ფილმში „მკვდარი პოეტების საზოგადოება“ მოქმედება კოლეჯში ვითარდება. აღნიშნული კოლეჯი გამოირჩევა დიდი სიმკაცრით. სასწავლებელი ეყრდნობა ოთხ ძირითად ბოძს:ტრადიციას, ღირსებას, დისციპლინას და ოსტატობას. კოლეჯის სტუდენტების ცხოვრების რთული და რუტინული გრაფიკი კი საკმაოდ მრავალფეროვანი ხდება პროფესორ ჯონ კიტინგის წყალობით. ეს ადამიანი,ჩემი აზრით, ნამდვილად მისაბაძი პიროვნებაა. ის მაქსიმალურად ცდილობს, რომ თავისი სტუდენტების მომქანცველი და დაძაბული გრაფიკი გაახალისოს. ჯონ კიტინგის მთავარ მიზანს წარმოადგენს ის, რომ ყველა სტუდენტს შეჰმატოს თავდაჯერება და დაარწმუნოს საკუთარ შესაძლებლობებში. იგი ცდილობს, რომ ყველას აგრძნობინოს ინდივიდუალიზმი. ჯონი სტუდენტებს მიმართავს: „ნუ დაუშვებთ რომ თქვენი ლექსები ჩვეულებრივი იყოს.“ ამ შემთხვევაში ის წინააღმდეგობას ეყრება მაკალისტერისგან, რომლის აზრითაც, ახალგაზრდები კიტინგს შეიძულებენ როდესაც მიხვდებიან და აღმოაჩენენ, რომ არ არიან არც შექსპირი, არც მოცარტი და არც რემბრანდტი. ზოგიერთმა სუსტი ნებისყოფის მქონე ადამიანმა ნამდვილად შეიძლება ჩაიქნიოს ხელი ცხოვრებაზე, მაგრამ რეალურად ცდა ბედის მონახევრეა და ოდესღაც ყველაფერი გამოგვივა. არაფერია შეუძლებელი.მთავარია შრომა და მიზანდასახულობა. ჰარვარდს ხომ მისი სტუდენტები ქმნიან. როგორც ჯონი სტუდენტებს არიგებდა უნდა დავიჭიროთ წამი და ცხოვრებისგან ტვინი ამოვწოვოთ. „დრო არის ის, რაც ჩვენ ყველაზე მეტად გვინდა, მაგრამ ცუდად ვიყენებთ მას.“ დროზე ძვირფასი ხომ არაფერია. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ „დრონი მეფობენ და არა მეფენი.“
ჯონ კიტინგის დევიზია, რომ მოვლენებს ყოველთვის განსხვავებულად უნდა შევხედოთ. ის სტუდენტებს ასწავლის: „როცა უბრალოდ გგონიათ, რომ რაღაც იცით, მას სხვა მხრიდანაც უნდა შეხედოთ. მაშინ შესაძლოა სულელურადაც კი მოგეჩვენოთ ან არასწორად. უნდა სცადოთ.“ ჯონი ადის მაგიდაზე და ამგვარი ჟესტით ამყარებს თავის მოსაზრებას. მაგიდიდან ხომ ყველაფერი სხვანაირად ჩანს. აღნიშნული საკუთარ თავზეც არაერთხელ მაქვს გამოცდილი. ბრძოლას არ უნდა შევუშინდეთ და ახალი ხედვები აღმოვაჩინოთ. პირდაპირ და ლაკონურად, რომ ვთქვათ არასტანდარტულად უნდა ვიმოქმედოთ. „საკუთარი სტილი უნდა ვეძებოთ. რაც უფრო დავაგვიანებთ, მისი პოვნის ნაკლები შანსი გვექნება.“
„ჩვენ არ ვკითხულობთ და არ ვწერთ პოეზიას იმიტომ რომ ის სიბრძნეა, არამედ იმიტომ, რომ ადამიანთა მოდგმის წევრები ვართ. ადამიანის მოდგმა კი ვნებით სავსეა. სილამაზე, რომატიკა, სიყავარული, პოეზია - ეს ის არის რისთვისაც ვცოცხლობთ.“ ჩვენი სული ლექსის ემოციით უნდა შევავსოთ. პოეზიას ხომ ყველაზე კარგად ძალუძს ადამიანთა გრძნობებისა და განწყობის გადმოცემა. „პოეზია მადლია, ნიჭია, რომელიც ეძლევა კაცთა, ღვთივ რჩეულთა.“ როდესაც მას ვკითხულობთ არამარტო ავტორის ფიქრები უნდა გავითვალისწინოთ, არამედ ჩვენიც. ამგვარად უფრო მარტივი იქნება მთავარი აზრისა და სათქმელის გაგება.
სიტყვასა და იდეებს მსოფლიოს შეცვლა შეუძლიათ-ასწავლის ჯონი სტუდენტებს. ამ მოსაზრებას სოკრატეც ადასტურებს. მისი აზრით, „ძლიერი ადამიანებიიდეებს განიხილავენ, საშუალონი მოვლენებს, სუსტები კი ადამიანებზე მსჯელობენ.“ იდეების გამოთქმის გარეშე ხომ მართლაც წარმოუდგენელია განვითარებასა და წინსვლაზე ფიქრი.
მასწავლებლობა მხოლოდ პროფესია არაა, ის პროფესიაზე ბევრად მეტია. თუ მოვიშველიებთ ფრაზას იოსებ ნონეშვილის ლექსიდან „მასწავლებელი“ მის არსს უფრო უკეთესად ჩავწვდებით. „მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო, მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი.“ მასწავლებელს ძალიან დიდი როლი აკისრია საკუთარი მოსწავლის განვითარებასა და სრულფასოვან ადამიანად ჩამოყალიბებაში. მას შესწევს ძალა, რომ მოსწავლეებს ინტერესი გაუღვიძოს იმ საგნისადმი რასაც ასწავლის ან პირიქით გაუნელოს და გაუქროს. ჯონ კიტინგი საკუთარი საქმის ნამდვილი პროფესიონალია. მან მოახერხა და ყველა სტუდენტის გული მოიგო და ჩაუნერგა დიდი სიყვარული პოეზიისადმი. კარგი იქნებოდა, რომ ჩვენს ქვეყანასაც ბევრი მისნაირი მონდომებული მასწავლებელი ჰყავდეს.
ფილმში „მკვდარი პოეტების საზოგადოება“ საკმაოდ დამაფიქრებელია ნილის და მამამისის ურთიერთობა. ჩემი გადმოსახედიდან, ნილის მამა გარკვეულ დათმობაზე აუცილებლად უნდა წასულიყო. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მას ისევე, როგორც ყველა მშობელს თავისი შვილისთვის მხოლოდ კარგი უნდოდა. ჩემი აზრით, ეს მაინც ვერ ამართლებს მის ქცევას. ნილი აკეთებდა ყველაფერს რაც შეეძლო და მაქსიმუმს დებდა. ფილმის მიხედვით, ნილი გამოირჩეოდა საუკეთესო აკადემიური მოსწრებით, რაც საჭიროა, რომ ადამიანმა დააფასოს. ერთი სიტყვით, ნილის განათლება და მსახიობობა ერთმანეთს ხელს არ უშლიდა და ერთმანეთთან წინააღმდეგობაში არ მოდიოდა. ფილმში დღევანდელობის პრობლემა კარგად არის ასახული. მშობლები სათანადოდ ვერ აფასებენ საკუთარ შვილებს და ისინი ისევ პატარები ჰგონიათ. ნილი უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. სტუდენტს აქვს საკუთარი შეხედულება ყველაფრისადმი და შეუძლია დამოუკიდებლად აზროვნება. ნილის მამას შეეძლო, რომ უბრალოდ დაეფიქსირებინა საკუთარი მოსაზრება და ამას ჰქონოდა მხოლოდ და მხოლოდ რჩევის და არა იძულებითი ხასიათი. აბსოლიტურად სხვა სიტუაცია იქნებოდა ნილს მხოლოდ მსახიობობა, რომ ნდომებოდა. თუმცა, ჩემი აზრით, არც ეს იქნებოდა გასაკიცხი. ადამიანმა ხომ ის უნდა აკეთოს რაც მას ყველაზე მეტად მოსწონს თუ, რა თქმა უნდა, მას აქვს ამის შესაძლებლობა. ძალიან რთულია აკეთო ის, რისკენაც გული არ მიგდის მით უმეტეს თუ ეს ეხება პროფესიას. ადამიანის მუშაობა გაცილებით ნაყოფიერია იმ საქმის კეთებისას, რომელიც მას სიამოვნებას ანიჭებს. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ არც ნილი მოიქცა სწორად. ნებისმიერი სიტუაციიდან არსებობს გამოსავალი. მას შეეძლო, რომ კიდევ ერთხელ ეცადა ბედი. მას მაგალითიც ჰქონდა. ერთხელ როდესაც კიტინგის რჩევით მამამისს დაელაპარაკა, საუბარმა შედეგი გამოიღო. ასე, რომ ყველაფერზე ხელის ჩაქნევა დაუშვებელია. ადამიანთა უმრავლესობა ცხოვრებას ჩუმ სასოწარკვეთილებაში ატარებს, რაც ძალიან არასწორია. უნდა ვიბრძლოთ მთელი ცხოვრების მანძილზე საკუთარი კეთილდღეობისთვის და ვიყოთ ოპტიმისტები. ცხოვრება არ უნდა მივიღოთ ზედმეტად სერიოზულად, რადგან მაინც ვერ შევძლებთ მუდმივად ცხოვრებას. ჩვენ, ყველა, ადამიანები ვართ და შეუცდომელი არავინაა. ჩემი აზრით, ნილს უფრო მეტი მონდომებით როგორც სწავლისადმი ისე მსახიობობისადმი, შეეძლო მამამისის გადმობირება საკუთარ გადაწყვეტილებაზე. ეს ყველაფერი მას საკუთარი რწმენით უნდა დაემტკიცებინა. „სიმართლე სხვების თვალწინ ჩვენი საკუთარი წმენის შენარჩუნებაში მდგომარეობს. იგი უნიკალურია. “ მაგრამ ძალიან სამწუხაროა ის, რომ „უბედურებაზე კარგი მასწავლებელი ამ ქვეყანაზე არ არსებობს.“
ტეგები: განხილვა, ლიტერატურა, პოეზია, სიყვარული, ტოლერანტობა, ფილმი, წიგნი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 4, 2025.
საათი: 6:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Cities and remixes the world, one sound at a time - a world collaboration between artists and sound recordists all around the world. The venture presents an amazingly-various array of area recordings from everywhere in the world, but in addition reimagined, recomposed versions of those recordings as we go on a mission to remix the world. What you'll hear in the podcast are our newest sounds - either a area recording from someplace on this planet, or a remixed new composition based…
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 1, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Learning is essential for human improvement. From kindergarten via college, students should be taught and remember an unimaginable quantity of knowledge and abilities. Although studying extends beyond the school years, the amount and Memory Wave intensity of learning that kids, adolescents, and younger adults are uncovered is rarely equaled later in life. Studying is critical to growth. Yet many kids wrestle with learning and memory issues. This can be a priority when a child is…
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 1, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
All personal computers have a small battery on the motherboard that provides power to the Complementary Steel Oxide Semiconductor (CMOS) chip, hence the identify CMOS battery. This CMOS battery powers the chip, holding info about the system's configuration, such as the onerous disk, date and time, and so forth. It supplies energy even when the computer is off and…
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 31, 2025.
საათი: 7:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Is Your Memory at risk? Memory is probably the most cherished faculties of the human brain, essential for day by day functioning and preserving our id. Nonetheless, Alzheimer’s disease poses a severe threat to memory, progressively eroding it and altering lives irrevocably. Understanding how Alzheimer’s affects memory can empower people to acknowledge early indicators and take proactive steps. Alzheimer’s illness is a progressive neurological disorder characterized by the…
გაგრძელება
© 2025 George.
•