მრავალთა ვარაუდით ბანქოს ცნობილი თამაში "ილუმინატები" ერთ ერთ კარტზე წინასწარმეტყველებს მოვლენას, რომელიც ლონდონის ოლიმპიადაზე უნდა მოხდეს. და ეს არც არის გასაკვირი, კარტზე გამოსახული კოშკი ბიგ-ბენს მოგვაგონებს, ხოლო წინა პლანზე გამოსახულია პანიკაში ჩავარდნილი ადამიანები, რომელთა სახეებზე ენით აუწერელი შიშია გამოხატული.
მათ ტანისამოსს თუ დავაკვირდებით, შეიძლება შევნიშნოთ ჩვენთვის ცნობილი ფერები: წითელი, ცისფერი, ყვითელი, მწვანე და შავი. თუმცა, იქ არის ასევე თეთრ სამოსში გამოწყობილი ადამიანი, და ფერებიც იმ განლაგებით არ არის დალაგებული, როგორც ეს ოლიმპიადის სიმბოლოზეა გამოსახული. რა უშლიდა ავტორებს ფერები დაელაგებინათ სწორი, ოლიმპიური განლაგებით? თანაც კარტზე გამოსახული კოშკი ეს არის იაპონური Wako Tower.

რას წინასწარმეტყველებს ბანქო? ტერორისტულ აქტს? ლონდონი - ყველაზე დაცული ქალაქია მთელს მსოფლიოში. ასობით ათასი ვიდეოკამერა განუწყვეტლივ უთვალთვალებს ჩვეულებრივი მოქალაქეების ცხოვრებას დღითა და ღამით. პოლიციის თანამშრომლები უსწრაფესად ხსნიან მცირე ქურდობებსაც კი, ტერორისტულ აქტებზე რომ არაფერი ვთქვათ. მაშ რაზეა მინიშნება?
სწორედ ამიტომაც, ტერორისტული აქტი შესაძლოა მხოლოდ ერთ შემთხვევაში - მისი ორგანიზატორები სწორედ "წესრიგის დამცველები" იქნებიან.
მეტად ძნელი სათქმელია თუ რა მოხდება ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე, მაგრამ, მიუხედავად ამისა, შეიძლება დავუშვათ რამოდენიმე ვარაუდი:
1. შესაძლოა მოხდეს დიდი ტერაქტი, რომელიც ხელს შეუწყობს "ახალი მსოფლიო წესრიგის" დამყარებას.
2. შესაძლოა მოხდეს "უცხოპლანეტელთა" ინსცენირებული გამოჩენა.
3. შესაძლოა მოხდეს ყალბი "მესიის" მოვლინება.
არ არის გამორიცხული არაფერი გლობალური იქ არ მოხდეს, და ოლიმპიური თამაშები ჩატარდეს, როგორც ბრბოს გართობისა და ზომბირების მორიგი სეანსი, რომელიც გაუცნობიერებლად იქნება ჩართული ოკულტურ რიტუალში და რომელსაც ოლიმპიადა ეწოდება.
ჩვენ მხოლოდ გვსურს გავაფრთხილოთ ყველა ადამიანი მოვლენათა განვითარების ყველა იმ ვარიანტის შესახებ, რომელიც ამ ოლიმპიადაზეა მოსალოდნელი, რათა ადამიანებმა ყოველივეს შეხედონ კრიტიკული თვალით. მხედველობაში მიიღონ ოკულტური სიმბოლოების გამაოგნებელი სიუხვე, ოლიმპიადის უცნაური სიმბოლოები, საიდანაც აშკარად ჩანს, რომ მასონები აქტიურად ემზადებიან ამ მოვლენისთვის და ეს არ უნდა იყოს შემთხვევითი.
Rati Inashvili
ივლ. 24, 2012
Rati Inashvili
ივლ. 24, 2012
madona
ივლ. 29, 2012