357 წევრი
აღწერა
Lubin_ს მიერ
დეკემბერი 14, 2018
თეთრცხელებიანი, სულალანძული ცარიელ ფურცლებზე ვკითხულობ სიტყვებს, ვუმზერ ყვავილებს იავარქმნილებს, შავფერს და დამჭკნარს როგორც ჩემ ფიქრებს, ბიამან ფურცლებზე ვხატავ ყვავილებს ხელშეურხევლად, ჰერბარიუმად... ფიქრსავსე ფურცლებზე ვწერ უთავბოლოდ ფერმიმქრალ სიტყვებს საანდერძებლად, ცრემლით დანამულ კაბადონთ შორის შესუდრულ ვარდში ვლანდავ ოცნებას, სიკვდილმა ჩემი სულით მოქარგა წიგნის ფურცლები ჰერბარიუმად...
უარი
პოეზია
357 წევრი
აღწერა
პოეზია
პოეზიით გამოვკვებოთ სულები!
საფლავი ჰერბარიუმში
Lubin_ს მიერ
დეკემბერი 14, 2018
სულალანძული
ცარიელ ფურცლებზე
ვკითხულობ სიტყვებს,
ვუმზერ ყვავილებს
იავარქმნილებს,
შავფერს და დამჭკნარს
როგორც ჩემ ფიქრებს,
ბიამან ფურცლებზე
ვხატავ ყვავილებს
ხელშეურხევლად,
ჰერბარიუმად...
ფიქრსავსე ფურცლებზე
ვწერ უთავბოლოდ
ფერმიმქრალ სიტყვებს
საანდერძებლად,
ცრემლით დანამულ
კაბადონთ შორის
შესუდრულ ვარდში
ვლანდავ ოცნებას,
სიკვდილმა ჩემი
სულით მოქარგა
წიგნის ფურცლები
ჰერბარიუმად...