მიუხედავად იმისა, რომ ივან ტურგენევის ნაწარმოები „მუმუ“ ძალზედ მცირე ზომისაა, მასში ბევრი რამის დანახვაა შესაძლებელი. პირველ რიგში, ძალიან ცუდია ბატონყმობის წესი, რომელიც ადრე იყო გაბატონებული და საყოველთაო პრობლემას წარმოადგენდა. წესი არაერთ ადამიანს უზღუდავს უფლებებს და უკარგავს ფასეულობებსა თუ ინდივიდუალიზმს. მათ არავინ ეკითხებათ საკუთარ მოსაზრებას და ყველანაირად შეზღუდულნი და შევიწროებულნი არიან. აღსანიშნავი და საგულისყუროა ის ფაქტიც, რომ ქალბატონი თავად იღებს საკუთარი ყმების დაქორწინების გადაწყვეტილებასაც, რომელიც ყველაზე მეტად გულს სტკენს გერასიმეს. ამიტომაც, გერასიმე იწყებს ჭეშმარიტი თავისუფლების ძიებას. თავისუფლების ძიებაში კი იგი გასწირავს მისთვის ერთადერთ გულწრფელ არსებას, მუმუს. მართალია ეს ყველასთვის საკვირველი ფაქტია, მაგრამ ძაღლის გაწირვის გარეშეც შეუძლებელია მისთვის ნამდვილი თავისუფლების მოპოვება და შეგრძნება. გერასიმეს ხომ თავისუფლება სწყურია. იგი უკვე გადაღლილია სხვისი მორჩილებით. გარდა ამისა, თუ მუმუს სიცოცხლეს არ გამოასალმებდა, მისი სიცოცხლე ვერ იქნებოდა უშფოთველი და სრულფასოვანი. ძაღლი მას ყოველთვის გაახსენებდა ძველ დროს. როგორც ბერნარდ შოუ ამბობდა: „თავისუფლება ნიშნავს პასუხისმგებლობას, აი რატომ ეშინიათ ადამიანების უმეტესობას მისი.“ ასე, რომ გერასიმე საკმაოდ ძლიერი ადამიანი აღმოჩნდა და თავის თავს თავისუფლება მიანიჭა. შეგვიძლია პარალელი გავავლოთ აბრაამის მიერ ისააკის გაწირვასთან. გერასიმე და აბრაამი წირავენ თავისთვის ყელაზე ძვირფას არსებებს. ალბათ ორივეს ცხოვრება უარესად წარიმართებოდა მათ ეს გადაწყვეტილებები, რომ არ მიეღოთ.

ტეგები: აბრაამი, თავგანწირვა, თავისუფლება, მოთხრობა, მუმუ, ტურგენევი

ნახვა: 592

ბლოგ პოსტები

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

Qwelly World

free counters