მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარი

angelozebi, angels, gabrieli, menji, miqaeli, monastery, santangels, senaki, temple, ალექსი, ბერი, გაბრიელი, ეკლესია, მამა, მენჯი, მთავარანგელოზთა, მიქაელი, მონასტერი, სენაკი, ტაძარი, შუშანია

angelozebi, angels, gabrieli, menji, miqaeli, monastery, santangels, senaki, temple, ალექსი, ბერი, გაბრიელი, ეკლესია, მამა, მენჯი, მთავარანგელოზთა, მიქაელი, მონასტერი, სენაკი, ტაძარი, შუშანია

      ტაძარი აშენებულია მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა სახელზე. იგი აგებულია ღირსი მამა -ალექსი ბერის (შუშანია) მიერ 1908 წელს, უხსოვარ დროში არსებული ამავე სახელობის ტაძრის ადგილზე. ამ სალოცავს უძველესი დროიდან მიაგებდნენ პატივს მორწმუნენი. სწამდათ, რომ აქ განსაკუთრებული ღვთის მადლი ტრიალებდა. ამავე ტაძრის ეზოში მდებარე მისივე სახელობის ეკლესიაში არის დაკრძალული წმინდა ბერი ალექსი, ამ სავანის აღმდგენელი და აღმშენებელი. ღირსი მამა ალექსი დაიბადა 1851 წლის 23 სექტემბერს (ძვ. სტილით) სოფელ ნოქალაქევში ღვთისმორწმუნე მშობელთა - ლევან შუშანიასა და ელენე შავდიას ოჯახში. მამის სიკვდილის შემდეგ 16 წლის ჭაბუკი გაემგზავრა ქ. სტამბოლში, სადაც მაშინ ცხოვრობდა და სავაჭრო საქმიანობას ეწეოდა მისი ბიძა ისლამ შუშანია. აქ მოხდა მკვეთრი გარდატეხა მის ცნობიერებაში. სასწაულებრივი ხილვის შემდეგ, სარწმუნეობრივი განწყობით გაჟღენთილი დაბრუნდა იგი სამშობლოში. ოჯახს ბერად შემდგომის ზრახვა გამოუცხადა. ერთხანს სალოსურ ცხოვრებასაც ეწეოდა, დადიოდა სოფლიდან სოფლად ფეხშიშველი, ეხმარებოდა ქვრივ-გაჭირვებულებს, ემსახურებოდა გადამდები სენით შეპყრობილ უჭირისუფლო ადამიანებს.

      მე-19 საუკუნის სამოცდაათიან წლებში მღვდელმონაზონ ბენედიქტე ბარკალაიასთან ერთად გაემგზავრა ათონის მთაზე, სადაც რამდენიმე თვე დაჰყო. მისი გავლენით მონაზვნად შედგა მთელი ოჯახი: ძმა, დები და დედა. თავად ალექსი ბერი მღვდელმონაზვნად ხელდასმულია 1881 წელს. 1992 წლის ივნისში, ღვთაებრივი გამოცხადებების შემდეგ, რამდენიმე მოსწავლესთან ერთად ალექსი ბერი დაემკვიდრა მთავარანგელოზთა კუნძულზე, როგორც უწოდებდნენ იმ ადგილს. ძველი ეკლესია თავისი ხარჯებით გადახურა, კედლები მოაშენა და მოაწყო საძირკვლად. ცხოვრობდა პირადი შრომით. შემდგომ დაიწყო ახალი ქვითკირის ეკლესიის მშენებლობა. 1898 წლიდან იგი სრულიად ჩაიკეტა თავის სავანეში და სიკვდილამდე ეწეოდა საეკლესიო დაყუდებულ ცხოვრებას. გარეშე მნახველს იღებდა მხოლოდ შაბათ-კვარაობით. დროს ლოცვასა და სამწერლობოო მუშაობაში ატარებდა. განმარტოებული მონაზვნური ცხოვრების მიუხედავად, ალექსი ბერი უაღრესად საზოგადოებრივი პიროვნება იყო. ხშირად მის სენაკში საინტერესო საუბრები და კამათი იმართებოდა სარწმუნეობრივ-საზოგადოებრივ საკითხებზე. ეწეოდა ლიტერატურულ მოღვაწეობას, მისი ნაშრომები ცალკე წიგნებად გამოდიოდა. 1903 წელს ალექსი ბერი თავისი ხის დიდი ჯვრით გზაში შეხვდა რუსიფიკატორული პოლიტიკის გამტარებელ ეგზარქოს ალექსის ცნობილ ვოსტორგოვთან ერთად, რომლებიც ცდილობდნენ სამეგრელოს სკოლებიდან ქართული ენის სწავლების ამოღებას. მან საპროტესტო წერილი გადასცა ეგზარქოსს. დიდი პატივისცემით მოსილი ბერის საჯარო პროტესტმა დააფიქრა იგი, იქვე დაამშვიდა და აღუთქვა, ეს ჭორია, არ მოხდებაო.

      ცხოვრების უკანასკნელ წლებში ალექსი ბერი მძიმედ დაავადდა და 1923 წლის 31 იანვარს 70 წლის ასაკში გარდაიცვალა. საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 1995 წელს იგი წმინდანად შერაცხა და ხსენების დღედ 31 იანვარი დააწესა. კომუნისტური მმართველობის პერიოდში შუშანიების სავანე შრომით, რუდუნებით, განსაცდელითა და გმირული დათმენით შეინარჩუნეს ალექსი ბერის ბიძაშვილებმა: იღუმენია ფავსტომ და სქიმონაზონმა აკეფსიმამ. შემდგომ პერიოდში კი მონაზონთა გაზრდილმა დებმა - ზოია და ნინა შუშანიებმა, რომლებიც დღესაც იქ მოღვაწეობენ. 1981 წლის ნოემბრიდან მენჯის სავანის წინამძღვარმი არქიმანდრიტი მელქისედეკი (მიქავა). ტაძრის დღესასწაულია 21 ნოემბერი.

angelozebi, angels, gabrieli, menji, miqaeli, monastery, santangels, senaki, temple, ალექსი, ბერი, გაბრიელი, ეკლესია, მამა, მენჯი, მთავარანგელოზთა, მიქაელი, მონასტერი, სენაკი, ტაძარი, შუშანია

angelozebi, angels, gabrieli, menji, miqaeli, monastery, santangels, senaki, temple, ალექსი, ბერი, გაბრიელი, ეკლესია, მამა, მენჯი, მთავარანგელოზთა, მიქაელი, მონასტერი, სენაკი, ტაძარი, შუშანია

angelozebi, angels, gabrieli, menji, miqaeli, monastery, santangels, senaki, temple, ალექსი, ბერი, გაბრიელი, ეკლესია, მამა, მენჯი, მთავარანგელოზთა, მიქაელი, მონასტერი, სენაკი, ტაძარი, შუშანია

ტეგები: Qwelly, ალექსი_ბერი, ეკლესია, მონასტერი, სენაკი, ტაძარი, შუშანია

ნახვა: 1771

ბლოგ პოსტები

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

The Legacy of Legend of YMIR

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…

გაგრძელება

Proven Ways to Collect Uncut Soul Gems

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.

This guide covers the best…

გაგრძელება

💜

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am 0 კომენტარი

გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔

18001060169

ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…

გაგრძელება

Qwelly World

free counters