ჯვარი ვაზისა (ან წმინდა ნინოს ჯვარი), საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მნიშვნელოვანი სიმბოლო, თარიღდება ჩვენს წელთაღვრიცხვით IV საუკუნით, როდესაც ქრისტიანობა იბერიის სამეფოს ოფიციალური რელიგია გახდა.

      ლეგენდის მიხედვით, მარიამ ღვთისმშობელმა წმინდა ნინო საქართველოში სამოციქულოდ წარმოგზავნა და თან მას ვაზის ჯვარი გადასცა, რომელსაც განსაცდელისაგან უნდა დაეცვა უცხო ქვეყანაში წმიდა მისიით მიმავალი ქალწული.

      წმიდა ნინოს ცხოვრების მცხეთური რედაქციის მიხედვით, ეს ჯვარი წმიდანს ღმრთისმშობელმა იერუსალიმში გადასცა. თუმცა არსებობს სხვა რედაქციაც, რომელიც ვაზის ხის რტოთაგან შეკრულ ჯვარს თვითონ წმიდა ნინოს მიაწერს - წმიდანს იგი თავისი თმებით მცხეთაში მოსვლის შემდეგ, მაყვლოვანში დამკვიდრებისას შეუკრავს. შემდგომში ეს ჯვარი მემკვიდრეობით მეფე მირიანს ერგო. 541 წლამდე იგი მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში იყო დაბრძანებული. ამ ჯვრით მეფე მირიანმა სიკვდილის წინ მეფედ აკურთხა თავისი შვილი ბაქარი.

      ჯვარი მრავალჯერ ყოფილა გატანილი ქალაქიდან ქალაქში და ერთი ქვეყნიდან მეორეში. ამ გადატან-გადმოტანის დროს ჯვრის გარდი-გარდმო ნაწილი გადატეხილა გრძელ ნაწილთან მიმაგრებულ ადგილას, რის გამოც ჯვრის ფრთები დაშვებულია.

      V საუკუნეში ჯვარი აღმოჩნდა წმინდა შუშანიკთან. სიკვდილის წინ, როდესაც მან სიკვდილის მოახლოება იგრძნო, ჯვარი გადასცა თავის მოძღვარს ანდრიას საქართველოში წამოსაღებად, მაგრამ ანდრია იძულებული გახდა სომხეთში დარჩენილიყო ჯვრიანად. ეს ჯვარი სომხეთის სხვადასხვა ქალაქებსა და მონასტრებში ინახებოდა, ქალაქ ანისისაღებამდე საქართველოს მეფის დავით აღმაშენებლის მიერ, რომელმაც ჯვარი დაუბრუნა მცხეთას.

      ისტორიული წყაროების მიხედვით, XI-XII საუკუნეებში წმიდა ნინოს ჯვარი მცხეთის საკათედრო ტაძარში ესვენა. მეფე ვახტანგ III-მ მისთვის გააკეთებინა სახატე (კუბო), რომელზედაც აღბეჭდილია წმიდანის ცხოვრების ექვსი შემთხვევა:

  • გამოცხადება ღვთისმშობლისა წმიდა ნინოსადმი სიონის ქორედში;
  • გადაცემა ვაზის ჯვრისა ნინოსათვის ღვთისმშობლის მიერ;
  • სიზმარი წმიდა ნინოსი თოფაროვნის ტბის პირას (მტკვრის სათავესთან) და გადაცემა მისთვის ზეციურ მახარებლის მიერ პერგამენტისა ათი მუხლით წმიდა სახარებიდან;
  • მეხის მიერ შემუსვრა წმიდა ნინოს ლოცვა-ვედრებით არმაზის კერპისა, მეფე მირიანისა და სალოცავად მოსული დიდძალი ხალხის თანდასწრებით;
  • ნანა დედოფლის განკურნება სენისაგან წმიდა ნინოს ჯვრის შეხებით;
  • სეფეწულის (რევის შვილის) განკურნება ასევე ჯვრის შეხებით.

      XVII-XVIII საუკუნეებში, მტრების შემოსევის დროს, ჯვარი გადაიტანეს მთებში, ჯერ ყაზბეგის წმიდა სამების ეკლესიაში, მერე კი ანანურის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაში. 1749 წელს ჯვარი წმიდა ნინოს ხატით საცავიდან წაიღო გორისა და სამთავროს მიტროპოლიტმა რომანოზმა (ერისთავმა) და მიართვა თავის დას მოსკოვში, სეფე-წულის ბაქარ ვახტანგისძის მეუღლეს. სხვა ცნობის მიხედვით კი, წმიდა ჯვარი ქართველთა მეფე არჩილს გაუტანია საქართველოდან 1688 წელს. იმავე ცნობით, ჯვარი მოსკოვში ქართველ მეფეთა სასახლეში ესვენა. შემდეგ წმიდა ნინოს ჯვარი სოფელ ლისკოვოში (ნიჯეგოროდის გუბერნია) ქართველ დიდებულთა მამულში ვახტანგ VI-ის შთამომავალს, გიორგი ალექსანდრეს ძეს გადაუბრძანებია. 1801 წელს კი ამ უკანასკნელს ჯვარი რუსეთის იმპერატორ ალექსანდრესთვის მიურთმევია, რომელიც უბოძებია 1801 წლის 12 სექტემბრის მანიფესტის აღსანიშნავად, ხოლო იმპერატორმა ალექსანდრე I ბრძანა მისი საქართველოსთვის გადაცემა. ეს 1802 წელს მომხდარა, ჯვარი ქართულ მხარეს სტეფანწმინდაში გადაეცა ჯვარი ანანურის გავლით სვეტიცხოველში ჩამოუბრძანებიათ სადაც გადაუხდიათ სამადლობელი პარაკლისი ხოლო 1802 წლის 9 აპრილს დიდებით ჩააბრძანეს თბილისში. დღეს ქართველთა განმანათლებლის წმიდა ნინოს ჯვარი თბილისის სიონის საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული. ჯვარს XVIII საუკუნის დასაწყისის ვერცხლის პერანგი აქვს და ვერცხლისავე კიდობანშია მოთავსებული. კიდობანზე წმიდა ნინოს ცხოვრების ამსახველი სცენებია გამოსახული.

ტეგები: Qwelly, ვაზი, ნინო, წმინდა, ჯვარი

ნახვა: 294

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters