დიოკლეტიანე და მაქსიმიანე გააფთრებით იბრძოდნენ ქვეყანაში ჭეშმარიტი სარწმუნოების აღმოსაფხვრელად ზუსტად ამ დროს აღესრულნენ ქრისტესთვის მღვდელმოწამე ანთიმოზი, ნიკომიდიელი ეპისკოპოსი და მასთან სხვა მოწამეენი.. ქრისტიანთა დევნის გამძაფრების საბაბად მტარვალებმა ნიკომიდიის საიმპერატორო სასახლის დაწვა გამოიყენეს. უღმრთოებმა ხანძრის გაჩენაში ქრისტიანებს დასდეს ბრალი და ენით აუწერელი სისასტიკით დაიწყეს მათთან ანგარიშსწორება. ამან ვერ შეაკრთო მართლმორწმუნეები: ისინი მტკიცედ აღიარებდნენ ქრისტეს და სიხარულით ეწირებოდნენ მსხვერპლად მაცხოვარს. ამ დროს ეწამნენ: წმიდა დოროთე, მარდონიოსი, მიგდონიოსი, პეტრე, ინდისი და გორგონიოსი. მხედარი ზენონი იმპერატორის გაბედული მხილებისათვის ქვებით ჩაქოლეს, შემდეგ კი თავი მოჰკვეთეს. იმავე ხანებში აღესრულნენ წარმართთა ხელით ყოფილი ქურუმი, წმიდა ქალწული დომნა და წმიდა ექვთიმე, რომლებიც მოწამეთა ცხედრებს კრძალავდნენ. ეპისკოპოსი ანთიმოზი სამწყსოს მოთხოვნით ნიკომიდიის მახლობელ სოფელში იყო გახიზნული, საიდანაც ეპისტოლეებით მიმართავდა მორწმუნეებს და სიმტკიცისკენ მოუწოდებდა. დიაკონ თეოფილესთვის გამოტანებული ერთ-ერთი ეპისტოლე უსჯულოებს ჩაუვარდათ ხელში და იმპერატორ მაქსიმიანეს გადასცეს. თეოფილე დაკითხვაზე წარადგინეს და წამებით ამოხადეს სული, მაგრამ წმიდა მღვდელმთავრის ადგილსამყოფელი მაინც ვერ ათქმევინეს. რამდენიმე ხნის შემდეგ მაქსიმიანემ მაინც შეიტყო, სად იმყოფებოდა ნეტარი ანთიმოზი და მის შესაპყრობად მხედართა რაზმი გაგზავნა. ეპისკოპოსი მეომრებს გზაში შეხვდა, მაგრამ მათ ვერ იცნეს იგი, წმიდანმა მთელი რაზმი ისტუმრა, კეთილად უმასპინძლა და მხოლოდ შემდეგ გაუმხილა თავისი ვინაობა. დიოკლეტიანე მხედრები შეწუხდნენ, სურდათ, დაეტოვებინათ მღვდელმთავარი და იმპერატორისთვის განეცხადებინათ, იგი ვერ ვიპოვეთო; მაგრამ წმიდა ანთიმოზი ამაზე არ დათანხმდა. მეომრებმა ირწმუნეს ქრისტე და მოინათლნენ. ეპისკოპოსმა აიძულა ისინი, უღმრთო ხელისუფლის განკარგულება შეესრულებინათ. როცა ანთიმოზი იმპერატორთან წარადგინეს, მან ბრძანა, საწამებელი იარაღები მოეტანათ და მარტვილის წინ დაეწყოთ, რაზეც წმიდანმა განაცხადა: „მეფეო, ნუთუ გგონია, რომ იარაღებით შემაშინებ? არა, არ შეძრწუნდება ის, ვინც თავად ეძიებს ქრისტესთვის სიკვდილს. სასიკვდილო სასჯელს მხოლოდ სულმოკლეები უფრთხიან, ვისთვისაც წარმავალ ცხოვრებაზე ძვირფასი არაფერია!“ მაშინ თვითმპყრობელის ბრძანებით ნეტარი მღვდელმთავარი სასტიკად აწამეს და თავი მოჰკვეთეს.
ტეგები: 16 სექტემბერი, Qwellyland, თვენი, მოწამე, სექტემბერი, ქველი, წმინდათა_ცხოვრება
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 4, 2025.
საათი: 6:00am
1 კომენტარი
0 მოწონება
Cities and remixes the world, one sound at a time - a world collaboration between artists and sound recordists all around the world. The venture presents an amazingly-various array of area recordings from everywhere in the world, but in addition reimagined, recomposed versions of those recordings as we go on a mission to remix the world. What you'll hear in the podcast are our newest sounds - either a area recording from someplace on this planet, or a remixed new composition based…
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 1, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Learning is essential for human improvement. From kindergarten via college, students should be taught and remember an unimaginable quantity of knowledge and abilities. Although studying extends beyond the school years, the amount and Memory Wave intensity of learning that kids, adolescents, and younger adults are uncovered is rarely equaled later in life. Studying is critical to growth. Yet many kids wrestle with learning and memory issues. This can be a priority when a child is…
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 1, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
All personal computers have a small battery on the motherboard that provides power to the Complementary Steel Oxide Semiconductor (CMOS) chip, hence the identify CMOS battery. This CMOS battery powers the chip, holding info about the system's configuration, such as the onerous disk, date and time, and so forth. It supplies energy even when the computer is off and…
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 31, 2025.
საათი: 7:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Is Your Memory at risk? Memory is probably the most cherished faculties of the human brain, essential for day by day functioning and preserving our id. Nonetheless, Alzheimer’s disease poses a severe threat to memory, progressively eroding it and altering lives irrevocably. Understanding how Alzheimer’s affects memory can empower people to acknowledge early indicators and take proactive steps. Alzheimer’s illness is a progressive neurological disorder characterized by the…
გაგრძელება
© 2025 George.
•