ზაფხულში დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღება რეკომენდებული არ არის. ეს ეხება შოკოლადებს და მისთანებს, მაგრამ ოჯახში, გემრიელად მომზადებულ ჟელატინის ტორტზე სასარგებლო და გამაგრილებელი რა უნდა იყოს?
დიდ ქვაბში ჩაყარეთ 1 კგ ხილი, ლიმონის წვენი, შაქარი, წყალი და აადუღეთ, ადუღებისთანავე დაუწიეთ ცეცხლს და 68 წუთის განმავლობაში ადუღეთ დაბალ ცეცხლზე.
მიღებული მასა გადაწურეთ და მოაშორეთ დარჩენილი ხილი.
ცხელ ხილის წვენს დაამატეთ დარბილებული ჟელატინი და ურიეთ სანამ ბოლომდე არ გაიხსნება. შემდეგ დაამატეთ ძმარი და გააგრილეთ.
კექსის საცხობი ფორმა დაასველეთ, ჩაასხით ამ მასის 1/3 და მოაყარეთ ცოცხალი ხილის 1/3 და დაელოდეთ გაცივდეს. ასე დაასხით კიდევ 2 ფენა და გააციეთ. უნდა მიიღოთ მყარი მასა.
ფორმიდან ამოსაღებად, ფორმა ჩადეთ ადუღებულ წყალში და შემდეგ ამოიღეთ.
ზემოდან შეგიძლიათ მორთოთ ცოცხალი ხილით, ნაყნით ან კრემით.
თათია
ტორტი კი ლამაზად გამოიყურება, მაგრამ მე ჟელატინი არ მიყვარს :(
ივლ. 29, 2015
ლაშა
არც მე ილურ, დნება და უსიამოვნო საჭმელია ((
თათია
ივნ. 4, 2023