაქი, ქველი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.
Market Size – Base Year & Forecast Year
In the base year 2023, the global is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.
Here's how to get the most out of this potent…
გაგრძელება
© 2025 George.
•