მარტინ სკორსეზეს ფილმი „სიჩუმე“ - ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ემოციური ფილმი რაც კი ოდესმე მინახავს. მასში აღწერილი არის თუ რა დაბრკოლებები ხვდებოდათ ქრისტიანებს, რა სირთულეების გადატანა უხდებოდათ მათ. დროთა განმავლობაში ურწმუნოებმა მრავალი „ქრისტეანეთანი გარდაგულარძნეს: რომელიმე მძლავრებით, რომელიმე შეტყუვილით...“ იაპონიაში ხალხი ჩუმად ლოცულობს რათა მათი რელიგიური რწმენა - წარმოდგენების შესახებ არავინ შეიტყოს. ჩუმად ლოცვა და ა.შ. ასევე ასახულია იოანე საბანის ძის ნაწარმოებშიც. აბო ლოცულობს და მარხულობს არაბებისგან მალულად და გაქრისტიანებასაც მხოლოდ მაშინ გადაწყვეტს, როდესაც კარგად დაცულ ადგილს იპოვის.

      ფილმის სახელწოდება „სიჩუმე“ მიანიშნებს ღმერთის იდუმალ სიჩუმეზე. ღმერთი უყურებს ყველაფერს და მას ესმის ყველაფერი.მიუხედავად ამისა, მისი პასუხი მხოლოდ და მხოლოდ ცივი დუმილია ყველაფერზე, მაგრამ მას რეალურად პასუხის გაცემის ვალდებულებაც არ აქვს.  

      ფილმში „სიჩუმე“ ჩანს ისიც თუ რამდენი რამეა დამოკიდებული სხვადასხვა გარემოებებზე. მამა როდრიგესი გარემოებებმა შეცვალა და გარდაიქმნა თავდაპირველისგან განსხვავებულ ადამიანად. ფილმში ნათლადაა გამოხატული ადამიანის სისუსტეც. თვით მამა როდრიგესიც კი დაეცა და მიუხედავად მორწმუნეობისა ვერ შეძლო რომ ბოლომდე გამკლავებოდა სირთულეებს. მაგრამ ცუდი ისაა, რომ სუსტი ადამიანის ადგილი არც ერთ სამყაროში არაა.

      ქრისტიანებს აუტანელ პირობებში ყოფნისას უწევთ მცნებების დარღვევაც, რომელიც შეგვიძლია დავინახოთ (ხატზე დაბიჯების გარდა) ერთ-ერთი პერსონაჟის წარმოთქმულ წინადადებაში: „რთულია შეიყვარო ის ადამიანები, რომლებმაც შენი ამხანაგები აწამეს.“

      ფილმში ასევე ხაზია გასმული ქრისტეს შემწყნარებლობაზე და მის მიტევების უნარზე. თვით ფილმის მთავარ პერსონაჟ მღვდელსაც კი უკვირს ეს, რადგან იგი ამბობს: როგორ შეეძლო ღმერთს უბედურების სიყვარული. მამა როდრიგესის აზრით, იაპონიაში ყველგან ეშმაკია, სილამაზეშიც კი. ჭეშმარიტება ყველა დროსა და ქვეყანაში ერთი და იგივეა, მაგრამ იაპონიაში იგი დაამახინჯეს და ქრისტიანობის ხეც იაპონიაში თანდათან კვდება.

ტეგები: მისიონერობა, სარწმუნოება, სიჩუმე, სკორსეზე, ფილმი, ქრისტიანობა

ნახვა: 644

ბლოგ პოსტები

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

Qwelly World

free counters