იყო „რელიგიური“ თანამედროვე სამყაროში, საკმაოდ დიდი გამოწვევაა და ამავე დროს შეინარჩუნო ლიბერალური დამოკიდებულება სხვა რელიგიის წარმომადგენლების მიმართ, კიდევ უფრო რთულია. განვითარების სხვადასხვა ეტაპზე იცვლება საზოგადოების აზრი, წარმოდგენა და დამოკიდებულება ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით და გამონაკლისი არც რელიგიაა. რატომ არსებობს მსოფლიოში რამდენიმე სახელმწიფო რელიგია და გაცილებით მეტი რელიგიური მიმდინარეობა, როდესაც ჭეშმარიტება ერთია, ისევე როგორც ღმერთი. ფაქტია, რომ მსოფლიო საზოგადოება ერთმანეთისგან განსხვავდება რელიგიური რწმენითა და მისდამი მიძღვნილი რიტუალებით, რაც აზრთა სხვადასხვაობას იწვევს თანამედროში მსოფლიოში წამოჭრილ აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით, ჩვენ კი ვალდებული ვართ პატივი ვცეთ მათ ნებას, ვინაიდან, საზოგადოებათა მიხედვით, ჭეშმარიტების აღქმაც განსხვავებულია. რელიგიური ტოლერანტობა, ჩემი აზრით, სხვა არაფერია, თუ არა საზოგადოების რწმენის მრავალფეროვნება და ამ მრავალფეროვნების მიმართ ღია დამოკიდებულება, რაც საფუძველია განსხვავებული აღმსარებლობის მქონე ადამიანების მშვიდობიანი თანაცხოვრებისა. საქართველოს კონსტიტუცია მიგვითითებს: „საქართველოს მოქალაქენი თანასწორნი არიან სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, განურჩევლად მათი ეროვნული, ეთნიკური და რელიგიური კუთვნილებისა...“, რაც საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ რომ საქართველო გამოირჩევა რელიგიური ტოლერანტობით, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ კონსტიტუცია ვერ გვაძლევს ყოველთვის უსაფრთხოების გარანტიას, რომ სხვადასხვა რელიგიის მიმდევრები არ იქნებიან ჩაგრულნი ან დევნილნი თავიანთი აღმსარებლობიდან გამომდინარე. რელიგიური ტოლერანტობა ჩემთვის ასოცირდება სიტყვის თავისუფლებასთან. თუ არ არსებობს თავისუფალ აზრი და გამოხატვის თავისუფლება ზედმეტია საუბარი რწმენის თავისუფლებაზე. არამარტო საქართველოს, ასევე მსოფლიოს საზოგადოება ვალდებულია შეეგუოს განსხვავებულ იდეებს კულტურულ და რელიგიურ დონეზე. თითოეული საზოგადობა ამაყობს საკუთარი რელიგიური აღმსარებლობით და ჭეშმარიტებით, რომლის შენარჩუნება დიდ სისხლისღვრასა და ბრძოლას უკავშირდება, ასე რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება უარვყოთ ადამიანთა რწმენა, მხოლოდ იმიტომ, რომ ის ჩვენი რწმენის ანალოგიური არ არის.

ტეგები: კონსტიტუცია, რელიგია, რელიგიურობა, რწმენა, ტოლერანტობა, შემწყნარებლობა

ნახვა: 605

ბლოგ პოსტები

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

Qwelly World

free counters