ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ნაწარმოები „პატარა უფლისწული“, ჩემი აზრით, ისეთი ნაწარმოებია, რომელიც ალბათ ყველა ადამიანს ერთხელ მაინც უნდა ჰქონდეს წაკითხული. მე პირადად ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც ის პირველად წავიკითხე. რა საკვირველია, დღევანდელი წაკითხული და გააზრებული სრულიად განსხვავდება მაშინდელისგან. ვფიქრობ, თუ რამდენიმე წლის შემდეგ კვლავ გადავწყვეტ აღნიშნული ნაწარმოების წაკითხვას, სავარაუდოდ ბევრ ახალ რამეს აღმოვაჩენ.

      „პატარა უფლისწული“ ძალზედ თბილი და მარტივი, გასაგები ენით დაწერილი ნაწარმოებია, მაგრამ მასში ჩადებულია საკმაოდ დიდი სიბრძნე. პირველ რიგში კარგად ჩანს ის, თუ როგორ განსხვავდება ერთმანეთისგან ბავშვებისა და დიდების მიერ აღქმული სამყარო. უფროსებს „ხომ ძალიან უყვართ ციფრები. თუ თქვენ მათ რომელიმე ახალ მეგობარზე უამბობთ რამეს, ისინი არასოდეს არ გკითხავენ იმას, რაც მთავარია. არასოდეს გკითხავენ როგორი ხმა აქვს შენს მეგობარს, რა თამაში უყვარს, ან პეპლების კოლექციას თუ აგროვებს. ამის მაგიერ გკითხავენ: რამდენი წლისაა, რამდენი ძმა ჰყავს, რამდენს იწონის და რა ჯამაგირი აქვს მამამისსო. და მათ ჰგონიათ, რომ ამით უკვე ყველაფერი გაიგეს.“ ბავშვთა თვალთახედვა სრულიად განსხვავებულია უფროსთაგან. ისინი გაცილებით უფრო სუფთანი არიან, მაგრამ სამწუხაროდ ადამიანებს წლების მატებასთან ერთად გულიც ემღვრევათ.

      ნაწარმოების დასაწყისში გვხვდება ნახატის შეფასება და ანალიზი. აღნიშნულ ნახატს თითქმის ყველა ქუდად აღიქვამს. რეალურად კი მასზე გველის მიერ გადაყლაპული სპილოა გამოსახული. აღნიშნული მაგალითიდან შეგვიძლია დავასკვნათ თუ როგორი განსხვავებული აზროვნება გააჩნია ყველა ადამიანს. „ყველას თავისი ვარსკვლავები ჰყავს. მაგრამ ეს ვარსკვლავები სხვადასხვანაირია.“ გარდა ამისა, ნახატის განხილვიდან უნდა ავიღოთ მაგალითი, რომ სანამ რაიმე გადაწყვეტილებას მივიღებთ ყველაფერი კარგად უნდა ავწონ-დავწონოთ, გავაანალიზოთ და შემდგომ მივიღოთ გადაწყვეტილება. ასჯერ უნდა გავზომოთ და ერთხელ გავჭრათ, როგორც ქართული ხალხური ანდაზა გვასწავლის.

      მოთხრობაში საუბარია აგრეთვე შეფასებაზე, რომ მხოლოდ ერთეულებს შესწევთ იმის ძალა, რომ სწორად შეაფასონ საკუთარი თავი. „საკუთარი თავის გამართლება ყველაზე ძნელი საქმეა ამქვეყნად. საკუთარი თავის გამართლება უფრო ძნელია, ვიდრე სხვების. თუ შესძლებ, სწორი მსჯავრი დასდო შენს თავს, ნამდვილი ბრძენი იქნები.“

      ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის აზრით, „მხოლოდ გული ხედავს კარგად, თვალს არ ძალუძს დაინახოს ის, რაც მთავარია და არსებითი.“ თვალები მხოლოდ უბრალოდ გვეხმარება, რომ აღვიქვათ გარემო და მასში მდებარე სხვადასხვა ობიექტები. აი, გული კი ყველაფერს გრძნობს.

      „პატარა უფლისწულში“ ასევე ხაზია გასმული იმაზე თუ რა მნიშვნელოვანია მეგობრობა. ახალი მეგობრების შეძენა ხომ ძალიან სასარგებლოა, რადგან მათ ძალუძთ ჩვენი სულები ახალი ენერგიით აავსონ. ამას ადასტურებს ჩვენს მიერ განხილული ნაწარმოები. მეგობრობის გარეშე წარმოუდგენელია ცხოვრება და არსებობა. მეგობრები წარმოადგენენ სულის საზრდოს, რომელიც აუცილებელია ნებისმიერი ადამიანისთვის. უმეგობროდ ცხოვრება უდიდეს უბედურებას წარმოადგენს. უფრო სასიამოვნოა მეგობართან ერთად ბნელში სიარული, ვიდრე მარტომ იარო ნათელში. „პატარა უფლისწულში“ ჩანს თუ როგორ გაუმარტივა მეგობრობამ საქმე აღნიშნული ნაწარმოების მთავარ პერსონაჟებს.

ტეგები: გააზრება, ეგზიუპერი, მეგობრობა, რელიგია, უფლისწული, წაკითხული

ნახვა: 5568

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters