არის ადამიანი ღმერთის შეცდომა? - თუ ღმერთია ადამიანის შეცდომა?
ფრიდრიხ ნიცშე
ნიცშეს აზრით, როცა ადამიანი უარყოფს ქრისტიანულ რწმენას, ხელიდან ეცლება ქრისტიანული მორალის ქონის უფლება. ეს მორალი არავითარ შემთხვევაში არ არის თვითცხადი... ქრისტიანობა არის სისტემა, საგანთა მთელი თვალსაწიერი, რომელიც ერთობლივად იქნა მოფიქრებული. მისი ერთ-ერთი მთავარი ცნების, ღმერთის რწმენის, მოშორებით მთელი სისტემა ინგრევა. ფრიდრიხ ნიცშეს სიტყვები საფუძველს მოკლებული სულაც არ არის. გავიხსენით ჯვარცმის სცენა. გოლგოთაზე ჯვარცმული ავაზაკის მოქცევა და ქრისტეს მიერ მისი შეწყალება. მან აღიარა ღმერთი და ამაღლდა ქრისტესთან ერთად. ქრისტიანული რელიგია ყველაზე ჰუმანურია. ის გვეუბნება როგორი უნდა იყოს "ზე ადამიანი" ამიტომ ჩემთვის ის ბევრად მეტს ნიშნავს ვიდრე ზოგადად რელიგიის ცნება. იგი გვეუბნება რომ არ უნდა მოკლა კაცადამიანი. სამყაროში ყველაფერი კანონზომიერია და რაღაც დროის გასვლის შემდეგ, შეიძლება წლების, თვეების ბუნება ამ ვალს ყოველთვის აბრუნებს. ქრისტიანული რელიგია ინახავს ბევრ სიბრძნეს რასაც ბუნებრივია პატივს ვცემ. თუმცა იდეას, რომ ღვთაების აღიარების გარეშე შეუძლებელია ეზიარო ქრისტიანულ მორალს ეჭვქვეშ დავაყენებდი. უამრავი ადამიანი მინახავს ქრისტიანული მორალის, რომლებსაც არ სწამთ არც ერთი ღმერთის.
რისთვის ხდება ავაზაკი ყველაზე პირველი წყალობის ღირსი? მთელი ცხოვრება მან ავაზაკობაში და დანაშაულის ჩადენაში გაატარა, მაგრამ, როგორც ჩანს, სინდისი მასში არ მომკვდარიყო და სულის სიღრმეში სადღაც კეთილი ჰქონდა დარჩენილი. ამას ასე ახსნიან.. ბოროტება არ არსებობს, ღმერთს არ შეუქმნია ის. ბოროტება არის ღმერთის არარსებობა. ის ჰგავს სიბნელესა და სიცივეს. ეს არის სიტყვა, შექმნილი ადამიანის მიერ ღმერთის არარსებობის აღსაწერად. ბოროტება არ არის რწმენა და სიყვარული, რომლებიც არსებობენ ისევე, როგორც სინათლე და სითბო. ბოროტება ეს არის ადამიანის გულში „ღვთაებრივი სიყვარულის“ არქონის შედეგი. ეს არის მსგავსება სიცივისა, რომელიც დგება მაშინ, როცა არ არის სითბო ან მსგავსად სიბნელისა, რომელიც დგება მაშინ როცა არ არის სინათლე.
ერთ დღესაც გაიღვიძებს ადამიანი X და მიხვდება, რომ თურმე ღმერთს მიაგნო. სინამდვილეში კი ღმერთი კი არ იპოვა, რწმენა კი არ გაუჩნდა, უბრალოდ მისი გონება ღმერთის იდეას ამწიფებდა ამ დილამდე. ღმერთის რწმენას ვუკავშირებ ადამიანის ქვეცნობიერის ღრმა წახნაგებს, იმას რასაც იგი ვერ მართავს. ის შეიძლება მისი აღზრდის შედეგი იყოს, იმ გარემოსი სადაც მას უწევს ყოფა. ღმერთის აღმოჩენა არ არსებობს. წარმოვიდგინოთ სფერო თვისი 360 გრადუსით, მითხარით როგორ შეიძლება სფეროში თავისთავად გაჩნდეს ნაპერწკალი, როდესც არც ერთ გრადუსს სფეროში წარმოდგენა არ აქვს ნაპერწკლების არსებობის შესახებ მის გარეთ.. ჰოდა აღმოჩენილი რწმენა მაშინვე გაქრება, როდესაც შეკითხვები გაჩნდება. იმ ხორბლის მარცვალივით, რომელიც სარეველა ბალახებთან ერთად ამოვიდა და ამის გამო ვერ გაიხარა.
ვერ ვიტყვი რომ ღმერთის მჯერა. მჯერა მხოლოდ მეცნიერები, რისი არგუმენტებიც და ფაქტებიც შეიძლება მქონდეს. ღმერთი თუ ის არსებობს არ შეიძლება იყოს სრულიად დადებითი, რადგანაც სინათლის გაჩენამდე არსებობდა მხოლოდ და მხოლოდ სიბნელე. შესაბამისად ჩვენი ღმერთი ან სიბნელეში იშვა ან იგი თავად ღმერთმა შქმნა (ვინ იცის).
რელიგიურობის საზომი სხვადასხვა შეიძლება იყოს, რადგან ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან, თუმცა მორწმუნე ადამიანად ვთვი იმას ვინც მიჰყვება თავისი სარწმუნოების დანაწესებს. მორწმუნეებად ვთვლი ასევე ისლამის მიმდევრებს, რომლებიც საღვთო ომს ატარებენ ურჯულოთა წინააღმდეგ, ვინაიდან მათი რწმენა ამას მოითხოვს (ჯიჰადისტები). ყველა რელიგიას პატივს ვცემ, რაც შეესაბამება ჩემს მორალს. თუკი რელიგია ეწინააღმდეგება ადამიანის მორალს ბუნებრივია მას პროტესტის გრძნობა უჩნდება. რელიგიები ინახავენ სიბრძნეს, თუმცა ადამიანებს სჭირდებათ სწამდეთ ღმერთის არსებობის, ვინაიდან მზად არ არიან შეეგუონ ფაქტს, რომ შეიძლება მხოლოდ ერთხელ ცხოვრობენ და სიკვდილის შემდეგ არაფერია. ისინი უბრალოდ გაქრებიან. საუკნეები ფერფლად აქცევენ ყველაფერს რაც მათ უყვარდათ...
ეპითემეზე გათხოვილმა პანდორამ ზევსის ნაჩუქარ ყუთს თავი აჰხადა და იმ წამსვე ამოფრინდა და ქვეყნიერებაზე გაიფანტა ყველა არსებული მიწიერი უბედურება. მითის მიხედვით პანდორას ძალიან შეეშინდა და მან წამსვე დახურა გახსნილი სკივრი, მაგრამ უკვე გვიანი იყო: ყველა უბედურება მოფრენილ-გაფანტულიყო და ყუთში მხოლოდ იმედიღა დარჩა, ცარიელი იმედი, რომელიც ბოლომდე ყუთში დარჩა… არსებობს გადმოცემა, რომ პანდორას ყუთში გამომწყვდეულ იმედს უთქვამს „უბედურების ჟამს გამომიშვით ხოლმე, რათა ნუგეში გცეთო“ და მართლაც დღემდე თითქოს დაუწერელ კანონადაა დამკვიდრებული ის თქმულება, რომ იმედი ყველაზე ბოლოს კვდება. სულ ესაა რაც ადამიანებს სჭირდებათ-იმედი. ამიტომაც ადამიანმა გამოიგონა ღმერთი...
პატივისცემით,
ტეგები: ნიცშე, რელიგია, რელიგიურობა, რწენა, ფილოსოფია
ნინო, თქვენ წერთ რომ შეუძლებელია ღმერთი იყოს სრულად დადებითი, რადგან სინათლის გაჩენამდე არსებობდა სრულიად სიბნელე, და ამ წინადადებამდე, იგივე აბზაცს იწყებთ იმით, რომ ეყრდნობით მხოლოდ ფაქტებს და მეცნიერებას. რა გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ სინათლის გაჩენამდე სიბნელე არსებობდა? ან რომ სინათლე გაჩნდა?
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
© 2026 George.
•