გენო პეტრიაშვილმა საქართველოს კიდევ ერთი მედალი, ბრინჯაო მოუტანა! თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის, 125 კგ წონით კატეგორიაში, ქართველი ფალავანი, ბრინჯაოს მედლისთვის გამართულ ბრძოლაში, ამერიკელ (Tervel Dlagnev) მეტოქეს შეხვდა და დაამარცხა 10 - 0 (31 წამში)!
გილოცავთ!
გენო პეტრიაშვილი დაიბადა გორში, 1994 წლის 1 აპრილს. 22 წლის ასაკში გენო არაერთი ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორია და რიო 2016-ზე ფავორიტთა შორის სახელდებოდა. გენო პეტრიაშვილმა, 2016 წელს, რიგაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა 125 კგ. წონით კატეგორიაში. ფინალში დაამარცხა პოლონელი რობერტ ბარანი.
მივულცავთ ამ დიდ წარმატებას და კიდევ მრავალ გამარჯვებას ვუსურვებთ მომავალში!
იხილეთ:
ლაშა
კოტრიალ-კოტრიალში, ასე თავისუფლად მოიგო კაცმა ბრინჯაო, ბრავო!
აგვ. 21, 2016