პატარა გორი დიდია, ანუ გორის პეიზაჟები, პანორამები და ფოტოაპარატით გორის ქუჩებშიგორის მთავარი მშვენება - გორელებიღამის გორი ანუ ტბილი ძილი და ეს ერთი და სხვა მრავალი
სერგი მაკალათიას სახელობის გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი გორის ყველა სტუმარი, ქართველი თუ უცხოელი ტურისტი მიისწრაფვის სტალინის სახლ-მუზეუმისკენ. რა თქმა უნდა, იქ სანახვი მართლაც ბევრია, იქნება ეს "დიდი ბელადის" მემორიალური სახლი თუ ნივთები, ვაგონი თუ სხვადასხვა ქვეყნიდან ძღვნად მორთმეული…
მეუფე თადეოზი 1946 12 ოქტომბერს გორის რაიონის სოფელ ფლავში დაიბადა.1966 წელს დაამთავრა გორის რაიონის სოფელ ქვეშის საშუალო სკოლა. 1968-1973 წლებში სწავლობდა გორის ნიკოლოზ ბარათაშვილის…
გორიჯვარი ქალაქ გორის პირისპირ, თრიალეთის მთებსა და მტკვრის სანაპიროზე, ამოზიდულია გორიჯვრის მთა, რომელზეც მდებარეობს ძველისძველი ტაძარი გორიჯვარი. IV საუკუნის დასაწყისში მთის წვერზე აღიმართა ჯვარი, მას შემდეგ იწოდება იგი გორიჯვრად. ტაძარი წმინდა გიორგის სახელს ატარებს. როგორც გასული საუკუნის…
გორის ციხის ნანგრევებზე სხვადასხვა დროის მრავალი ფენა განირჩევა, მაგრამ თვით ძველი ქალაქის კვალი თითქმის მთლად წაშლილია ახალი განაშენიანებით. გორის ადრეული ხანის ისტორიაზე არაფერს…
გორი
ერთ-ერთი უძველესი ქალაქია საქართველოში. ოფიციალურად ქალაქად გამოცხადდა 1801 წელს. სახელწოდება წარმოდგება ქალაქში აღმართული კლდოვანი გორაკისაგან, რომელზეც გაშენებულია ძველიციხესიმაგრე. მატიანეებში გორი VII საუკუნიდან იხსენიება, თუმცა ზოგიერთი ისტორიული წყარო ქალაქის დაარსებას დავით აღმაშენებელსმიაწერს (XII ს. დასაწყისი). არქეოლოგიური მასალები მოწმობს, რომ ძველი და ახალი წელთაღრიცხვის მიჯნაზე უნდა არსებულიყო ქალაქური ტიპის დასახლება. გორის ტერიტორიაზე უძველესი არქეოლოგიური ძეგლია ადრინდელი ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარი, მტკვრის ნაპირას, ადგილ ღამბარეულზე. ნაპოვნი კერამიკა ტიპობრივია ძვ. წ. III ათასწლეულში მტკვარ-არაქსის კულტურისათვის. 1946 წელს გორის ციხის ჩრდილოეთ მხარეზე მეწყერმა გააშიშვლა ანტიკური ხანის კულტურული ფენა. აღმოჩნდა ალიზის კედელი, თხელკეციანი ქვევრები, წითლად შეღებილი ბრტყელი და ღარისებრი კრამირი, შავპრიალა და წითლად გამომწვარი თიხის ჭურჭლის ნატეხები. ფენები ძვ. წ. I ათასწლეულის მიწურულითა და ახ. წ. დასაწყისი საუკუნეებით თარიღდება. ამავე ხანის სამრხები აღმოჩნდა ციხის აღმოსა
დარეგისტრირდით და შემოუერთდით გორის ჯგუფს. ერთად ვწეროთ ჩვენი ქალაქის პრობლემების თუ მიღწევების შესახებ!