ინფორმაცია

სამტრედია

სამტრედია

ჯგუფი მათთვის ვინც ლამაზი სამტრედიის შვილია...

ჯგუფი მათთვის ვისაც უყვარს სამტრედია...

ჯგუფი მათთვის ვისაც უბრალოდ უნდა სამტრედიელებთან მეგობრობა...

საიტი: https://www.qwelly.com/
ადგილი: რეგიონალური ჯგუფები
წევრები: 53
უკანასკნელი აქტიურობა: მარტი 28, 2016

სპორტულ გუნდში თამაში

სპორტულ გუნდში თამაში ავითარებს ადამიანებში თვითდისციპლინას, თანამშრომლობით უნარებს და ლიდერობას. აი, ამის შესახებ ჩემი ბიოგრაფიიდან გიამბობთ...

ჩვენს სოფელში, ჯიხაიშს რომ ეძახიან, ერთი დიდი შენობა იდგა, შენობაში დიდი დარბაზი იყო, იქ კი ორი საკალათბურთო ფარი. ეს იყო გუნდ ჯიხაიშის საწვრთნელი ბაზა. ჯიხაიშის საკალათბურთო გუნდი 1959 წელს ჩამოყალიბდა და მისი ყველაზე დიდი წარმატება იყო სამტრედიის სოფლების ჩემპიონატზე, ყველა მეზობელი თუ „ჩერეზმეზობელი“ სოფლის დამარცხება... ერთი-ორჯერ სამტრედიის სახელითაც მონაწილეობდა იმერეთის რეგიონალურ პირველობაზე... 1965 წელი, გუნდის ისტორიაში, ყველაზე მწუხარე წელი იყო - ამ დროს გარდაიცვალა ჯიხაიშის ორი მოთამაშე და მწვრთნელი... ავარიით... გუნდმა საქმიანობა შეწყვიტა...

2005 წლის ზაფხულზე, სოფელში დასასვენებლად ჩასულს, მომბეზრდა უსაქმურობა, წიგნის კითხვა, მდინარის ყურება, „ვიშე კოზირების“ ძახილი და ა.შ. სწორედ ამ წელს, ჯერ კიდევ კარგად რომ გამოიყურებოდა ჯიხაიშის საწრთვნელ დარბაზში, მოვისმინე გუნდის  ისტორია და უცბად გონებაში ინათა! მივხვდი როგორ გავიყვანო მწველი და მოწყენილი 3-4 თვე. გადავწყვიტე გამეკეთებინა ჯიხაიშის მოყვარულ კალათბურთელ გოგონათა გუნდი. სოფელში უსაქმური გოგონების მეტს რა იპოვით, ტელევიზორის და სერიალების ყურებამ სულ გადარია და გაატუტუცა ახალგაზრდობა. მშობლებსაც ადვილად დავიყოლიებდი, თუკი ვეტყოდი რომ ამ პრანჭიკელაობის მაგიერ, მათი შვილები სპორტულ ზაფხულში ჩაერთვენოდნენ. მათი გაწრთვნაც არ მეჩვენებოდა რთული... ისედაც დილაუთენია კრუხ-წიწილას, ძროხ-ხბოებს, ღორ-გოჭუნებს დასდევდნენ და საძოვარზე გაამწესებდნენ ხოლმე.

მოკლედ, ასე თუ ისე სოფლის საუკეთესო მოსწავლე და სპორტულად მომზირალ გოგონათა შვიდ კაციანი, ან უფრო მართებული იქნება თუ ვიტყვით შვიდ ქალიანი გუნდი გავაკეთე. გუნდის ვარჯიშები, გუნდის მომავალი მიზნები, ერთ მრგვალ მაგიდასთან წყდებოდა... ყველა თავის აზრს აფიქსირებდა და თუ საჭიროება მოითხოვდა მუდმივი კენჭისყრა და არჩევნები ტარდებოდა. ვარჯიშობდით მაშინ როცა ყველას ეცალა, ანდა მაშინ, როცა ყველა მოიცლიდა სავარჯისოდ. საწრთვნელი შეხვედრების მიღმა ვეხმარებოდით ერთმანეთს სასოფლო საქმიანობაში, მაგრამ ამ დროსაც ჩვენს გეგმებზე ვსაუბრობდით, ვმსჯელობდით, ვკამათობდით და საბოლოოდ ყველა ვთანხმდებოდით იმაზე, რომ მთავარია გუნდი და არა თითოეული ჩვენგანის მოსაზრება და ამბიცია. მართალია გუნდში იყვნენ გამორჩეულად კარგი მოთამაშე მანდილოსნები, მაგრამ ისინი არასდროს მიდიოდნენ გუნდის ნების საწინააღმდეგოდ. თამაშები მეზობელი სოფლის ვაჟ კალათბურთელებთან გვქონდა. გუნდის კაპიტნობა მე მხვდა წილად...

გუნდის ლიდერად ყოფნა საკმაოდ რთულია. შეხვედრების ორგანიზება, მოსაზრებათა შეჯამება, მსჯელობის გამართვა და სწორად წარმართვა, წევრების დამშვიდება, მობილიზება, კონცენტრირება. თამაშისას მუდმივი შეძახილი და ხმალშემართული ბრძოლა გონება დაფანტულობისკენ, სიზარმაცისკენ, უიმედობისკენ. „არიქა გოგოს“ ძახილი და „მე რა რომ ბიჭია, ჩვენზე სუსტია“_თი გამხნევება. მიუხედავად იმისა რომ რთულ და გამოუვალ შემთხვევებში გადაწყვეტილების მიღება მე მიწევდა, ვფიქრობ მეტ-ნაკლებად ვახერხებდი სწორი პოზიცია და აზრი გამეტარებინა, სწორი ნაბიჯები გადაედგა გუნდს.

დასრულდა ზაფხული და დასრულდა ჩემი ჯიხაიშის გუნდის კაპიტნობაც...

ამ 3-4 თვის განმავლობაში შევიძინე ნიჭი სხვათა გვერდში დგომისა, სხვათა აზრის გაზიარებისა და უდიდესი პასუხისმგებლობისა - მე გუნდის ლიდერი ვიყავი. 2005 წლიდან მოყოლებული დღემდე, დილის 6_ზე ფეხზე ვარ, არსად ვაგვიანებ და არსადაც არ მეჩქარება. ვიცი როგორ ვიმუშაო ჯგუფში, ვიცი როგორ მოვუსმინო სხვას, გავაგებინო ჩემიც და საერთოზე როგორ შევჯერდეთ, არ ვაწყენინო მას და არ ვიწყინო მე. ვისწავლე რომ უმჯობესია ბურთი გადააწოდო ფართან ახლოს მდგომს, ვიდრე თავად ირბინო და მიიტანო ბურთი კალათთან. გამოვიცადე იმაში, რომ გუნდის ლიდერი ის კი არაა ვინც ბევრს ყვირის, არამედ ის ვინც ჩუმათაა, ფიქრობს და იცის რა სჭირდება გუნდს. ამიტომ ვიმეორებ - სპორტულ გუნდში თამაში ავითარებს ადამიანებში თვითდისციპლინას, თანამშრომლობით უნარებს და ლიდერობას.

ფორუმი

ჩემი სამტრედია <3

ავტორი sopia kikacheishvili, აგვ. 20, 2013. 0 გამოხმაურება

ეზოში არ ჩაგვივშვა ქეთომ…გაგრძელება

მართლმადიდებლურის მეთორმეტე კლასიიი <3

ავტორი sopia kikacheishvili, ივნ. 2, 2013. 0 გამოხმაურება

უსაყარლესი მასწავლებელიი…გაგრძელება

ჩემი მართლმადიდებლური ♥

ავტორი sopia kikacheishvili. ბოლოს გამოეხმაურა: sopia kikacheishvili, მარტი 8, 2013. 21 გამოხმაურება

წმიდა მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავას სახელობის სამტრედიის მართლმადიდებლური სკოლა ჩამოყალიბდა 2003-2004 სასწავლო წელს ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტის საბას ლოცვა-კურთხევით გიორგი ნიკოლაძის სახელობის…გაგრძელება

ტეგები: qwelly, მეუფე, სამტრედია, მართლმადიდებლური, ჩემი

ხონისა და სამტრედიის ეპარქია

ავტორი sopia kikacheishvili, თებერვალი 12, 2013. 0 გამოხმაურება

 უძულოურის მამათა მონასტერიუძულოურისკენ მიმავალიი გზააა ♥ ♥ ♥ ♥ ♥…გაგრძელება

ტეგები: უძულოური, მამა, მონასტერი, კალმახი, ძამა

კომენტარების დაფა

George: ივნისი 22, 2012||8:12am

Mivesalmebi axal jgufs !:))  IxareT da ibedniereT orTav qveyanasa shina !!!

shako: ივნისი 26, 2012||9:43pm

სამტრედია დაარსდა 1870 წელს,ფოთი-თბილისის სარკინიგზო ხაზის გაყვანასთან ერთად.სამტრედიის რკინიგზის კვანძი თავისი დეპოთი მთელს ამიერკავკასიაში უმსხვილეს საწარმოს წარმოადგენდა. ტერიტორია,რომელსაც ამჟამად სამტრედიის რაიონი მოიცავს ადრე კოლხეთის, ეგრისის, ხოლო შემდეგ ეგრის-აფხაზეთის სამეფოსა და საქართველოს გაერთიანებულ სახელმწიფოში ერთიანდებოდა. ერთიანი ფეოდალური საქრთველოს პოლიტიკური დაშლის (XV ს-ის IIნახ.) შემდეგ ამ ტერიტორიის ძირითადი ნაწილი იმერეთის სამეფოს ფარგლებში მოექცა, ხოლო ნაწილიც-გურიის სამთავროში. სამტრედიის რაიონის ძირითადი ნაწილი კოლხეთის მდაბლობზე მდებარეობს,ხოლო მცირე ნაწილი საჯავახოს ზეგანზეა შეფენილი.სამტრედიის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდ.რიონის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს სოფ.სამტრედია,სადაც ქუთაისიდან გზატკეცილს უერთდებიან გურიისა და სამეგრელოს მთავარი გზები. რაიონის ფართობი 346,1 კვ.კმ.-ს შეადგენს, რომელშიც 50 დასახლებული პუნქტია.მათ შორის ერთი ქალაქი-სამტრედია, ერთი დაბა კულაში და დიდი სასოფლო საკრებულოებია:გომი, ჯიხაიში, ტოლები.

nino sturua: ივლისი 18, 2012||11:16am

chemii samtrediaaaaaaaaaaa:*<3<3

leduna nikuradze: ნოემბერი 27, 2012||6:59pm

miyvarss samtrediaa

სოფიო: იანვარი 3, 2013||4:36pm

mtredebi miyvars zalian da shesabamisad samtredia magito momwons

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ სამტრედია_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

 

წევრები (53)

 
 
 

ბლოგ პოსტები

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt anything that resembles human activity. The remnants of civilization have become scattered refugee camps, salvaged outposts, and improvised hideaways full of survivors doing whatever they can to scrape by. Against this overwhelming threat, a small…

გაგრძელება

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

The Legacy of Legend of YMIR

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…

გაგრძელება

Proven Ways to Collect Uncut Soul Gems

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.

This guide covers the best…

გაგრძელება

Qwelly World

free counters