სამაგისტრო ნაშრომი წარდგენილია ილიას სახელმწიფო უნივერსტიტების მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტზე სოციოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭების მოთხოვნების შესაბამისად
პროგრამა: სოციოლოგია
სამეცნიერო ხელმძღვანელი: ანა კირვალიძე, ასოცირებული პროფესორი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
თბილისი, 2016
შესავალიდან
რელიგიური დისკურსი, რომელიც ერთის მხრივ, აკონტროლებს ადამიანის პირად სივცეს და მეორეს მხრივ აყალიბებს სოციო-პოლიტიკურ ქმედებებს, პირად სივცესთან მიმართებაში მაგალითისთვის შეგვიძლია დავასახელოთ, მარხვა, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ადამიანს პირად ცხოვრებას, მოთხოვნილებების შეზღუდვას და ა.შ. და მეორეს მხრივ, სოციო-პოლიტიკური კუთხით შეგვიძლია მოვიტანთ, სხვადასხვა ქადაგებები ან და ქმედებები, რომელიც უკავშირდება საზოგადოებრივ ცხოვრებას, ფასეულობებს, ადამიანის იდენტობის ჩამოყალიბებას, სხვა სიტყვებით კი ყველაფერი ის რაც არის ქმედების წინაპირობა. ჩემი აზრით, აღნიშნული პოზიციონირება უკავშირდება, რადიკალურ ნაციონალურ დისკურსს, 90-იან წლებში მან მიიღო რადიკალური გამოხატულება, ზვიად გამსახურდიას დისკუსში ქართული იდენტობის შესახებ - "სულიერი მისია" რომელშიც, ის აღწერს გენეტიკურ კუთვნილების საფუძველზე, არსებულ სულიერ კავშირებს. მჯერა, რომ საქართველოს მართმადიდებელი ეკლეიის დისკურსი, სწორედ უკავშირდება ამ ნაციონალურ დისკურსს, რომელიც მას ანიჭებს, ერის სახელით მოსაუბრის სტატუსს. რელიგიური დისკურსი, არ არის განსხვავებული სხვა მსჯელობისგან, ის არის ერთ-ერთი, რომელიც იყენებს მეტაფიზიკურ მტკიცებებს, მაგრამ მასზე გავლენა აქვს, ჩვენს შემთხვევაში, ნაციონალურ ან ნაციონალისტურ დისკურსს, რომელიც ეყდნობა, ისტორიის წრფიულ აღქმას, (ერის) განსაკუთრებულ მისიაზე მსჯელობას, სხვადასხვა თხრიბის და სიმბოლოების ინტერპრეტაციას, "შეთქმულების თეორიებს" და სხვა მსჯელობით კონსტრუქტებს.
ჩემი აზრით, ძალზე მნიშვნელოვანია მცირე ყურადღება მაინც დაუთმოთ სოციო-პოლიტიკურ გარემოს რომელიც თან ერთვის, ერთის მხრივ ზვიად გამსახურდიას "სულიერ მისიას" (გამსახურდია, ზ. 1990) და პატრიარქის 2016 წლის საშობაო ეპისტოლეს. დავიწყოთ ზვიად გამსახურდიას "სულიერი მისიით", რომელიც ლექციის სახით გაეცნო საზოგადოებას 1990 წელს. გამსახურდია ამ ტექსტში აპელირებს სამეცნიერო ობიექტურობაზე და სავარაუდოდ, ამიტომაც აირჩია მსგავსი ფორმატი, აქედან გამომდინარე მას სჯეროდა მეცნირული ობიექტურობის და თავისი ტექტსტის ობიექტურობის, მაგალითად ის რომ არსებობს ქართველობის უწყვეტი გენეტიკური ხაზი და ა.შ.. აღნიშნული ტექსტი ერთის მხრივ, აზრობრივად უპირისპირდებოდა საბჭოთა სისტემას და დისკურსს, რაც მას ანიჭებდა ანტი-სისტემურ ხასიათს. მეორეს მხრივ კი, ეყდნობოდა იმავე სისტემის გარკვეულ მეცნიერულ თუ მითოლოგიურ მსჯელობებს. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გამსახურდიას დისკურსი, სავარაუდოდ მისი ანტი-სისტემურობის გამო გახდა დომინანტური, რაც გამოიხატება მის პრეზიდენტად არჩევაში და სხვა და სხვა მსგავს წარმატებებში. აქვე ძალიან მოკლედ, შეგვიძლია გავიხსენოთ გამსაზურდია დამარცხება 1992 წელს, რომელიც რეალუდად იყო მისი მარცხი, მაგრამ ამავდროულად მის იდეებს მისცა სხვა სივცეებში განვითარების შესაძლებლობა, სხვა სიტყვებით ქმედებაში ან მატერიალურად დამარცხებული რადიკალურმა ნაციონალისტურმა დისკურსმა, შეიძინა უფრო ფართო და უფრო ლეგიტიმური გამოხატულება, რელიგიური ინსტიტუციის დისკურსის მონოპოლიზაციის კუთხით. რამაც, რელიგიური ცხოვრება და რელიგიურობა უფრო აქტიური და უფრო ჩართული გახადა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. აქ ზედმეტად მიმაჩნია დეტალურად განვიხილო ეს ჩართულობა, გამოხატვის კუთხით, მაგრამ მინდა ავღნიშნო ისიც, რომ რელიგიური დისკურსი შეიცავს ობიექტურობის მონოპოლიზაციის მცდელობას, ან სხვა სიტყვებით რელიგიური დისკურსი აყალიბებს ინსტიტუციონალურ მსჯელობას რეალობასთან მიმართებაში, აყალიბებს ნორმებს, ქცევით შეზღუდვებს, საზოგადოებრივ წესებს და ა.შ.. თუ ზვიად გამსახურდია იშველიებდა მეცნიერულობას, როგორც მისი ობიექტურობის დამამტკიცებელ წყაროს ან საშვალებას, რელიგიური დისკურსი იშველიებს ღმერთს, ან საუბრობს ღმერთის სახელით (Derrida, J. 1995). აქვე ეს დისკურსობრივი კავშირი თანხცედრაში მოდის ერის შეკვრასთან, მისთვის თვალის ახელასთან, "ცუდი" რეალობის დანახებასთან და ა.შ. ბოლოს, ჩემი აზრით 90-იან წლებში არსებული ანტი-სისტემური დისკურსი 2016 წელს გარდაიქმნა ინსტიტუციურ დისკურსად, რომელიც იყენებს ერთი-ერთში 90-იანი წლების რადიკალურ ნაციონალისტურ დისკურსს, ერის ბიოლოგიური საფუძვლების, ისტორიის წრფიულობის და სხვა მსგავსი საკითხებთან დაკავშირებით.
იხილეთ ნაშრომი:
ტეგები: Qwelly, sociology, ებრალიძე, ილიაუნი, ნაციონალიზმი, რელიგია, სამაგისტრო, სოციოლოგია
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
1 Like
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…
გაგრძელება
© 2026 George.
•