(გაკვეთილი 2)
სამოციქულო ზეპირი გადმოცემის ჭეშმარიტება
1) ბიბლია გვასწავლის, რომ მოციქულებისგან გადმოცემული წმიდა გადმოცემების აღიარება და დაცვა სავალდებულოა ყველა ქრისტიანისათვის (თუ იგი ქრისტიანია), სამოციქულო გადმოცემების არ აღიარება, არ დაცვა და უარყოფა არის ბიბლიური სწავლების დამახინჯება - უარყოფა და შედეგად იწვევს სხვა ბიბლიური სწავლებების გაუკუღმართებულ გაგებას და უარყოფას:
ა) "ძმებს" - ქრისტიანებს ევალებათ "იდგნენ" - დაეფუძნონ არ გადაუხვიონ და "ეპრათ" - გამოიყენონ იხელმძღვანელონ "გადმოცემები" რომლებით მათ ისწავლეს "ჩვენი" - მოციქულების, "სიტყვით" - ზეპირი დამოძღვრით თუ "წერილით" წერილობითად მიწერილი სწავლებით.
ბ) "მები" - ქრისტიანები აღარ იქნებიან, აღარ უწოდებს მათ მოციქული "ძმებს" - ქრისტიანებს, თუკი ისინი აღარ "იდგებიან და ეპრებათ სამოციქულო გადმოცემები".
დ) "იდექით და გეპყრათ გადმოცემები" - აწყმო უწყვეტელი, უდიდესი წინასწარმეტყველური ნიჭის ღვთის შთაგონებით მომავლის ხედვის მქონე პავლე მოციქული არ უდებს დასასრულს ქრისტიანების მიერ სამოციქულო გადმოცემებზე "დგომას" და გადმოცემების "პყრობას", რითაც მცნებას აძლევს იგი ქრისტიანებს რომ ისინი მარად უნდა "იდგნენ" და მარად უნდა "ეპყრათ" სამოციქულო გადმოცემები.
ე) მოციქული არ აკეთებს არანაირ განსხვავებას ზეპირ - "სიტყვით" თუ წერილობით "წერილით" მიღებულ სწავლებებზე დგომასა და მათ პყრობაში იგი ამბობს, რომ ქრისტიანებს თანაბრად უნდა "იდგნენ და ეპყრათ" როგორც ზეპირი ისე წერილითი სამოციქულო გადმოცემები.
ვ) ის რელიგიური ორგანიზაცები, რომელიც ეწინააღმდეგებიან და უარყოფენ ქრისტეს ეკლესიის სარწმუნოებრივი სწავლების წყაროდ, წმიდა წერილთან ერთად ზეპირი სამოციქულო გადმოცემისა აღიარებას ამით ეწინააღმდეგებიან, უარყოფენ მოციქულ პავლეს ბიბლიურ სწავლებას.
ა) "ჩვენ" - მოციქულები, "გამცნობთ" - მცნებას გაძლევთ, "ძმანო" - ქრისტიანებო, "ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით" - ჩათვალეთ, რომ ამ მცნებას უფალი გაძლევთ ჩვენს მიერ (ეკლესიის ხელმძღვანელობისთვის ქრისტეს მიერ ჩვენთვის ბოძებული ძალა უფლებით), "ჩამოშორდით" - განეშორეთ, პირიიბრუნეთ, მოიკვეთეთ, ნუ მიიღებთ ქრისტიანად, "ყოველ ძმას" - ნებისმიერ ქრისტიანს, რომელიც "უწესოდ იქცევა" - უპირისპირდება სარწმუნოებრივ განწესებებს, "არა გადმოცემებისამებრ, ჩვენგან რომ მიიღეთ" - უპირიპირდება სამოციქულო სწავლებას - მოციქულთაგა გადმოცემებს, "მიიღეთ" - ისწავლეთ ზეპირად თუ წერილობითად.
ბ) მოციქულ პავლეს იესო ქრისტეს სახელით მოცემული ამ მცნებიდან გამომდინარეობს ის, რომ თუკი მორწმუნე ადამიანი არ აღიარებს და არ ღებულობს სამოციქულო გადმოდემას, სინამდვილეში იგი არ არის ქრისტიანი და არც ქრისტეს ეკლესიის წევრი.
გ) სამოციქულო გადმოცემის ქონა აღიარება არის სამოციქულო ეკლესიის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანი.
დ) "გადმოცემებისამებრ ჩვენგან რომ მიიღეთ" - ვინც არ აღიარებს სამოციქულო გადმოცემას და არ ცხოვრობს მის შესაბამისად იგი ამით ადასტურებს, რომ ის არ არის მოციქულთა მოწაფე და მემკვიდრე, ამიტომაც მას არ ააქვს, და არც იცის (და არც უნდა, რომ იცოდეს) ის თუ რა გადასცეს მოციქულებმა ეკლესიას.
2) მოციქულთა ზეპირი გადმოცეცმა თანაბრ მნიშვნელოვანია წმიდა წერილისა, და წმიდა წერილის მსგავსად იწოდება ღვთის სიტყვად:
3) მოციქულთა ზეპირი გადმოცემა ეწოდება წმ. წერილში ჩაუწერელ მაგრამ წმ. წერილთან (ე.ი ბიბლიასთან) ერთად ეკლესიაში დაცულ მოციქულთა მიერ ზეპირად გადმოცემულ მოძღვრებას (ესაა: საღმრთო წერილის ახსნა-განმარტება, სარწმუნოებრივი სიმბოლო, საღმრთო ლიტურგია, საერთოდ ღმრთისმსახურების წესი და პირველი საუკუნეების საეკლესიო ისტორია):
ტეგები: qwelly, ერესი, მეცნიერება, მსოფლიო_სექტები, მხილება, სექტები, სექტოლოგია
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•