რელიგიურობა ალბათ ყველასთვის ახლოს მდგომი ცნებაა, რომელსაც უამრავ დეფინიციას მოვუძებნიდით და ზოგიერთი ისე იდავებდა, როგორც ჭეშმარიტებასა და სიმართლეზე. პირადად ჩემთვის, რელიგიურობა ნიშნავს კავშირს ღმერთთან, რომლისაც გვწამს და შესაბამისად ვასრულებთ ყველა იმ წესს, რომელიც გვეხმარება ახლოს ვიყოთ მასთან.

      რაც შეეხება რელიგიურ ტოლერანტობას, ჩვენი პროექტის შეხვედრებიდან გამომდინარე, უფრო ზუსტი დეფინიცია გავიაზრე და მას შემდეგნაირად განვმარტავდი: პატივი ვცეთ ადამიანის არჩევანს და არა იმ რელიგიას (ან რელიგიურ მიმდინარეობას), რომლის მიმდევარიცაა, რა თქმა უნდა მე პატივს ვცემ იმ ადამიანების არჩევანს იდგნენ მეტროებთან, სტენდების წინ, თუმცა იეჰოვას მოწმეობას ნამდვილად ვერ დავიბრალებდი. არსებობს მხოლოდ ერთი ჭეშმარიტება. თუ გვწამს ერთის არსებობა, ვფიქრობ, ავტომატურად უარიყოფა მეორის არსებობა სამყაროში. თუმცა, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ზოგიერთი რელიგიისთვის, მაგალითად ინდუიზმისთვის, მთავარია ჭეშმარიტება და არ აქვს მნიშვნელობა რომელი აღმსარებლობისაა ადამიანი. რელიგიური ტოლერანტობის კარგი მაგალითია თბილისი, რაშიც რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით. აქ რელიგიური ტოლერანტობისთვის კულტურული საფუძველიც აღმოჩნდა საკმარისი.

      რაც შეეხება თავისუფლებას, მისი არჩევის შემდეგ, ნამდვილად ბოლო არჩევანი იქნება, რომელსაც გავაკეთებდი. თავისუფლება ყველას ყოველთვის უნდოდა და როდესაც დამფუძნებელი მამები წერდნენ „სიცოცხლე, თავისუფლება და ბედნიერებისაკენ სწრაფვა“ ადამიანის ფუნდამენტური უფლებები იყო ან უფრო ადრე, როდესაც ლოკი გვთავაზობდა სიცოცხლეს, თავისუფლებას და საკუთრების ფლობას ჩვენს ხელშეუვალ უფლებებად, ეს ცნება მაშინაც ისეთივე აბსტრაქტული იყო, როგორიც ახლაა. თავისუფლებას ყველა ჩვენებურად განვმარტავთ და გამოვხატავთ კიდეც. შესაძლოა არსებობდეს მისი უნივერსალური განმარტება? ვფიქრობ, თავისუფლების საზღვრებს საკუთარ თავს ჩვენ თვითონ ვუწესებთ.

ტეგები: ბედნიერება, თავისუფლება, თბილისი, რელიგია, რწმენა, ტოლერანტობა

ნახვა: 589

ბლოგ პოსტები

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

Qwelly World

free counters