რელიგიურობა, ჩემი აზრით, ყველაზე რთული რამაა რაც შეიძლება რომ განიმარტოს. მეტისმეტად რთულია ისაუბრო მასზე და მის საზომზე. საინტერესოა ის თუ რა იგულისხმება ზუსტად მოცემულ ტერმინში და რომელ გრძნობას შეგვიძლია, რომ ვუწოდოთ რელიგიური. ჩემი აზრით, ტერმინში „რელიგიურობა“ იგულისხმება, რომ ადამიანს სწამს, სჯერა და ემორჩილება იმ ღმერთს, რომელიც მის წარმოდგენებში არსებობს როგორც ღმერთი. ადამიანთა უმრავლესობას სჯერა ღმერთის, მაგრამ მათი რწმენა-წარმოდგენები განსხვავებულია თუნდაც ეს ეხებოდეს ერთი და იმავე რელიგიის მიმდევრებს. რელიგიურობის საზომი კი ჩემი გადმოსახედიდან არის ის თუ როგორ ზრუნავს ესა თუ ის ადამიანი გარშემომყოფებზე და რას აკეთებს იგი საზოგადოების კეთილდღეობისთვის. რელიგიაც ხომ იმისთვის არსებობს რომ ჩვენი, ადამიანების, ცხოვრება უკეთესი გახდეს. მაგრამ საზოგადოების კეთილდღეობაც არ შეიძლება რომ აბსოლიტურად რელიგიურობის საზომი იყოს (ალბათ უფრო მისი ერთ-ერთი კომპონენტია), რადგან ადამიანმა შეიძლება ის გამოიყენოს საკუთარი სახელის მოსახვეჭად, როგორც ეს მოხდა მამა სერგის შემთხვევაში. ის ზრუნავდა ხალხზე და კურნავდა მათ, მაგრამ რეალურად მხოლოდ საკუთარ წარმატებაზე ფიქრობდა. სამუელ ბატლერის აზრით, ადამიანის არსებობისთვის საჭიროა, რომ იგი ცოტათი მაინც იყოს რელიგიური. მეც ვეთანხმები აღნიშნულ მოსაზრებას, რადგან ადამიანს თუ საერთოდ არაფრის სწამს რთულია, რომ მან სწორად იცხოვროს.
რელიგიური ტოლერანტობა და თავისუფლება-ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი და საჭირო რამ ცხოვრებაში. როგორც უკვე აღვნიშნე, რელიგია არის ისეთი რამ, რაც ყველას თავისებურად და განსხვავებულად ესმის. ყველა ადამიანს თავისებური ღმერთი ჰყავს და შესაბამისად ამ საკითხში ჭეშმარიტებაზე დავა ალბათ სრულიად უსაფუძვლოა. შესაბამისად, უთანხმოება ზემოთ მოცემულ საკითხში შეიძლება, რომ საკმაოდ მწვავე გახდეს და ომშიც კი გადაიზარდოს. რელიგიური ტოლერანტობა კი იძლევა იმის საშუალებას, რომ მშვიდობამ დაისადგუროს მსოფლიოში. თავად ტერმინში კი, ჩემი აზრით, იგულისხმება, რომ პატივი სცე ადამიანის ნებისმიერ არჩევანს და გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენი მოსაზრებისაგან განსხვავებულია და რელიგიური თავისუფლება მიანიჭო ამა თუ იმ პიროვნებას. საკუთრივ ტერმინში რელიგიური თავისუფლება, ჩემი აზრით, იგულისხმება მიანიჭო ადამიანს თავისუფალი არჩევანის უფლება, რომ სწამდეს მას იმ ღმერთის, როგორიც მის წარმოდგენაში არსებობს და არ მოახდინო ამ პიროვნების დისკრიმინაცია, შევიწროვება და ა.შ.რელიგიური ნიშნით.
ტეგები: თავისუფლება, რელიგია, რწმენა, ტოლერანტობა, შემწყნარებლობა
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•