იდეოლოგიის არსების წვდომის რამდენიმე გზა არსებობს. გამოყენებული იყო წარსულისა და თანამედროვე ანალიზის გზები. მათ გარდა, იდეოლოგიის არსების საწვდომად შეიძლება გამოვიყენოთ იდეოლოგიის ცნებობრივი ანალიზი, ცნების განსაზღვრება და ფუნქციების ახსნა.
ავიღოთ იდეოლოგიის ცნების რამდენიმე ტიპიური განსაზღვრება. "იდეოლოგია ყალბი ცნობიერებაა", "იდეოლოგია ილუზორული ცნობიერებაა" (მარქსი), "იდეოლოგია შეცდომის ფორმაა", "იდეოლოგიები ხშირად რეალობისაგან დაშორებული ინტერპრეტაციებისა და ექსპლიკაციების რეალისტური გაგებაა" (რაიმონდ ბუდონი), "საზოგადოების იდეოლოგიაში მესმის წარმოდგენათა, ცნებათა (მსჯელობათა კომპლექსები) მითი, მრწამსი, რწმენა, თეორიები, მსოფლმხედველობა, რომელნიც აგრეგატის წევრებს ახასიათებთ. იდეოლოგიის ცნებაში ვაერთიანებ, როგორც რწმენაში დარწმუნებულობას, ასევე თეორიებს, რწმენებს და ა. შ. რომელნიც ჩემთვის განიცდება და მოიაზრება, თანაც გამოვლინდება სიტყვებით, საწერი ნიშნებით, ნახატებით, ჟესტებითა და სხვა ხერხებით" (პიტირიმ სოროკინი), "იდეოლოგია ეწოდება ღირებულებათა და ფაქტების მიმართ მტკიცებათა სისტემას" (სმელზერი), "იდეოლოგია იდეებზე მოძღვრებაა" (დესტიუტ დე ტრასი), "იდეოლოგია იდეათა და შეხედულებათა ერთობლიობაა, რომელნიც თეორიულ, ან მეტად თუ ნაკლებად სისტემატურ ფორმაში ასახავენ ადამიანთა დამოკიდებულებას გარემომცველი სინამდვილისა და ერთმანეთის მიმართ და რომელნიც ემსახურებიან საზოგადოებრივ ურთიერთობათა განვითარებას, განმტკიცებას, ან შეცვლას.
სინამდვილის იდეოლოგიური ასახვის საფუძველია გარკვეული საზოგადოებრივი ინტერესები. კლასობრივ საზოგადოებაში იდეოლოგიას ყოველთვის კლასობრივი ხასიათი აქვს, რადგან ასახავს საზოგადოებაში მოცემული კლასის მდგომარეობას, კლასებს შორის ურთიერთობებს, კლასობრივ ინტერესებს. იდეოლოგია გამოდის პოლიტიკური, სამართლებრივი, რელიგიური, ეთიკური, ესთეტიკური და ფილოსოფიური შეხედულებების ფორმით" (კელე, კოვალზონი). იადოვის განსაზღვრებით, "იდეოლოგია შეხედულებათა და იდეათა სისტემაა, რომელიც გამოხატავს დიდი საზოგადოებრივი ჯგუფების, ხალხების, კლასების, საზოგადოების სოციალურ მოძრაობათა ძირეულ ინტერესებს.
ტერმინი "იდეოლოგია" მეცხრამეტე საუკუნის ფილოსოფოსმა დესტიუტ დე ტრასიმ შემოიტანა და ნაპოლეონმა კნინობითი აზრით გამოიყენა. იგი ნიშნავდა ყალბ ცნობიერებას, ილუზორულ სოციალურ აზროვნებას. იდეოლოგია ღირებულებათა, იდეალების, ნორმატული მოთხოვნებისა და ქცევის პროგრამების ფორმით გამოხატავს სოციალურ ინტერესებს, მოცემული სოციალური ერთობის წარმომადგენელთა შეკავშირების მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს, ასტიმულირებს სოლიდარობასა და იდეური საფუძვლის სახით პოლიტიკურ პროგრამას ემსახურება. სოციოლოგიურ ლიტერატურაში იდეოლოგია განიხილება როგორც კლასობრივ სოციალურ ინტერესთა კონცენტრირება, განსხვავებით სოციალური რეალობის ობიექტური, მეცნიერული ასახვისაგან და სოციოლოგიის ცალკე სფეროს ცოდნის სოციოლოგიის უმნიშვნელოვანესი საგანია. იდეოლოგიაზე დამყარებული სოციალური მეცნიერება, რომელიც სოციალურ ინტერესს ამართლებს, ობიექტურობას კარგავს. ამავე დროს, ობიექტური, მეცნიერულ ცოდნაზე დამყარებული იდეოლოგია მეცნიერული ხდება" .
როგორც ვხედავთ, განსაზღვრებათა სიმრავლის მიუხედავად, იდეოლოგიის ცნებაში ერთი მომენტი ყველა განსაზღვრებაში მოიაზრება. ეს არის სუბიექტურობა, ტენდენციურობა, სოციალურ ჯგუფებსა და კლასებთან დაკავშირებულობა და მათი ინტერესების გამოხატვა. სხვა საკითხია, როგორია ტენდენციურობის ზომა, რამდენად ცვლის მოძღვრების არსებას მასში ინტერესების შეტანა, როგორია თანაფარდობა ტენდენციურობასა და ობიექტურობას შორის. უდავო მხოლოდ ის არის, რომ იდეოლოგია ცოდნის ისეთი ფორმაა, რომელშიც სუბიექტური მომენტი ვარირებს, იქნება ეს გამოწვეული ინტერესებით, პოზიციით, სარგებლიანობითა თუ სხვა, სულერთია, იდეოლოგია ერთმნიშვნელოვნად ობიექტური არასოდეს არაა. ის სუბიექტურისა და ობიექტურის ნაზავია.
არის თვალსაზრისი, რომელიც იდეოლოგიის ცნებას სამ მნიშვნელობას ანიჭებს, რომელთაგან ერთ-ერთი ილუზორული ცნობიერებაა, მეორე კი ის, რასაც მარქსს მიაწერენ, თითქოს ის იდეოლოგიად თვლის ცნობიერების ფორმებს საერთოდ. მესამე მნიშვნელობით იდეოლოგიად გამოცხადებულია იდეათა ერთობლიობა, რომელიც ჯგუფის ღირებულებებთანაა დაკავშირებული. იდეოლოგიის ასეთი გაგება მოცემულია სოციოლოგიურ ლექსიკონში აბერკრომბის, ჰილისა და ტერნერის ავტორობით. მათი განსაზღვრებით, "იდეოლოგია ერთ-ერთი ყველაზე წინააღმდეგობრივი ცნებაა. პირობითად ის შეიძლება განისაზღვროს, როგორც მჭიდროდ ან თავისუფლად დაკავშირებულ რწმენათა, განწყობათა და შეხედულებათა ერთობლიობა. ტერმინ "იდეოლოგიის" სამი ძირითადი მნიშვნელობა არსებობს: პირველ შემთხვევაში მასში ესმით რწმენათა განსხვავებული სპეციფიური სახეები, მეორეში იდეები და რწმენანი, რომელნიც, გარკვეული აზრით, გაყალბებული, ან მცდარია. მესამე შემთხვევაში, ტერმინი "იდეოლოგია" გამოიყენება სრულიად განსხვავებული სფეროების მომცველ ყოველგვარ იდეათა და რწმენათა აღსანიშნავად, დაწყებული მეცნიერული ცოდნით, დამთავრებული რელიგიითა და სასურველი ქცევის შესახებ ყოველდღიური წარმოდგენებით, მიუხედავად იმისა, ეს წარმოდგენები ჭეშმარიტია თუ მცდარი".
ტერმინი "იდეოლოგია" პირველი მნიშვნელობით უმთავრესად ამერიკულ პოლიტიკურ მეცნიერებაში გამოიყენება და განისაზღვრება როგორც ერთმანეთთან დაკავშირებულ იდეათა ერთობლიობა, რომელნიც რამდენიმე ძირეული ღირებულების ირგვლივ ფოკუსირდება. ასეთ შემთხვევაში, იდეოლოგიის ნიმუშებად გამოდის კომუნიზმი, ფაშიზმი და ნაციონალიზმის ზოგიერთი ნაირსახეობა. იდეოლოგიის ეს ტიპები ხშირად გაბატონებული ინსტიტუტებისადმი ოპოზიციაში არიან და მათი მომხრეების ერთ სექტასა ან პარტიაში გაერთიანებას ემსახურებიან...
იდეოლოგიის მეორე გაგება დაკავშირებულია მარქსისტულ ტრადიციებთან, რომლის მიხედვითაც იდეოლოგიის ხასიათი პირველ რიგში, მნიშვნელოვანწილად საზოგადოების ეკონომიკური წყობით განისაზღვრება და მეორე, ისეთ კლასობრივ საზოგადოებაში, როგორიც კაპიტალიზმია, იდეოლოგიას კლასობრივი ინტერესები აყალიბებს. პირველი დებულება წარმოდგენილია ბაზისისა და ზედნაშენის ცნებებით, იმაზე მითითებით, რომ იდეოლოგიის ხასიათი განისაზღვრება სოციალური კლასისადმი კუთვნილებით. მეორე ხშირად გამოიხატება გაბატონებული კლასის იდეოლოგიისა და ყალბი ცნობიერების ცნებებში...
მესამე შემთხვევაში იდეოლოგიის ცნება დაკავშირებულია ცოდნის სოციოლოგიის ტრადიციებთან და იდეებისა და რწმენათა ყოველგვარ ერთობლიობას აღნიშნავს, სულერთია, ჭეშმარიტი იქნება თუ მცდარი. ამასთან, აღიარებენ, რომ ყველა იდეა თუ რწმენა სოციალურად ასე თუ ისე დეტერმინირებულია, თუმცა არც ერთი ამ ფაქტორთაგანი, მაგალითად, ეკონომიკა, არ გამოიყოფა, როგორც უფრო მეტად მნიშვნელოვანი" .
ამოსაბეჭდი ვერსია:
ტეგები: Qwelly, იდეოლოგია, კოდუა, კულტურის_სოციოლოგია, სოციოლოგია, ქველი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
1 Like
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…
გაგრძელება
© 2026 George.
•