ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტთაგან, ყველაზე დიდი და მრავალსტუდენტიან-მრავალპროფილიანი ფაკულტეტია - მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი. დაინტერესებას იწვევს ის ფაქტი, რომ ამ ფაკულტეტზე სტუდენტებს შეუძლიათ აირჩიონ მრავალ საინტერესო პროფესიათაგან სასურველი. ასევე კურსების მრავალფეროვნება გახდა მიზეზი მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის განსაკუთრებული პოპულარობისა და მოთხოვნადობისა. ლიტერატურა, ხელოვნება, თეატრი, მუსიკა, ბუნებრივი მოვლენები, უცხო ქვეყნების ისტორიები, მომავალი თაობების აღზრდა, პოლიტიკური და სოციალური პროცესების ანალიზი და შესწავლა - ყველა ეს და კიდევ სხვა მრავალიც, ამ ფაკულტეტის წიაღშია მოქცეული.
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროგრამების მიზანია, სტუდენტს მისცეს, ერთი მხრივ, ფართო განათლება, გამოუმუშაოს ინტერდისციპლინური ხედვა, შესწავლის, გაცნობიერების, გააზრებული დასკვნების გამოტანისა და ცოდნის სწრაფად განახლების უნარი, მეორე მხრივ კი,მისცეს ღრმა ცოდნა სტუდენტის მიერ არჩეულ რომელიმე კონკრეტულ სფეროში. ამიტომ სწავლება აქ ლიბერალური განათლების პრინციპებზე დაყრდნობით ხორციელდება, რაც სტუდენტის დამოუკიდებელი არჩევანის თავისუფლებას გულისხმობს და მომავალი პროფესიის გააზრებული არჩევისა და, შესაბამისად, წარმატების მიღწევის საფუძველია.
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი მაქსიმალურად უზრუნველყოფს სტუდენტისათვის აკადემიური თავისუფლებას და არჩევითობის პრინციპის დაცვას. პირველი და მეორე სემესტრების განმავლობაში სტუდენტი გაივლის ზოგად საგნებს, როგორებიცაა თანამედროვე აზროვნების შესავალი, მათემატიკა, კომპიუტერის საბაზისო კურსი, დაეუფლება ინგლისურ ენას, აკადემიურ წერას, პრეზენტაციის, კომუნიკაციისა და დისკუსიის ტექნიკებს, საინფორმაციო წიგნიერებას. ზოგადი საგნების გავლის შემდეგ სტუდენტს შეუძლია, აირჩიოს ერთი ან ორი დარგი, რომელიც მისთვის უფრო საინტერესოა და მომდევნო 6 სემესტრის განმავლობაში შესაბამისი მიმართულებით გაიღრმავოს ცოდნა და მიიღოს ბაკალავრის ხარისხი.
ფაკულტეტი სთავაზობს სტუდენტებს საბაკალავრო და პროფესიული უმაღლესი განათლების პროგრამების ძალიან ფართო სპექტრს: ევროპისმცოდნეობა, პოლიტიკური მეცნიერებები, სოციოლოგია, ფილოსოფია, გამოყენებითი ფსიქოლოგია, მათემატიკა, ფიზიკა, ბიოლოგია, ისტორია, არქეოლოგია, ხელოვნების ისტორია, ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა და ლიტერატურა, გერმანული ენა და ლიტერატურა, რომანული ფილოლოგია (ფრანგული / ესპანური / იტალიური), რუსული ენა და ლიტერატურა, აღმოსავლური ენა და ლიტერატურა (ებრაული / თურქული / სპარსული/ აზერბაიჯანული), გამოყენებითი ხელოვნება, მსახიობის ოსტატობა, სპეციალური განათლება და ინკლუზია, ხელოვნების დარგების დიდაქტიკა (სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, მუსიკა), უცხო ენების მასწავლებელი, დაწყებითი სკოლის მასწავლებელი, სკოლამდელი აღზრდის პედაგოგიკა და ფსიქოლოგია.
ბაკალავრიატი სტუდენტს აძლევს შრომით ბაზარზე კვალიფიციური სამუშაო ადგილის მიღებისა და შემდგომი კარიერული ზრდის შესაძლებლობას (ყოველი მესამე სტუდენტი დასაქმებულია ჯერ კიდევ ბაკალავრიატში სწავლის დროს, მათ შორის თითქმის ნახევარი მუშაობს სპეციალობით), ასევე ამზადებს უმაღლესი განათლების შემდგომ საფეხურზე, მაგისტრატურაში სწავლის წარმატებულად გაგრძელებისათვის.
საბაკალვრო საფეხური
სამაგისტრო/სადქოტორო საფეხური
მისამართი:
საბაკალავრო საფეხური
სამაგისტრო/სადოქტორო საფეხური
ფაკულტეტის ირგვლივ, სხვადასხვა საინტერესო ამბების განხილვა ჩვენს ფორუმებში:
ტეგები: Art, Department, Faculty, Iliauni, Qwelly, Sciences, ილიაუნი, მეცნიერება, ფაკულტეტი, ხელოვნება
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ოქტომბერი 23, 2026.
საათი: 11:02am
0 კომენტარი
0 მოწონება
Managing overlapping enemy groups in Hero Siege takes more than strong equipment. Whether you are comparing upgrades or planning how to spend Hero Siege Gold, survival still depends on keeping…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
3 მოწონება
წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,
აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...
შენ ხარ ვენახი,
დამარხული რწმენა, მრავალგზის...
აჰა ესერა,
დიფარე ერი ლონგინოზ..
და რახანია მირონი გდის
დაღლილ…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm
0 კომენტარი
0 მოწონება
დიდი ხნის შემდეგ…
გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am
0 კომენტარი
3 მოწონება
რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები
ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
© 2026 George.
•