წმიდა დიდმოწამე ეფემია ყოვლადქებული კეთილმსახური ქრისტიანების - სენატორ ფილოფრონისა და თეოდოსიას ასული იყო წმიდა დიდმოწამე ეფემია ყოვლადქებული კეთილმსახური ქრისტიანების . ის 304 წელს ეწამა ქრისტესთვის ბოსფორის სანაპიროზე მდებარე ქალაქ ქალკედონში.ქალკედონის მმართველმა, პისკოსმა ბრძანება გასცა, მთელი ქალაქისა და მისი შემოგარენის მკვიდრნი არესის კერპის თაყვანსაცემად გამოცხადებულიყვნენ, ურჩებს ტანჯვითა და სიკვდილით დაემუქრა. კერპთაყვანისცემას განრიდებული ორმოცდაცხრა ქრისტიანი ერთ სახლში შეიკრიბა და უსისხლო მსხვერპლს სწირავდა უფალს. „ჴორცთა სიკეთითა და სათნოებათა შუენიერებითა, ჰასაკისა ყუავილითა და ტომთა საჩინოებითა შორის მათსა ბრწყინვალეთა ვარსკულავთაებრ ბრწყინვიდა“ ქალწული ეფემია. მალე მართლმორწმუნეთა ადგილსამყოფელი გაცხადდა. ისინი შეიპყრეს და პრისკოსს მიჰგვარეს. ქალაქის თავი ჯერ პირფერობით ეცადა აღმსარებელთა გადაბირებას, შემდეგ, ცხრამეტი დღის მანძილზე, საშინელი სატანჯველებით აწამა, მაგრამ ვერაფერს გახდა. მაშინ, უღონოქმნილმა, იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) სამსჯავროზე გაგზავნა მარტვილები, მათ შორის ყველაზე ახალგაზრდა, ეფემია კი თავისთან დატოვა: იმედოვნებდა, რომ, მარტო დარჩენილს, ადვილად დაიმორჩილებდა.
კრებულს მოწყვეტილი ქალწული მხურვალედ ევედრებოდა უფალს წინამდებარე ღვაწლში განმტკიცებას.ჯალათებმა მახვილებჩამაგრებულ ბორბალზე დააკრეს ქრისტეს ტარიგი. მისი ტრიალის დროს მოწამის სხეული იკვეთებოდა და ხორცის ნაგლეჯები ცვიოდა ირგვლივ. ნეტარი ხმამაღლა ლოცულობდა. და აი, უეცრად ბორბალი თავისით გაჩერდა და უღმრთოებმა ვერაფრით მოახერხეს მისი ამოძრავება. ზეცით გარდამომხდარმა უფლის ანგელოზმა გაათავისუფლა ეფემია და წყლულებათაგან განკურნა. გახარებულმა წმიდანმა მადლი შესწირა უფალს.მმართველს მომხდარი სასწაული არ ეყო გონს მოსაყვანად და მხედრებს, ვიქტორსა და სოსთენს მარტვილის გახურებულ ღუმელში ჩაგდება უბრძანა; მაგრამ მათ „სასტიკებითა და კსინვით“ მხედველი ანგელოზები იხილეს, უარი განაცხადეს განკარგულების შესრულებაზე და ირწმუნეს და აშკარად აღიარეს ეფემიას ღმერთი. აღმსარებლები მხეცებს მიუყარეს დასაგლეჯად. სიკვდილის პირისპირ მდგომი ვიქტორი და სოსთენი მხურვალედ ევედრებოდნენ მრავალმოწყალე უფალს ცათა სასუფევლის მომადლებას. გულწრფელი ლოცვა შესმენილ იქნა და მონანულთა სულები მშვიდობით შეერთვნენ მარადისობას (+დაახლ. 304). მხეცები მათ სხეულებს არც გაკარებიან.
წმიდა ეფემია სხვა მეომრებმა ქურაში შეაგდეს, მაგრამ ცოცხალი გადარჩა. ღვთის შემწეობით მან კიდევ მრავალ სატანჯველს დააღწია თავი უვნებლად, რასაც მმართველი მარტვილის ჯადოსნობით ხსნიდა. ბოლოს გადაწყვიტეს, უფლის რჩეული ცირკში მხეცებისთვის მიეგდოთ დასაგლეჯად. განაჩენის აღსრულების წინ წმიდანმა მხურვალედ შესთხოვა უფალს, გაეყვანა ამსოფლიდან. ოთხი ლომი და სამი დათვი მიუშვეს მასზე, მაგრამ ნადირები თვინიერად, კრძალვით მიეახლნენ ნეტარს და „კაცობრივ კუალთა მისთა ამბორს-უყოფდეს“. მხოლოდ ერთმა დათვმა უკბინა მას ფეხზე, მცირე წყლული დააჩნია და ეფემიამ სული განუტევა. ზეგარდმო გაისმა: „აღმორბიოდე, გჳრგჳნთმომცემელისა მიმართ, კეთილისა ღუაწლისა მოღუაწე, და აწღა სრბისა აღმასრულებელმან მიიღო ღუაწლთა შენთა მისაგებელი“. უეცრად საშინლად შეირყა მიწა. დამფრთხალი მცველები და მოსეირეები დაიფანტნენ, მშობლებმა აღიღეს ძლევაშემოსილი მარტვილის წმიდა ცხედარი და ქალკედონის მახლობლად პატივით დაფლეს.შემდგომში დიდმოწამე ეფემიას საფლავზე დიდებული ტაძარი ააგეს. ამ ტაძარში 451 წელს მიმდინარეობდა IV მსოფლიო კრების სხდომები, რომლის დროსაც უფლის წმიდა სათნომყოფელმა საკვირველად დაამტკიცა მართლმადიდებლური სარწმუნოების ჭეშმარიტება და ბოლო მოუღო მონოფიზიტთა მძვინვარებას (ამ სასწაულის შესახებ დაწვრილებით 11 ივლისის საკითხავშია მოთხრობილი).სპარსელების მიერ ქალკედონის აღების შემდეგ, 620 წელს წმიდა ეფემია ყოვლადქებულის უხრწნელი ნაწილები კონსტანტინოპოლში გადაასვენეს. ხატმბრძოლობის ბატონობის დროს ლუსკუმა ამ სიწმიდითურთ ზღვაში მოისროლეს. კეთილმსახურმა მეზღვაურებმა იგი ნავზე ამოაბრძანეს. მოგვიანებით წმიდა ნაწილები კუნძულ ლემნოსზე მოხვდა, 796 წელს კი კვლავ კონსტანტინოპოლს დაუბრუნდა.
ტეგები: 29 სექტემბერი, Qwellyland, ეფემია, თვენი, სექტემბერი, ქველი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.
Here's how to get the most out of this potent…
გაგრძელება
გამოაქვეყნა igxccom_მ.
თარიღი: ნოემბერი 15, 2025.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electronic Arts has always stood at the intersection of creativity and technology, pioneering new experiences across decades of gaming evolution. But as the industry pushes aggressively into generative AI, a growing rift is emerging within EA between leadership’s enthusiasm and employees’ lived realities. A recent wave of internal reports paints a sobering picture of AI integration that is far more chaotic and counterproductive than originally advertised.
The broader gaming landscape…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: ნოემბერი 11, 2025.
საათი: 11:00pm
1 კომენტარი
1 Like
თან რომ გაგიხარდება და თან რომ გადაგარდიანებს ისეთი ამბავი „შემხვდა“. ბლოგად არაფერი, უბრალოდ რომ არ დამავიწყდეს ...
15 ნოემბერი, 19:00 საათი, ჯანო კახიძის ცენტრი, საქართველოს 45 სალოტბარო სკოლის 500 მოსწავლე.
გალა კონცერტი
ჩართული მუნიციპალიტეტები: 1. ამბროლაური; 2. ონი; 3. ცაგერი;…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 4, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
The highly anticipated EA FC 26 is almost here, bringing with it a host of exciting new features. Among these is a revamped skill move system, introducing four fresh techniques to elevate your gameplay. Let's dive into these new skills, exploring their intricacies and how to effectively utilize them on the pitch.
1. Big Feint (2 stars):
The Big Feint is a powerful dribbling move that allows you to quickly change direction and leave your opponents in the dust. To execute it,…
გაგრძელება
© 2025 George.
•