(გაკვეთილი მე-3)

სამოციქულო ეკლესიის შესახებ

1) სამოციქულო სარწმუნოების ჭეშმარიტებას ინახავს და დაუმახინჯებლად ასწავლის სამოციქულო ეკლესია: 

 

  • (I ტიმოთე 3:15)  "იცოდე, როგორ უნდა მოიქცე ღვთის სახლში, რომელიც არის ეკლესია ცოცხალი ღვთისა, ჭეშმარიტების სვეტი და საფუძველი [სიმტკიცე]"

2) სამოციქულო ეკლესიის ცრუ ეკლესიიებისგან განმასხვავებელი ნიშანი ის არის, რომ

ა) სამოციქულო ეკლესია ამქვეყანაზე დაარსდა I საუკუნეში, სულთმოფენობისას: 

 

 

  • (მათე 16:18) "შენა ხარ კლდე, და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას, და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ სძლევენ მას." 

  • (საქმე 2:1-4, 41,42,46,47) "ორმოცდაათობის დღე რომ სრულდებოდა, ყველანი ერთად იყვნენ. ანაზდად იგრგვინა ზეცით, თითქოს გრიგალი აგუგუნდაო, და აავსო მთელი სახლი, სადაც ისინი ისხდნენ. და მოევლინა მათ ენები, თითქოს ალისანი, და სათითაოდ მოეფინა ყოველ მათგანს. ყველანი აღივსნენ სულით წმიდით და სხვადასხვა ენებზე ალაპარაკდნენ, როგორც სული ამეტყველებდა მათ... ვინც მიიღო მისი (პეტრე მოციქულის) სიტყვა, კიდეც მოინათლა, და შეემატათ იმ დღეს სამი ათასამდე სული. ერთავად მოციქულთა სწავლასა და ზიარებაში, პურის გატეხასა და ლოცვაში იყვნენ. დღენიადაგ ერთად იყვნენ ტაძარში, სახლებში ტეხდნენ პურს და სიხარულითა და გულის უბრალოებით იღებდნენ საზრდოს, ღვთის მაქებარნი და მთელი ხალხის მიერ პატივცემულნი, ხოლო უფალი დღითიდღე ჰმატებდა ეკლესიას დახსნილთ." 

ბ) სამოციქულო ეკლესია თავის დაარსების დღიდან უძლეველი და მარადიულია - იარსებებს აღსასრულამდე სოფლისა:

 

  • (მათე 16:18) "კლდეზე (ქრისტესადმი რწმენაზე) ავაშენებ ჩემს ეკლესიას, და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ სძლევენ მას."

  • (კოლასელთა 1:18) "ის (ქრისტე) არის ეკლესიის სხეულის თავი"

  • (ეფესელთა 3:21) "მას (ღმერთს) დიდება ეკლესიაში, ქრისტე იესოში, ყველა თაობაში უკუნითი უკუნისამდე. ამინ."                                       

  • (I კორინთელთა 11:26) "ყოველთვის, როცა ამ პურს ჭამთ და ამ სასმისს სვამთ, აუწყეთ [მიუთხრობდით] უფლის სიკვლდილი, ვიდრე მოვიდოდეს."

  • (მათე 28:20) "მე თქვენთანა ვარ დღემუდამ ვიდრე ქვეყნის დასასრულამდე. ამინ."

  • (მათე 24:21,22,24) "იქნება დიდი გასაჭირი, როგორიც არ ყოფილა სოფლის დასაბამიდან დღემდე და არც არასოდეს იქნება, ის დღეები რომ არ შემოკლებულიყო, ვერა ხორციელი ვერ გადარჩებოდა, მაგრამ რჩეულთა გულისთვის შემოკლედება ის დღეები. აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი და მოახდენენ დიდ სასწაულებსა და ნიშნებს, რათა რჩეულებიც შეაცდინონ, თუკი შეძლებენ."

3) ქრისტეს ეკლესიას

ა) არ შეადგენს 2-3 მორწმუნე ადამიანის შეკრება: 

 

  • (მათე 18:16-17) "ხოლო თუ არ შეისმინა (შენდამი შემცოდე ძმამ), მიიყვანე ერთი ან ორი კაცი, რათა ორი თუ სამი მოწმის პირით დადასტურდეს ყოველი სიტყვა. და თუ არც მათსას შეისმენს,უთხარი ეკლესიას; ხოლო თუ არც ეკლესიისას შეისმენს, მაშინ იქნება იგი შენთვის როგორც მებაჟე ან წარმართი."

ბ) ეკლესიას შეადგენს სავსება ქრისტეს მორწმუნეთა, ასონი ბევრნი ვართ, სხეული ქრისტესი - ეკლესია კი ერთია:

 

  • (I კორინთელთა 12:27) "თქვენ ერთად ქრისტეს სხეული ხართ, ცალ-ცალკე კი - მისი ასონი" || Iკორ. 11:18 "როცა ეკლესიად იკრიბებით"

  • (I კორინთელთა 14:23) "თუ მთელი ეკლესია ერთად შეიკრიბება"

  • (საქმე 15:22) "მთელი ეკლესიის თანხმობით"

4) ქრისტეს ეკლესია ერთია, იმიტომ რომ

ა) ერთია ქრისტეს სხეული, ერთია ეკლესიის რწმენა - სარწმუნოებრივი სწავლა-მოძღვრება:  

  • (კოლასელთა 1:24) "მისი სხეულისათვის, რომელიც ეკლესიაა"

  • (ეფესელთა 1:22,23) "ეკლესია, რომელიც არის მისი სხეული"

  • (ეფესელთა 4:4,5) "ერთია უფალი ერთია რწმენა ერთია ნათლისღება" 

ბ) ახალ აღთქმაში ყველგან სადაც ნახსენებია მრავლობითში ეკლესიები მინიშნებებულია მიზეზეზიც ამისა - განხვავებულობა ტერიტორიულ ადგილმდებარეობის, და არათუ სარწმუნოებრივი სწავლა-მოძღვრვების, მიხედვით: 

  • (საქმე 8:1) "მოხდა იერუსალიმის ეკლესიის დევნა"

  • (I კორინთელთა 1:2) "ღვთის ეკლესიას, რომელიც კორინთოშია"

  • (I კორინთელთა 16:1,19) "წმიდათა შესაწირავი რომელიც გალატიის ეკლესიას დავუწესე... მოგიკითხავენ აზიის ეკლესიები. აკილა და პრისკილა და მათი საშინაო ეკლესია"

  • (გალატელთა 1:2) "გალატიის ეკლესიებს"

5) სულიწმიდა ქრისტეს მორწმუნეთა საზოგადოებას უწოდებს ეკლესიას, არა თუ ორგანიზაციას:

 

  • (საქე 20:28) "გაუფრთხილდით თქვენს თავსაც და თქვენს სამწყსოსაც, რომლის მცველებადაც დაგადგინათ სულმა წმიდამ, რათა მწყემსავდეთ ღვთის ეკლესიას, რომელიც მან შეიძინა თავისი სისხლით"

  • (ეფესელთა 5:23,24,27,29) "ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გასწირა მისთვის. რათა სიწმიდით შეემოსა, მას შემდეგ, რაც გაწმინდა წყლის საბანელით და სიტყვით, და ამრიგად განემზადებინა იგი თავის დიდებულ ეკლესიად, ყოველგვარი ნაკლის, მანკის და სხვა მისთანათა გარეშე, არამედ რათა წმიდა და უმწიკვლო ყოფილიყო... ისე უვლის და ასაზრდოებს, როგორც უფალი - ეკლესიას."

ტეგები: 3, post, qwelly, sectology, ერესი, ისტორია, მეცნიერება, მსოფლიო_სექტები, მხილება, ნაწილი, მეტი...რელიგია, სექტანტების, სექტები, სექტოლოგია, სიცრუე, ქრისტიანობა, წარწყმენდა

ნახვა: 573

ბლოგ პოსტები

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

Qwelly World

free counters