ტერმინი `სექტოლოგია ნიშნავს სექტების შესახებ მოძღვრებას. სექტოლოგიის
საგანი ასწავლის სექტების წარმოშობისა და გავრცელების ისტორიას და მათი სარწმუნეობრივი სწავლა მოძღვრების განხილვა მხილებას.
`სექტა~ ლათინური სიტყვაა (სეცტა), მას აქვს ორი შესაძლო წარმომავლობა: სიტყვა
სეცტარე_ მოკვეთა, გაყოფა; და სიტყვა სექუი _ ვინმესადმი მიმდევრობა, დამორჩილება,
მსახურება. სიტყვა `სექტა~ ქართულ თარგმანში ნიშნავს: 1)ცხოვრების წესს, 2)მეთოდს (ფილოსოფიურ მეთოდს), 3)მოძღვრებას, მიმდინარეობას, სკოლას, დაჯგუფებას,
4)მწვალებლობას (ძირითადი სარწმუნოებრივი მიმდინარეობისგან გამოყოფას, განშორებასა და გამოცალკავებულობას).
სიტყვა `სექტა~ არის ლათინური სინონიმი ბერძნული სიტყვისა `ერესი~ (ა†რესიჯ)
_ 1)დაპყრობა, მიტაცება 2)არჩევა 3)ცხოვრების ან აზროვნების არჩეული წესი,
4)მოძღვრება, მიმდინარეობა, სკოლა, 5)მწვალებლობა. შესაბამისად, სიტყვა `სექტა~
გამოიყენებოდა ლათინურენოვან დასავლეთ რომში, ხოლო ბერძნულენოვან აღმოსავლეთ რომში იგივე მნიშვნელობას აღნიშნავადა ერესი (დღესაც, ბერძნულენოვან საღთისმეტყველო ლიტარატურაში `ერესბს~ უწოდებენ `სექტებს~, ხოლო ტერმინ `სექტოლოგიის~ ნაცვალდ გამოიყენება ტერმინი `თანამედროვე ერესები~).
წმ. წერილში, სიტყვა `სექტა~ გვხვდება მხოლოდ ლათინურ ბიბლიაში _ ვულგატაში, კერძოდ აქ რამოდენიმეჯერ სიტყვა `ერესი~ არის ნათარგმნი, როგორც `სექტა~
(მაგ.: `სეცტაე Nაზარენორუმ~ (საქ. 24:5); `ინტროდუცენტ სეცტას პერდიტიონის~ (IIპეტ.
2:1)); რამოდენიმეჯერ კი სიტყვა `მოძღვრება~ თარგმნილია `სექტად~ (მაგ.: `სეცუნდუმ სეცტამ ქუამ დიცუნტ ჰერესიმ~ (საქ. 24:14); `სეცუნდუმ ცერტისსიმამ სეცტამ
ნოსტრაე რელიგიონის~ (საქ. 26:5); `სენტის ნამ დე სეცტა ჰაც ნოტუმ ესტ ნობის~ (საქ.
28:22)).
სიტყვა `სექტა~-მ, როგორც ტერმინმა თავისი შინაარსის მნიშვნელობის მიხედვით
განვლო გარკვეული ისტორიული განვითარება, კერძოდ:
ა) ანტიკური (ლათინურენოვანი) მწერლები `სექტა~-ს უწოდებდნენ იმ ფილოსოფიურ
სკოლას (და მის მოძღვრებას), რომელსაც ეპყრა არატრადიციული, იმ დროს საყოველთაოდ მიღებული მოძღვრების საწინააღმდეგო სწავლება (ამ მნიშნვნელობით
უწოდებს ციცერონი ანტონიონის მიმდევრებს სექტანტებს; ხოლო ძველი რომაელი
ისტორიკოსი ტაციტუსი საუბრობს სტოიკოსთა და ცინიკოსთა სექტებზე, აქვს რა
მხედველობაში მისი თანამედროვე ფილოსოფიური სკოლები და მათი მოღვრება).
ბ) პირველი საუკუნეებიდან ტერმინი `სექტა~, უკვე გამოიყენება ქვეყნის, რეგიონის
ისტორიულად ძირითადი რელიგიური მიმდინარეობებისან სარწმუნოებრივი სწავლების
მიხედვით გამოყოფილი, ახლად დაარსებული რელიგიური საზოგადოებისა და მისი სარწმუნოებრივი აღმსარებლობის აღსანიშნავად. ასე მაგალითად პლინიუს უმცროსი
საუბრობს `ქრისტიანთა სექტაზე~, რომელიც მისი თქმით წარმოიშვა იუდეველთა შორის.
გ) როგორც უკვე ითქვა, თავდაპირველად ტერმინი `სექტა~ ისევე, როგორც _
`ერესი~ აღნიშნავდა, როგორც (ფილოსოფიურ-რელიგიურ) ცრუ მოძღვრებას ასევე
ცრუ მოძღვრების მიმდევარ საკრებულოს. მაგრამ რეფორმაციის შემდეგ (XVII ს.),
არაბერძნულენოვან საღვთისმეტყველო ლიტერარურაში თანდათანობით უფრო ვიწროვდება ტერმინ `სექტის~ მნიშვნელობა, კერძოდ ტერმინ `სექტას~ აღარ უწოდებენ
ცრუ სარწმუნოებრივ სწავლა-მოძღვრებას, არამედ, მხოლოდ ცრუ სარწმუნოებრივი
სწავლა-მოძღვრების მიმდევარ დაჯგუფებას, და ტერმინ `ერესი~-სგან განსასხვავებლად
ეკლესიაში მკვიდრდება ტერმინ `სექტის~ შემდეგი საღვთისმეტყველო განსაზღვრება:
`სექტა~ არის რელიგიური თვალსაზრისით ერთმანეთთან ერთობაში მყოფი ადამიანების ორგანიზირებული საზოგადოება, რომელიც არ არის სარწმუნოებრივ ერთობაში მართლმადიდებელ ეკლესიასთან, თავის სარწმუნოებრივ სწავლა-მოძღვრების
გადმოცემისას ეფუძნება ან იყენებს ბიბლიის არასაეკლესიო განმარტებებს და [ამახინჯებს არათუ ცალკეულ დოგმატებს (როგორც ერესი) არამედ] ძირეულად უარყოფს
მთლიანად საეკლესიო გადმოცემას.
ტერმინი `სექტა~ იძენს ნაწილობრივ განსხვავებულ მნიშვნელობას, როდესაც იგი
გამოიყენება რომელიმე არაქრისტიანული რელიგიებისგან (იუდაიზმი, ისლამი, ინდუიზმი,
ბუდიზმი) ჩამოყალიბებულ-გამოყოფილი სექტის მიმართ, ამ შემთხვევაში კონკრეტული სექტის სახელწოდებას ემატება მისი რელიგიური წარმომავლობის მიმანიშნებელი
სიტყვა (მაგ.: კრიშნაიტთა ინდუისტური სექტა, ვაჰაბიტთა მუსულმანური სექტა, ბუდისტური სექტა აუმ სენრიკე ...).
დ) XX ს-ის დასაწყისში დასავლეთ ევრვროპის ზოგიერთ ქვეყნებში (მაგ.: საფრანგეთი, იტალია) მკვიდრდება სიტყვა `სექტის~ კანონმდებლობითი განსაზღვრება _
სადაც ასე უწოდებენ იმ რელიგიურ თუ პოლიტუკურ ორგანიზაციებს რომლებიც
ადამიანების მიმართ იყენებენ ფსიქოლოგიური იძულების და ძალმომრეობის ხერხებს.
ტერმინ `სექტა~-ს განსაზღვრების შესახებ საუბრისას უნდა აღინიშნოს ისიც, რომ
საეკლესიო მნიშვნელობით სიტყვა `სექტა~ თავის თავში არ შეიცავს ლანძღვის, დაცინვის ან სხვა რაიმე შეურაცხმყოფელ შინაარს, არამედ იგი არის საღვთისმეტყველო
შინაარსის მქონე სიტყვა (ზოგადად ნებისმიერი მნიშვნელობის რელიგუური და
არარელიგიური სიტყვა შეიძლება გახდეს საწყრენი, დამცინავი ან შეურაცხმყოფელი,
შესაბამისად იმისა თუ რა ხმის ტონითაა იგი წარმოთქმული).
მაგრამ, რა შეიძლება ითქვას იმის შესახებ თუ რა გრძნობას ბადებს ეს სიტყვა
(შინაარსიდან გამომდინარე) მისი მნიშვნელობის მცოდნე ადამიანში (სექტანტია თუ
არა სექტანტი), რას შეიგრძნობს იგი ამ სიტყვის გაგონებისას: უპირობოა, რომ იგი
გრძნობს, რომ ესაა მხილება და მკაცრი გაფრთხილება. ისტორიულად ცნობილია, რომ
ადამიანებს სჩვევიათ შეცდომის დაშვება და თავის მოტყუება, სამწუხაროდ მსგავსი რამ
არც თუ იშვიათად ხდება ღმერთან მიმართებაშიც, ამიტომ ეკლესია ამ სიტყვით (სექტა)
ამხელს და მიანიშნებს ღმერთან მიმართებაში ადამიანთა გარკვეული ჯგუფის მიერ დაშვებულ ერთ-ერთ უდიდეს, მეტად სახიფათო და დამღუპველ შეცდომას. ეს მხილება და
გაფრთხილება მკაცრია, იმიტომ რომ ძალზედ სერიოზულად ეპყრობა ეკლესია ღმერთის რწმენისა და ადამიანთა ცხონების საკითხს.
ტეგები:
ნიკოლოზ, მიხარია რომ მასალებს ასე კარგად პოულობ და დებ ქველზე, მაგრამ ჩემი უმორჩილესი თხოვნა იქნება - ვიდრე გამოაქვეყნებ, ცოტა ხელი შეავლე ხოლმე პოსტს და დაარედაქტირე. წერტილები და მძიმეები, ორცერტილები და ბრჭყალები, ასევე უადგილოდ ჩასმული სიმბოლოები შეასწორე ხოლმე :) გაფილტრული და გალამაზებული მასალა დავდოთ ქველზე :)
ინსტრუქციებისთვის კი ეს გამოგადგება >> http://www.qwelly.com/profiles/blogs/additional-instructions
ქვეთავი - Blog Post / Forum :)
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
© 2026 George.
•