გორი

გორი

ერთ-ერთი უძველესი ქალაქია საქართველოში. ოფიციალურად ქალაქად გამოცხადდა 1801 წელს. სახელწოდება წარმოდგება ქალაქში აღმართული კლდოვანი გორაკისაგან, რომელზეც გაშენებულია ძველიციხესიმაგრე. მატიანეებში გორი VII საუკუნიდან იხსენიება, თუმცა ზოგიერთი ისტორიული წყარო ქალაქის დაარსებას დავით აღმაშენებელსმიაწერს (XII ს. დასაწყისი). არქეოლოგიური მასალები მოწმობს, რომ ძველი და ახალი წელთაღრიცხვის მიჯნაზე უნდა არსებულიყო ქალაქური ტიპის დასახლება. გორის ტერიტორიაზე უძველესი არქეოლოგიური ძეგლია ადრინდელი ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარი, მტკვრის ნაპირას, ადგილ ღამბარეულზე. ნაპოვნი კერამიკა ტიპობრივია ძვ. წ. III ათასწლეულში მტკვარ-არაქსის კულტურისათვის. 1946 წელს გორის ციხის ჩრდილოეთ მხარეზე მეწყერმა გააშიშვლა ანტიკური ხანის კულტურული ფენა. აღმოჩნდა ალიზის კედელი, თხელკეციანი ქვევრები, წითლად შეღებილი ბრტყელი და ღარისებრი კრამირი, შავპრიალა და წითლად გამომწვარი თიხის ჭურჭლის ნატეხები. ფენები ძვ. წ. I ათასწლეულის მიწურულითა და ახ. წ. დასაწყისი საუკუნეებით თარიღდება. ამავე ხანის სამრხები აღმოჩნდა ციხის აღმოსა

დარეგისტრირდით და შემოუერთდით გორის ჯგუფს. ერთად ვწეროთ ჩვენი ქალაქის პრობლემების თუ მიღწევების შესახებ!

გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი

სერგი მაკალათიას სახელობის გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი

      გორის ყველა სტუმარი, ქართველი თუ უცხოელი ტურისტი მიისწრაფვის სტალინის სახლ-მუზეუმისკენ. რა თქმა უნდა, იქ სანახვი მართლაც ბევრია, იქნება ეს "დიდი ბელადის" მემორიალური სახლი თუ ნივთები, ვაგონი თუ სხვადასხვა ქვეყნიდან ძღვნად მორთმეული საჩუქრები. მაგრამ ცოტამ თუ იცის გორში ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის არსებობის შესახებ, არადა ეს უკანასკნელი სტალინის სახლ-მუზეუმამდე რამდენიმე წლით ადრე გაიხსნა.

Qwelly, Gori, გორი, ეთნოგრაფია, ისტორია, ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, მუზეუმი, ქველი      1935 წელს, ქალაქ გორში, ისტორიულ-ეთნოგრაფიული, შემდგომში ქართველი ეთნოგრაფის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის და პროფესორის სერგი მაკალათიას სახელობის მუზეუმი გაიხსნა.

Qwelly, Gori, გორი, ეთნოგრაფია, ისტორია, ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, მუზეუმი, ქველი Qwelly, Gori, გორი, ეთნოგრაფია, ისტორია, ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, მუზეუმი, ქველი

      ჩვენს წ. აღ.-მდე, IV-III ათასწლეულების არქეოლოგიური მასალა, მათ შორის ნუმიზმატიკის ნიმუშები, XVII–XIX სს-ის საბრძოლო იარაღის კოლექცია, XVIII-XIX სს-ის ეთნოგრაფიული მასალა: ქართული და ყარაბაღული ფარდაგები, ოქრომკედით ნაქარგი საეკლესიო დანიშნულების სამოსელი, ხალიჩები და ქირმანშალები - ყველაფერი ეს წარმოდგენილია სერგი მაკალათიას სახელობის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში.

Qwelly, Gori, გორი, ეთნოგრაფია, ისტორია, ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, მუზეუმი, ქველი

Qwelly, Gori, გორი, ეთნოგრაფია, ისტორია, ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, მუზეუმი, ქველი

Qwelly, Gori, გორი, ეთნოგრაფია, ისტორია, ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, მუზეუმი, ქველი

Qwelly, Gori, გორი, ეთნოგრაფია, ისტორია, ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, მუზეუმი, ქველი

      სოფელ არბოში და სოფელ ძევერაში, მუზეუმს ფილიალებიც აქვს, შესაბამისად ნიკო ლომოურის სახლ-მუზეუმი და ალექსანდრე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი.

Qwelly, Gori, გორი, ეთნოგრაფია, ისტორია, ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, მუზეუმი, ქველი

      მუზეუმი მუშაობს ყოველდღე, კვირისა და ორშაბათის გარდა. მუშაობს 9:30 სთ-დან 17:30 სთ-მდე.