კინემატოგრაფიისთვის, ისევე როგორც, ლიტერატურისთვის დამახასიათებელია ერთი მნიშნელოვანი რამ, ისინი საშუალებას გვაძლევენ ვიმოგზაუროთ წარმოსახვით სამყაროში, რომელიც მიუხედავად არსებული და ავტორის მიერ შემოთავაზებული იდეისა, თითოეული ადამიანის მიერ ინდივიდუალურად არის აღქმული და წარმოდგენილი. უმეტესწილად, ფილმებში და ნაწარმოებებში მთავარი იდეოლოგია ბოროტისა და კეთილის დაპირისპირებაში მდგომარეობს. ბედნიერი დასასრული კი ფანტასტიური ჯანრისთვის დამახასითებელი ერთ-ერთი კომპონენტია. კონკრეტული მაგალითების განხილვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმის შესახებ, არის თუ არა შესაძლებელი ჩვეულებრივი ცხოვრების რიტმს მიჩვეული ადამიანი უეცრად არაჩვეულებრივ წარმოსახვით სამყაროში აღმოჩნდეს. ფილმი "მატრიცა" კლასიკური სამეცნიერო ფანტასტიკაა, რომლის ყურების დროსაც შეუძლებელია ყურადღების მიღმა დაგრჩეს რჩეულობის იდეა. მატრიცა განმრტებულია, როგორც ხელოვნურად შექმნილი სამყარო, რომლის მიზანი ადამიანთა მოდგმის სისტემატიზირებაა. ხალხი ამ სისტემის ნაწილია და ზოგიერთი მზად არის ის იარაღით დაიცვას. ვფიქრობ, ფილმი მთლიანად არის დაპირისპირება ურთიერთსაპირისპირო სამყაროთა შორის. ერთის მხრივ, ეს არის რეალობა და ფანტაზია, მეორე მხრივ კი რელიგია და ფილოსოფია. ფილმი "ნარნიას ქრონიკები" ბავშვობაში თურმე მინახავს, თუმცა მეორედ ნახვის შთაბეჭდილება სრულიად განსახვავებული აღმოჩნდა. თუ პატარაობაში თავს ლუსის პერსონაჟთან ვაიგივებდი და მსურდა მეც მოვხვედრილიყავი მსგავს სამყაროში, სადაც ცხოველები ლაპარაკობენ, ახლანდელი ხედვა სრულიად განსხვავებულია. ფილმი ჩემს წარმოდგენაში დაპირისპირებაა კეთილისა და ბოროტის, ლომისა და დედოფლის სახით, რომელიც სიკეთის გამარჯვებით სრულდება. რაც შეეხება, ვიქტორ პელევინის "განდგომილი და ექვსთითა", მხოლოდ მას შემდეგ მივხვდი რომ მთავარი პერსონაჟები ქათმები იყვნენ და არა ადამინები, როდესაც მოთხრობაში წამოჭრილია საკითხი წონასთან, შებრაწვასთან, ფრთებთან და ნისკარტთან დაკავშირებით. განსხვავებულობა და თავისუფლების იდეა წინა პლანზეა წამოწეული აქაც,მათ შეძლეს გაფრენა და გაემართნენ მბრწყინავი წრისაკენ. ასევე ის ფაქტი, რომ მოსწავლე და მასწავლებელი თავიანთი დარიგებებით ბრბოს გადარჩენას ცდილობენ, მოთხრობას რელიგიურ დატვირთვას აძლევს.
მოკლედ რომ ვთქვათ, სამივე მათგანი ერთი მნიშვნელოვანი თემატიკით არის გაჯერებული და ეს არის წინასწარმეტყველება - რომ ერთ დღესაც მოვა მხსნელი, რომელიც გადაარჩენს სამყაროს და დაამარცხებს ბოროტებას. ამ შემთხევაში მხსნელი წარმოდგენილია ნეოს, ლუსისა და ექვსთითასა და განდეგილის სახით.
ტეგები: განდგომილი, მატრიცა, ნარნია, რელიგია, შემოქმედება, წინასწარმეტყველება
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•